საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  March 2024  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Monday, 18/Mar/2024, 11:43 PM
Home » პროზა
-მიყვარხარ!
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც არასდროს!
-რა, წარსულშიც გქონდა მსგავსი რომანტიკული ისტორიები?
-რა მნიშვნელობა აქვს, წარსული წასულია...
-ჩემთვის აქვს მნიშვნელობა...
-რატომ?
-იმიტომ, რომ წარსული შენი ფესვია, შენი არსების ნაწილი, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე...

-რა, მომავალი არსებობს?

-რა თქმა უნდა, მაშ რაღაა ხვალინდელი დღე...
-წარსული, აწმყო და მომავალი ერთი მთელია.....
-არა, ერთის ერთის სხვადასხვა ნაწილი...
-და მაინც ხომ ერთია დრო, რომელიც სივრცესთან ერთად ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობდა, არსებობს და იარსებებს...
-დრო ღმერთია...
-არა, სიყვარულია ღმერთი...
-სიყვარული დროისა და სივრცის სამკაულია...
-სამკაული? მხოლოდ?
-მამოძრავებელი ძალა...
-მოძრაობა ხომ წინააღმდეგობათა მუდმივი თანხვედრაა....
-ჰო, ასეა, მაგრამ წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილში სიყვარული სულის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა....
-არა, სიყვარული არ შეიძლება საშუალება იყოს, ის თავისთავადია, დამოუკიდებელი, ყველასი და ყველაფრის მბრძანებელი., სრულყოფილი, კეთილშობილი...
-ესე იგი თითქმის ღმერთი...
-შეიძლება...
-რატომ შეიძლება?
-იმიტომ, რომ არავინ იცის ღმერთის ცნება...
-ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ... ვიდრე ქადაგებენ, ვიდრე წერენ, ვიდრე გვიგრძვნია...
-ამას საიდან ასკვნი?
-იქიდან, რომ ღმერთის ცნების განსაზღვრას ადამიანის უდაბალორგანიზებულესი ტვინი ვერ შესწვდება... როგორ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაც არ იცი?
-მაშ ვინ არის იესო, რომელიც ადამიანთა მოდგმას მხსნელად მოევლინა, მათი ცოდვები იტვირთა და სისხლით გამოისყიდა...
-ღმერთი-სიყვარული, ღმერთი-ნუგეში, ღმერთი-სიტყვა, ღმერთი-სათნოება, ღმერთი-სულგრძელობა, ღმერთი-ნათელი, ღმერთი-სიკეთე, ღმერთი-ჭეშმარიტება... და ალბათ კიდევ ბევრი ის, რაც ჩვენი ცნობიერებისათვის მიუწვდომელია...
-რატომ ასე შორს მისგან, ღმერთმა ხომ თავის სახედ და ხატად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება უბოძა...
-რა თქმა უნდა, მაგრამ პირველმა ადამიანებმა შეცოდეს, მერე მათმა შთამომავლებმაც...და ასე...ცოდვამ იბევრა...ადამიანი განშორდა თავის შემქმნელს, პირველსაწყისს...თავისუფალი ნებაც უნებურად ჩაერთო ამ პროცესში...
-ვერ დავბრუნდებით?
-ცხოვრება გვაიძულებს მის დინებას მივყვეთ....დრო არ ჩერდება...,,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”...პირველსაწყისთან დაბრუნების სურვილი ჩვენ-ჩვენი თავისუფალი ნების არჩევანია...
-მაგრამ გააჩნია, როგორ მიყვები ცხოვრების დინებას, უღმერთოდ თუ...თუ ესეც ნებაა თავისუფალი...
-რა თქმა უნდა...
-ახლა მე შენთან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების წყალობით ვარ, თუ...
-შენ როგორ ფიქრობ?
-დრო მიჩვენებს...
-დრომ კი არა, გულმა უნდა გიკარნახოს...
-გული შენთან ყოფნას მთხოვს...
-და ეს გგონია სიყვარულია?
-მაშ, რაა?
-ინტიმი...
-ნუთუ მართლა...
-ეს შენს თავს შეეკითხე!
-შენთან საკუთარ თავს ვკარგავ...
-და ვერ პოულობ?
-ძებნაც არც მიცდია...
რატომ, საკუთარ თავს არ უფრთხილდები?
-არა, როცა შენთან ვარ...
-როცა ჩემთან არა ხარ?
-მაშინაც შენთან ვარ...
-და მოგწონს ეს?
-ძალიან...
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც არასდროს ...
რა, წარსულშიც გქონდა რამე მსგავსი?
-დ უ მ ი ლ ი
-სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი...
-აი, უკვე ერთნაირად ვფიქრობთ!!!
-ესეიგი, გამოგვივიდა...
-მაშ, რა საჭირო იყო ამდენი დიალოგი...
-დიალოგმა გადაგვარჩინა...
Category: პროზა | Views: 711 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2012 | Comments (0)

ხელის გულზე დაგიყრი ღიმილებს...
ტუჩის კუთხეში დაგიტოვებ კოცნებს....
შევაჩერებ დროს....რათა უკვდავყო შენი სახება....
წავშლი ზღვარს რეალობასა და უტოპიას შორის...
თავს დაგადებ გულზე და ფიქრის ძაფს გავწყვეტ...
შენს გულისცემას ჩემად გავითავისებ....
ჩემი დუმილი, ყველა სიტყვაზე უფრო თბილი....ჩურჩულად დაიღვრება....
გაწითლებული მთვარე სადღაც მიიმალება.....
რა საჭიროა მთვარის შუქი, როდესაც შენი მზერა სულში მწვდება და ყოველგვარ წყვდიადს ანათებს.....
სადღაც კუთხეში, ჩვენს მიღმა...სამყარო დარჩება...
ჩემი სამყარო კი შენს თვალებში იფეთქებს ......
ისევ მოსწყდება ბაგეებს ღიმილი....
ჩემში სითბოდ ჩაიღვრები...ჩემში იმედი იქნები....
ჩემში მე იქნები! ! !
Category: პროზა | Views: 1023 | Added by: shockunia | Date: 18/Jul/2008 | Comments (0)

ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვებოდა ცრ ... Read more »
Category: პროზა | Views: 926 | Added by: shockunia | Date: 20/Jul/2007 | Comments (0)

თვალებში უნდა ჩაგეხატო, დამაცადე, ნუ ახამხამებ....
ახალგაღვიძებული, თვალს რომ გაახელ მე დამინახავ... დახუჭავ და იქაც მე ვიქნები...ცხადიც ვიქნები და სიზმარიც შენი....
ბრმა მინდა იყო ჩემით და......არა, ყრუ არა...
-რას აღარ მოიფიქრებო და......რა მოფიქრება უნდოდა, სულ ამაზე არ ვოცნებობდი?

დეკის კაბის ბოლოს გამოგიწვდიდი და შენ ხელს ჩაავლებდი, სადაც წავიდოდი გამომყვებოდი....გატარებდი ასე აღმა-დაღმა...ნება-ნება....
ნეტა სად გატარებდი?
ქალაქში? არ მიყვარს მტვერში ხეტიალი...
ალბათ სოფელში, სოფლის ქალები კარგად იწყევებიან...ჰოდა ქოქოლას მომაყრიდნენ, რომ ჩავუვლიდით ორღობეში ჭორაობით გულწასულებს:
-ვისი ხარ გოგო? ან ეს საწყალი ბიჭი საით მიგყავსო?
-სადაც გამიხარდება, ნება-ნება დავატარებ ...და კიდევ , ამაყად ვუპასუხებდი, მე რომ დაგაბრმავე....
მერე.....-უი, ეს რა გიქნია , შენი ქალობა კი დაიწვასო....
დაიწვას ჰაა... მაგრამ რომ ვერ დაგაბრმავე?
თვალებში უნა ჩაგეხატო.....დამაცადე, ნუ ახა ... Read more »

Category: პროზა | Views: 873 | Added by: shockunia | Date: 19/Jun/2007 | Comments (0)

სიყვარული ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მოდის…
როცა ეს გრძნობა იბადება გულში მთელს შენს ცხოვრებას, ფიქრებს, აზრებს, იპყრობს….
მთელი შენი ცხოვრება საყვარელ ადამიანს უკავშირდება…
მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს აღარ გაძლევს…
ნამდვილი სიყვარული მარადიულია…
ის არასდროს უკვალოდ არ ქრება და დიდი ტკივლისაც ტოვებს სულში……..
დიდი დრო და სიმძლავრეა საჭირო იმისთვის, რომ სიყვარულით გამოწვეული სიგიჟის მძაფრი განცდებისა და ეიფორიებისაგან განთავისუფლდე……..
ამას იმდენად დიდი დრო სჭირდება, რომ ჩვენი ცხოვრების მანძილზე აღარ გვრჩება დრო იმისთვის, რომ ხელახლა შეგვიყვარდეს……….
Category: პროზა | Views: 1382 | Added by: shockunia | Date: 18/Jun/2007 | Comments (0)

ტირი?
_ჰო, ვტირი...
_მერედა რატომ?_ეს მკითხა ქარმა დარჩენილს მარტოდ.
_გიყვარს?
_ჰო, მიყვარს...
_რამ შეგაყვარა_ დამძახის ქარი, მე უფრო მეტად მომაწვა დარდი... ქარი კი
ქროდა დღისით და ღამით, და მეკითხება:
_რად გიყვარს მაინც? თუ მიგატოვა და გიღალატა ის სიყვარულის რაღა ღირსია?
_დამნაშავეა, მაგრამ რა ვუყო, რომ ჩემი გული მხოლოდ მისია...
_პატარა ქალო ნუ გადამრიე აღარ უყვარხარ ის ხომ სხვისია.
_გაჩუმდი ქარო, ნუ ვეყვარები, არ დავუჩოქებ ნება მისია. მაგრამ სიყვარულს
და წმინდა გრძნობებს არავის ვაძლევ სესხად, ნისიად...
უკვე დაბნელდა და სიჩუმეში, ისე გაისმა ქარის ზუზუნი, მტვრის კორიანტელს
ცაში ახვევდა, მოჰქონდა ჩემთან ხეთა ჩურჩული:
_მარტო ის გიყვარს?_ მკითხა ჭადარმა._მარტო იმისთვის ტირიხარ ასე?
ვუწყრებით იმას, ვიმც ამისთანა ძლიერ სიყვარულს დაასამარებს. ვინც შენისთანა
გულის მეუფეს გართობის ფიქრთან გაათანაბრებს.
და ამის შემდეგ ძალიან ხშირად ქარს მოყვ&# ... Read more »
Category: პროზა | Views: 838 | Added by: shockunia | Date: 09/Jun/2007 | Comments (2)

ქორწილს რომ უხდება ისეთი დღე იქნება ვიცი...
შენს მხრებს მოუხდება თეთრი ჩოხა ვიცი...
ქალწულს რომ უხდება მეც ისე დავიწყებ სიცილს...
აღარ დაგვჭირდება მზისფერ სიყვარულზე ფიცი...
შეღობილ ეზოში მამალი დაიწყებს ყივილს...
მე გაგითეთრდები... თვალები დამიწყებს ტკივილს...
ძლივსღა მოვაჩოჩებ დაღალულ მუხლებთან აკვანს...
იქ საბუდარში კი ქათამი დაიწყებს კაკანს...
სახეს დამიჭმუჭნის ჩითის ხალათივით ჟამი...
გული დამეღლება... გაღმა გასვლის ჯერიც მოვა...
ღმერთო, დამიბრუნე!
ღმერთო დამიბრუნე წამით!...
თეთრი ქორწილი და თეთრი იმედების თოვა.....
Category: პროზა | Views: 858 | Added by: shockunia | Date: 09/Jun/2007 | Comments (0)

მე შენი სულის ღარტაფებში ჩავიკარგები,
შენი ფიქრების ნაკვალევზე გავიკლაკნები,
გადაგექცევი ძველ ტკივილთა მიჩუმათებად,
რომ ჩემეული სევდით მთვრალმა გასვა შარბათი
თუ შემიყვარდი...
დაგაცხრები მე ალქაჯი ველურ ზმანებად,
შენით ხელქმნილი აღტყინებით ცეცხლის მირაჟად.
ვერ გაექცევი მაგნიტურ გზებს ჩემსკენ მომავალს
თავს დაგატყდები წვიმით მთვრალი გზნების გრიგალად,
თუ შემიყვარდი..
ორბივით დაგიღადრი სხეულს მშვენიერს,
მარჟნისფერ სითხეს და შენს სურნელს შევსვამ ბოლომდე,
თუ შემიყვარდი მივითვისებ ამაყ გრძნობებს, ფიქრებს ნებიერს
და სამახსოვროდ თმების ბღუჟას დავწვავ კოცონზე,
წავალ ღამეში ალქაჟების შეკრებაზე, ვიცეკვებ ფერხულს,
დილით, შენი სისხლით დასვრილს მოვიბან ტუჩებს.
უცნობი გზირი თან წაიღებს შენს უძრავ სხეულს,
და მე ალქაჟი ხმას შევუწყობ ყმუილში ტურებს..
და მეყვარები
როგორც უყვარდათ მდინარეთა გიჯმაჯ ასულებს,
ა+ ... Read more »
Category: პროზა | Views: 942 | Added by: shockunia | Date: 09/Jun/2007 | Comments (0)

...თვალებში არ მიყუროთ, როცა ვტირი... ვიღაც გულწრფელობას დაინახავს, ვიღაც ტკივილს...

თვალებს დავხრი, წამწამები შეეწებება ერთმანეთს, თაფლისფერი თვალები ცრემლისფერად გადამექცევა...

ვივლი ასე...
ვიღაც დამცინებს - ნახეთ, უსუსურს ცრემლისფერი თვალები აქვსო...
მეც ვიამაყებ ჩემი უსუსურობით...
ლოდინს გავაგრძელებ. დრო გავა დროის გარეშე...

მერე შემოდგომაც მოვა, ფოთლები ცრემლებით დაიხუნძლება და მოტყდება ტოტებს... მეეზოვე გრძელი ცოცხით ნაგვის ურნაში გადამიძახებს... არც შემომხედავს...

ნაგვის ურნიდან ძაღლი ამომათრევს ბასრი კბილებით, შემომხედავს... შემომხედავს და თათებით მომეფერება...

უგზო-უკვლოდ გადამატარებს ქარის ფრთები...
მაინც აქ ავირჩევ ყოფნას... ისევ აქ, ჩემს მარტოობაში დავიდებ ბინას...

თქვენც გაგახსენდებათ ჩემი ცრემლისფერი თვალები... ძირს დახრილი... ამაყი უსუსურობით.......

Category: პროზა | Views: 831 | Added by: shockunia | Date: 09/Jun/2007 | Comments (0)

მინდა შენს ხელზე ვცხოვრობდე......
- ........................
-არა, ხელზე კი არა, ხელის გულზე...
- ..........................
-მარჯვენა თუ მარცხენა?
- ..........................
-მარცხენა ხელის გულზე მინდა, გულთან ახლოს ....
-...........................
-შენი სიცოცხლის ხაზის მგზავრი მინდა ვიყო....დილიდან დავიწყო და ავუყვე და ჩავუყვე ხაზს დაღამებამდე....შენს ხელის გულზე ვიხეტიალო....
-...........................
-საით წამიყვანს?
-დასასრულამდე.....
-რის დასასრულამდე?
-ცხოვრების...
-მერე რა იქნება?
-მერე ვიქნებით მე და შენ...
-სად ვიქნებით?
-ერთად....სიცოცხლის ხაზის ბოლოს ...შორს...შორს.....
-მერე ?
-მერე ვეღარ იხეტიალებ ჩემს ხელის გულზე....
-რატომ?
-ხელს ხელზე მოგკიდებ და ასე იქნება დაუსრულებლად....ოღონდ აქ არა....სადღაც შორს......
-შორს?.............
-......................


/ნინი ქადაგიძე/
Category: პროზა | Views: 801 | Added by: shockunia | Date: 09/Jun/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz