საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  April 2007  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 19/Apr/2024, 12:57 PM
Home » 2007 » April » 27
მეკოცნა მაინც წასვლისას
როგორ უკოცნოდ გაგიშვი...
ამ უშნო ბუტიაობას
ვერც ვეჩვევი და
არც მიშლი...
მეკოცნა ნეტა წასვლისას
ეხლა ცრემლებში ვბანაობ,
და სისხლი არ გამომივა
გულში, რომ დამკრა დანაო...
როგორ გაგიშვი სულელმა
ან როგორღა ვძლებ უშენოდ,
ვზივარ და ვფიქრობ ყოველ დღე
ამ საქმეს რითი ვუშველო??
ჩამოდი, ჩემთან ჩამოდი
არ შემიძლია მოცდაო...
ცალკე უშენოდ ყოფნა მკლავს
თან გაბუტული კოცნაო!

/ბიაკო/

Views: 689 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

იწყება ახალი კარნავალი,
ძველი ზღაპრები ქრება,
დღეს ჩემი ბავშვობის დედოფალი;
სხვისი დედოფალი ხდება,
ნუთუ ოცნებების სასაკლაოდ
გაჩნდნენ ლაჯვარდი იები,
ნუთუ ნაპირს შერჩა ჩემი ფლოტი,
ზღვაში გაფანტული გზებით,
ნუთუ ამდენი ხნის დონ კიხოტი
უცებ სანჩო პანსა ვხდები,
მაგრამ ნუ იდარდებთ ლამაზებო,
წმინდა შემოქმედის ნებით,
თუმცა სხვის ცოლებად იარსებებთ,
ჩემში დედოფლები რჩებით!
Views: 807 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

ქალო სირცხვილია შინ შედი,
ნიავი გეხება და გლოკავს...
ქალო ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი,
ქუჩაში ვიღაცას მოკლავს...
ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს,
ვნება მორეული გსინჯავს,
ქალო სირცხვილია ყელს როგორ იღერებ,
მაგ სავსე გულ-მკერდში ჭინკა!
როგორ სვამს ეშმაკი ურჩი და უკუდო,
ქალო სირცხვილია! დახარე ქუთუთო!
შიშველი თვალები გიჩანს!
Views: 1675 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

მარეკები შლიდნენ ბანაკს
ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა,
ვიწექ, რომელიღაც ბალახს
უცბად -
ქალის სუნი ჰქონდა.
თითქოს ურო დამკრეს თავში,
თითქოს პაპაჩემი ცხონდა -
ათას სურნელოვან შვავში
ბალახს -
ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ჰქონდა არა დალის,
ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, -
სუნი - საზოგადოდ ქალის,
სუნი -
საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი
სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო
სანამ ვიცნო ეს სურნელი,
სანამ
ეგ სურნელი ვიგრძნო!

/მურმან ლებანიძე/

Views: 1073 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (2)

არ მიყვარხარ!
მაპატიე,
შემეშალა!
არ მიყვარხარ ჩემი გრძნობა შემეშალა
მაპატიე რომ ეს გრძნობა უცებ გაქრა
მაპატიე, მაპატიე
არ მიყვარხარ!
თოვლის ფანტელს ჩამოვარდნილს შევედრები
და ამ სულის გადარჩენას ვევედრები,
როგორც დნება გაზაფხულის ნაზი თოვა
ისე დნება მოვარდნილი უცებ გრძნობა!
მაპატიე უგულობა, მაპატიე,
ეს დღეები გამოცდაა ჩემი გრძნობის
როცა გხედავ მგონია რომ მარტო შენ ხარ
როცა არ ხარ უამრავი აზრი მოდის!
მაპატიე ეს სიტყვებიც მაპატიე
იქნებ ვცდები და მიყვარხარ, იქნებ ვცდები!
მაპატიე თუ ოდესმე დაგივიწყო,
მაპატიე თუ გაიყო ჩვენი გზები!
Views: 1162 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (1)

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს-ქარს
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავათ ჰგავხარ ზღვას...

^ ^ ^ პასუხი კონსტანტინე ბატონს ^ ^ ^

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ.
ო. რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე, შენი მუქარა
გაჰყვა შარშანდელ ქარს.
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვისლ ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ.
მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა, თქვას!!!

Views: 6155 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (7)

გამომიქროლე როგორც ალალი
და გადამაგდე მართალი გზიდან
ქალო ქალი ხარ თუ ქარიშხალი
გულმა აქამდე ან როგორ გზიდა.

დატოვე გულში შენი ხანჯალი
რომ დავიცალო მე ამ ბრაზიდან
ხარ ანგელოსი მოსული ციდან
ზეცას გაგატან სულს კარმენსიტა.

დღეს ცის მარადი ყოველი წამი
მე შენი ტანის ცეცხლის ალი მწვავს
მომკალ ბარემღა, რისთვის მიზოგავ
დასწვი რაც დაგრჩა და არ დაგიწვავს.

ვერ დაბრუნდება ხომ აწი წაღმა
ბედი რაც უნდა ბევრი ვიწვალო,
მე ხომ უშენოდ თავს არ ვიცოცხლებ
შენ სიყვარულით მკვდარი ვარ ქალო.

სტირიან სულში ათასი ხმებით
გადამტვრეული სალამურები
სულში ვაშლის ხე ვიღაცამ დარგო
სიყვარულისთვის ნუ მემდურები.

ვერ დავემალე მე შენს სიყვარულს
ვერა საშველით, ვეაფერ გზითა
შენი ხანჯალით გჰავიფატრავ გულს,
ზეცას გაგატან სულს კარმენსიტა.

Views: 750 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,-
ოცნებით გისწრებ!...
შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი,
მე- ლუჯი სივრცეც!...
შენ დღეის ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის ,
მე- ხვალის ექოც!...
ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში
გულს როდი ეყო...
როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები...
თან ცისკენ გიწვევ...
ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები,
გიყვარდეს სივრცე!!!
Views: 810 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

"-თვალებს რატომ ხრი?
ალბათ გრცხვენია!
ნუ გეშინია,
მე არ გიწყრები...
სხვა შეგიყვარდა?
-რა ვქნა ასეა...
-მე კი მიყვარხარ
თავდავიწყებით!..
სამაგიეროს ვერ გადაგიხდი,
მე ვერ ვივარგებ ბოროტებისთვის,
ოჰ, როგორ შეგიძულებდი
რომ არ მიყვარდე თავდავიწყებით!!!
Views: 752 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

ქალი იმისია ხელზე აგოგმანო!...
ლექსით გააბრუო...
ქარით მოიტაცო....
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო!...
მხრებზე შეისვა და
მთვარეს მოაფარო....
არ გამოგყვება?
კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა და
მაინც შეაყვარო!!!!!!
Views: 902 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

ეს ორი დღეა მზის მოლოდინში
მთებს შეეპარათ ფერები ქარვის,
სახლის კიბეზე სულ უბოდიშოდ
ბოშა ქალივით ჩამოჯდა ქარი...

ყვითელ ფითლებში ურევდა ხელებს
უძილარი და გზებზე ნათრევი,
და შემოდგომის ავდრიან დღეებს
მარჩიელობდა ფოთლის კარტებით...

Views: 784 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

_ეგ ნატვრა ძველია?
_ახალია
_ძველი რაღა იქნა?
_გაჰყვა ნიავს.
_ბუჩქები ენძელებს დაჰხარიან..
_თვალში უპეები დამღარია...
_ნუთუ დაგივიწყეს?
_რა ხანია......
Views: 1000 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

ვიცი, რომ აღარ გემახსოვრება,
მეც აღარ მახსოვს შენი სხეული,
შენ დაგრჩეს წიგნი- ჩემი ცხოვრება,
სამი დღე როა ამოხეული.

შენ დაგრჩეს ჩემი თეთრი სამოსი
და მზის ამოსვლაც ჩემი შენ დაგრჩეს,
შენ დაგრჩეს ჩემი ათას სამასი
სიტყვა, რომელიც არის „მე და შენ„

ვიცოდი არც მე, არც შენ და არც მან,
სად მივიდოდა გზა გასაკვირი.
შენ იცი მართლა მინდოდა ჯვარცმა,
ოღონდ მარცხნივ და ავაზაკივით!

Views: 758 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

ცამ გაიშალა თმები დაწნული.....
სხივებით სველი თმა შეიმშრალა.
ზღვაში შევიდა თეთრი ქალწული...
....... ზღვა შეიშალა....
Views: 738 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც თვითონ არ ჰყვარებია!...
ასეთი ვინმე ბრმა სარკეა!
რაც არ უნდა ლამაზი იყო, არ გამოჩნდები...

ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც ბევრჯერ ჰყვარებია!...
ასეთი ვინმე ცხრაკარიანი სახლივითაა...
ყველა შედის და გამოდის...
რაც მოხვდებათ გააქვთ-გამოაქვთ...
შენს სიყვარულსაც გააყოლებენ, ისე, შემთხვევით...

ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც უყვარს!...
თუ შენ უფრო ბედნიერი ხარ არ დაგიჯერებს...
და თუ ის უპრო ბედნიერია, ვერ მოგისმენს...

ნუ მოუყვები სიყვარულზე ვინც არ იცის სიყვარული!...
მოეწონება და წაგართმევს...
და ვინც იცის ნურც იმას ნუ მოუყვები!!!...

მხოლოდ პირველი თოვლის ფიფქი როცა შეგხვდება,
ან პირველი ყვავილის ფიფქი,
უთხარი ვისთან მივიდეს და
ფიფქი არსად დაეცემა, სანამ არ მივა და არ ეტყვის...

გაზაფხულობით არ დაგინახავს რა კორიანტელია?
ფიფქები როგორ გარბი-გამორბიან?...
გჯეროდეს მათი!!! იმედი გქონდეს!!!
სხვას ნუ ენდობი!!!

ნუ მოუყვები სიყვარულ ... Read more »

Views: 677 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

შენ რომ სახელი არა გქონოდა...
ჩემს მონატრებას დაგარქმევდი....
შენ იქნებოდი დიდოსტატი,
ჩემს ცისფერ კოშკებს ააგებდი....
ოცნება შემომრჩა ერთი ციცქნა..
მიზანი უცვლელი სანატრელი...
და როგორც ჩუმად შემომეჭერ..
ასევე ჩუმად მეყვარები....

შენ რომ სახელი არა გქონოდა...
ჩემს ფოთოლცვენას დაგარქმევდი...

Views: 699 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

შენ თუ
სხვის თვალებში დაინახე
მწარე ნაღველი და მწუხარება,
რწმენით გაუნათე
სათნო სახე
იმედდაკარგულსა და უკარებას.
შენ თუ
დაინანებ უპატრონოდ
სამდე მიტოვებულ
ეზო-ყურეს,
თუ ძაღლს ხმას არ გასცემ
უბატონოდ,
ხელში მშიერი რომ
შემოგყურებს.
და თუ
ტკივილებმა გაგახელოს,
შეძლე უბოროტო გაცინება,
შენს მტერს,
წამოჩოქილს სანახევროდ,
შენ ნუ გაუბედავ
დამცირებას,
რაგინდ ფეხქვეშ იგრძნო
დიდი რწევა,
მაინც არ დაკარგო
მიწის რწმენა,
მოყვასს გაუნათე
გზა და ფონი,
სიტყვა ტკვილების
მოსაფონი.
შენ არ გაიხადო
სასაცილოდ
სხვისი ჭირ-ვარამი,
გაჭირვება,
თუ გსურს, მწუხარება
ამაცილო,
შევძლო
სიხარულით ატირება!
Views: 652 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

დამიძახე და ნაგვიანევი შემოდგომის სევდად მოვალ,
მკვდარი ფოთოლი იქნება, ჩვენი გრძნობის ჭირისუფალი,
და გარდაცვლილი სიყვარულის მძორს დაიტირებს
ეს შემოდგომა, უტეხიც და თავისუფალიც.......
ყვითელი ელდა ფოთოლცვენის დაგვადგამს გვირგვინს
შენ –– სადღაც შორს მყოფს,
მე კი –– ცოცხლად ფიქრების მთოველს,
ზეცას ღვთის რისხვად ცრემლი ღაწვზე დაუგორდება
ნეტა, მის მპოვნელს!!!!
პირბაცი დილა.... კვლავ შემიკრავს ველურ თაიგულს
ნარინჯისფერი მკვდარ ფოთოლთა უღმერთო თოვა
სულს დამიბერებს......
აღელვებულს მაინც მომისწარ,
ყვითელ თოვაში დამიძახე,
უთუოდ მოვალ!!!!!!!
Views: 753 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

მინდა ვიყოთ ერთად
სოფელში და წვიმდეს,
შემოჩვეულ სევდას
წვიმის ცვარი შლიდეს...
იფარავდეს შინდი
შეციებულ ჩიტებს..
მე შენი და შენ კი ჩემი
დიდი სიყვარული გჭირდეს...

არა ვგავდეთ დიდებს...
მიკითხავდე ლექსებს
გიკოცნიდე ლამაზ
საფარებელ თითებს
მთელი ღამე ხშირი,
ჩუმი წვიმიმით წვიმდეს...
შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!

Views: 1484 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

გოგოვ...
ისეთი გაქვს რხევა...
სამოსის მსურს შემოხევა...
ტუჩები გაქვს ისე სავსე
მწიფე მტევანს მივამსგავსე...
ისეთი გაქვს მზერა ჩვილი
ალბათ ჩემგან გინდა შვილი...
ნეტავ რად არ შემხვდი დღემდე
მხოლოდ ერთი ღამე მენდე...
გოგოვ...
ისეთი გაქვს რხევა
სამოსის მსურს
შე
მო
ხე
ვა.....
Views: 745 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

უკვე მერამდენედ სურვილით დამკორტნეს
მაგ ისრიმისფერი თვალების ისრებმა.
შენ რომ მაგნაირი თვალები არ გქონდეს,
ჩემთვის იქნებოდა ნამდვილი მისწრება.
შენ რომ აშოლტილი ტან-ფეხი არ გქონდეს,
ვეღარ შეგამჩნევდი მე ქუჩის ბოლოდან.
თმებით ოქროსფერი მზე რომ არ დაგქონდეს,
აღარ იქნებოდი ოცნების გოგონა.
მე რომ მაგ თვალების ეშხით არ ვიწვოდე,
რა მშვიდი იქნებოდა ჩემი სიცოცხლე,
რა დავიდარაბად, რა ჭირად გიპოვე,
ნეტავ არ მენახე, ნეტავ არ გიცნობდე.
ახლა კი რაღა ვქნა, ცოლს ხომ ვერ დავტოვებ,
არადა გადამღრღნეს წყეულმა ფიქრებმა,
უკვე მერამდენედ სურვილით დამკორტნეს
მაგ ისრიმისფერი თვალების ისრებმა.

/კახა მდივანი/

Views: 1006 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz