zgvisferi gaqvs tvalebi - 27 April 2007 - პოეზია - შოკუნია

Login form

Calendar
«  April 2007  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Sunday, 04/Dec/2016, 0:06 AM
Home » 2007 » April » 27 » zgvisferi gaqvs tvalebi
zgvisferi gaqvs tvalebi
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს-ქარს
და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...

ზღვისფერი გაქვს თვალები და თავათ ჰგავხარ ზღვას...

^ ^ ^ პასუხი კონსტანტინე ბატონს ^ ^ ^

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები,
ისევ შორიდან მკლავ.
ო. რა ტყუილად დაგიქადნია,
მე მოგიკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე, შენი მუქარა
გაჰყვა შარშანდელ ქარს.
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვისლ ვასხამ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ.
მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები,
ვისაც რა უნდა, თქვას!!!

Views: 4678 | Added by: shockunia | Rating: 4.5 |
Total comments: 7
7  
"pasuxis pasuxi" vipovne, magram ar momecona... wacko

aq davdeb -

”პასუხის პასუხი”

ზღვისფერი გაქვს თვალები და აღარ ჰგავხარ ზღვას,
ღალატიან მოგონებას ნუ მიღვიძებ, გთხოვ.
შენ ხომ ჩემი აღარა ხარ, შენ მისთხოვდი სხვას.
სხვისთვის მზეობ, სხვისთვის ნათობ, ჩემთვის - მხოლოდ თოვ.
გავაგრძელებ მიტოვებულ თესვასა და ხვნას.
ზღვისფერი გაქვს თვალები და ზღვისფერ ტკივილს ჰგავხარ!
სიამოვნებით მოვკლავდი შენს ნაფერებ ქმარს,
მაგრამ, რა ვქნა, მოღალატევ, ჩემი აღარა ხარ!
ზღვისფერი გაქვს თვალები და აღარ ჰგავხარ ზღვას.

6  
ar vici mesame...

5  
vgijdebi :X mesamecaa da is rato ar weria? roca leqsis pasuxis pasuxi gamoqveynda..

4  
es raaris? reebs cers es xalxi gadaireva kaci. am leqsshi mteli cxovrebaa da ese XXI saukunis gogos pasuxi ra matrakvecobaa.

3  
Yochag, zalian magari pasuxia c( :

2  
(SenwinaSe qedmoxrili smaili)

1  
zalian magaria

Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 518

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz