საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  April 2007  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 19/Apr/2024, 5:49 PM
Home » 2007 » April » 30
რომ მოხვიდოდე-
აივსება მთელი სამყარო მწველი სინათლით,
სილამაზით და ლაჟვარდებით...
აფეთქდებიან სულში თეთრი იასამნები
და უფრო მეტად
უფრო ძლიერ შემიყვარდები!!!
ქარი დაბერავს,
გაზაფხულის ქარი თავნება,
და სიყვარულზე იმღერებენ უცხო ლანდები...
ოღონდ კი გნახო,
სწორედ ახლა,
ახლა, ამ წუთას...
და ცრემლებამდე,
ტკივილამდე შეგიყვარებდი!!!

გადაიარეს მოლოდინის მწველმა წუთებმა,
ჩამოიქუფრა ძველი ტაძრის თეთრი კალთები...
არსად არ ჩანხარ...
ნურც იდარდებ, ჩემო ძვირფასო,
ამაზე მეტად
მაინც ვეღარ შეგიყვარებდი...
Views: 669 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

როცა დარჩენა უმეგობროდ გულს შეგიღონებს,
მე მომიგონე!...
მე მომიგონე!...

თვით ჰაერიც კი აათრთოლებს ამ სიტყვებს წმინდას...
გიყვარდე მინდა!...
გიყვარდე მინდა!...

დრო გიპასუხებს, რომ ამ ქვეყნად ხარ ერთადერთი
ვინც მყავდა გვერდით...
ვინც მყავდა გვერდით...

აჰ, ეს სიმღერა ციურ ხმათა ჟღერს მხოლოდ შენთვის...
და კიდევ ჩემთვის...
და კიდევ ჩემთვის...

Views: 804 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

თურმე ხანდახან კუპიდონსაც ძილი უნდება,
მიწვა და თავის ჩირაღდანი იქვე მიაგდო...
ცეცხლი მოსტაცეს ფერიათა თეთრმა გუნდებმა
და არვინ უთხრა-ჩირაღდანი ნიმფებს მიაქვთო...

რომ კაცთა მოდგმას დაავიწყდეს ძველი განცდანი,
რომ ადამიანს ტრფობამ სული ვერ დაუბინდოს,
რომ არ ეწამონ ძენი კაცთანი,
ნიმფამ მოსტაცა სიყვარულის ცეცხლი კუპიდონს...

აგერ გამოჩნდა ცივი წყარო ნიმფას წინარე
და მანაც წყალში გადააგდო ალი წყეული...
ჩამქრალ ჩირაღდნით უცებ გათბა თვითონ მდინარე
ავადმყოფთათვის სამკურნალო წყლებად ქცეული...

მეც სააქიმოდ მოველ მაგრამ
უკვე ვიცი მე:
ტრფობა რომ ათბობს,
იმ წყლით ტრფობას ვერ გავიცივებ!...

Views: 754 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო
და ცალი ხელით ვარდი მიჰქონდა,
ისეთი იყო.. აგიხსნათ როგორ?
მოგონებაა მასთან ჯოკონდა...
გაქვავებული ბიჭები იდგნენ,
და ქანდაკებას ჰგავდნენ ყველანი,
ვერ პოულობდა სიტყვას ვერცერთი,
ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ.
და როდის, როდის ერთმა მათგანმა
იმ გაქვავებულ ბიჭებთა შორის
ძლივს ამოღერღა ყველას სათქმელი:
"ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი....."
Views: 1082 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

დამჭკნარ თაიგულს ცვილისფერი თითებით მაწვდი,
თუმც ძლიერ ცდილობ, უკვე ლექსით ვეღარ მაოცებ...
სევდას რა ვუყო, თორემ იებს - მაგ დამჭკნარ იებს
ახლავე ჩემი მლაშე ცრემლით გამოვაცოცხლებ.
Views: 741 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ვარ მათხოვარი ხელგამოწვდილი
მეფე ვარ ლირი,
გვირგვინს და შიმშილს ერთდროულად
დაღლილი ვტირი,
ვარ კალიგულა,ბალთაგარი
ნერონი თავად,
მაინტერესებს ყველაფერი,
რადგან ვარ ევა
და არ მადარდებს თუ ედემში
ვერავინ შევა.
ვარ თავად ლამა უცნაური,
ცოცხალი ღმერთი,
და ჩემს სამყაროს მე განვაგებ
მე ერთადერთი,
ვარ ანგელოზი, ხან ეშმაკი
მაცდური თავად,
და ჩემს უმსგავსო მოქმედებას
სულ ვუწრ ფრიადს!
მაგრამ არავარ ეჭვებისგან
მოკლული მავრი
და სიყვარულის არ დამყვება
ნიადაგ ჯავრი.
ვერ შევიცოდე კალიგულა ,
ნერონი,ლირი....
დეზდემონასთან ერთად ისევ
სიყვარულს ვტირი,
მათხოვარივით გამიწვდია
ორივე ხელი,
და ეჭვებისგან გაგიჟებულ ოტელოს ვტირი!....
Views: 865 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

რა დიდებული სიტყვა არსებობს
ეს დალოცვილი „ხვალე“.
- დღეს გვიანაა, ხვალე, ბავშვებო,
ხვალეც მალეა, მალე!
ხვალიდან ვდგები დილა ადრიან,
ვარჯიშს დავიწყებ ხვალიდან.
ხვალიდან აღარ მოვწევ, ნაღდია,
წვეთსაც არ დავლევ ხვალიდან.
ხვალ გადავიხდი გადასახადებს,
ხვალ გავისტუმრებ ვალებს,
წერილს ხვალ დავწერ, აღარ გადავდებ,
ხვალვე გავგზავნი ბარემ.
- ხვალ ბილეთები გეშოვა იქნებ,
ხვალ ანონსია „ღალატის“!
- ხვალ ფეხბურთია!.. ხვალ ნაღდად ვიგებთ,
ბიჭო, რა გაძლებს ხვალამდის!
იმ წიგნს უთუოდ ხვალ წავიკითხავ,
ხვალ დილიდანვე ვთარგმნი!
ხვალე ვისესხებ...
ხვალე გიყიდი...
კარგი... დაწყნარდი, კარგი!
ახლა თუ არა ხვალ გამიგებენ,
ეს დღეც დადგება მალე,
სახელოვანი ხვალ შევიქმნები,
ხვალე,
ხვალე და
ხვალე!
შენც, ჩემო თავო, რა გეფიქრება,
რა გამოგილევს ხვალეს,
ეს ხვალე მუდამ შენთან იქნება,
მიდი,
თვალე და
თვალე!
Views: 1033 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ტკივილო ჩემო ქცეულო სიტკბოდ
მე შენგან უკვე ბევრ რამეს ვითხოვ,
ვითხოვ, რომ ვიყო უცეცხლო ალი,
ჭკვიანის და თან სულელი ქალის...
მინდა, რომ ვიქცე შენი სიზმრების
ანდა მიზნების,
თუნდაც ფიქრების თანაზიარად...
გამაჟრიალა ეხლა ამ წამს
გამაჟრიალა....
შენ ხომ მოხვედი უკვე ბრძენი?
მომართვი ძღვენი...
რომელი?
ხელი, კიდევ სუნთქვა, და კიდევ დღენი ...
ფერადი, როგორც ბავშვების მიერ ნახატი ეზო,
და ეხლა მინდა ეს ორი დღე უშენოდ შევძლო,
გადავიტანო,
გადავლახო,
არ დავარღვიო,
არ გამაგიჟო ამაზე მეტად
არ გადამრიო!!!!
ეს მყოფნის მე და თან მგონი ასე
ვართ სავსე
და თან ვივსებით კვლავაც
და რომ შემეძლოს შენს მკერდზე დავდგამ
გავიშლი კარავს
ვიღაცას ვპარავ ამ ყველაფერს,
მხოლოდ ეს მზარავს,
მაგრამ ეს გრძნობა ამ საფიქრელს ერევა
ფარავს,
რა უნდა მექნა მე უშენოდ?
ანდა უხელოდ
ან უენოდ?
უწერილოდ?
ნეტა ვის გავხარ????
რა სულელი ვარ!!!!
თან ჭკვიანი!!!!
რომ გიპოვნე და ... Read more »
Views: 727 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

შენ ნაწამები მისდევდი ბილიკს
და სიმწარისგან კვნესა აღმოგხდა...
ვინმემ რო გკითხოს _ღირს ტანჯვად განა?
_დედობისათვის?! ჰმ! _მერე რა მოხდა?!

ტკივილისაგან ფერდაკარგული
სიმწრის ცრემლები სახეს გილბობდა;
შენი ცხოვრება, ვით ყველა ქალის,
დედობისაკენ წმინდად ილტვოდა...

უფალმა მადლით აგავსო ისევ!
შვილისთვის დედას შვენის ქვითინი...
თვით ღვთისმშობელმა დაგადგა თავზე
შენ, გმირო!.. _დედის წმინდა გვირგვინი.

შენი თვალები სხვაგვარად ბრწყინავს,
მათში მე ახლა სხვა რამეს ვხედავ;
შენი ღიმილით გამხნევებული
ასე მიმართვას თამამად ვბედავ

_ულამაზესი სიცოცხლის მშობო,
შენ... ჩემო ლხინო დაჩემო სევდა
დე გიხაროდეს ჩემო ლამაზო
და მადლით სავსე პატარა დედავ!..

Views: 753 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

გაბეზრებული ლოდინი, ავადმყოფური ღამე,
მიტოვებული ლოგინი, დაკიდებული მთვარე.
ტკივილნარევი ღიმილი, ცრემლით დამბალი თვალი,
აუხდენელი სურვილი, ღამენათევი ქალის!

ვნება ცეცხლივით მწველი, გრძნობა ხმამაღლა თქმული,
სიტყვა სათქმელად ძნელი, ფიქრი მძივებად სხმული.
შიში უმწყემსოდ არა, ვერ მონახული ცოლი,
ქალის ჯიუტი "არა" ვაი "დაგიბრმა თოლი".

უარს ნამსხვერპლი ღამე, სევდით მოცული დღე,
გაღიმებული მთვარე, გაწბილებული "მე",
კვლავ და კვლავ გრძელი ლოდინი,
ცრემლით ნაბანი თვალი,
გაუხედნავი სურვილი, ღამენათევი ქალის...

Views: 741 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ქარი ხომ არ ვარ, საიდუმლო რომ ვერ გამანდო,
მზე ხომ არ ვარ, სიბნელეში რომ ვერ გაგათბო,
ფიქრი ვარ ალბათ ,თუ კი სველი გაგიხდა ღაწვი,
დარდი ვარ ალბათ, თუ კი ღამის ფიქრებში გაწვიმს...

დათოვლილ ქედებს ნაკვალევი შენი აწვალებს,
მივყვები ბგერებს, ზოლებს, ნაძვთა ნაწნავებს

ფიქრი ვარ ალბათ, რაკი ჩემი არ გესმის მღერა,
ჩრდილივარ ალბათ, რომ ვერ შესძელ ჩემთან მოფრენა,
ქარი ვარ ალბათ,საიდუმლო რომ ვერ გამანდე,
ვარდი ვარ ალბათ, მომეფერე და გადამაგდე...

Views: 791 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

როდის მოხვალ?
როდის?
უკვე ღამეც მტკივა,
უშენობა მწვავს და
უშენობა მცივა...
მიმაჩვიე ღიმილს,
დამასევნე ფიქრებს...
ამიხსენი კარგად
გაწყენინე იქნებ?
აღარ ეძებს თვალი
ასე ნაცნობ რჩევას...
გამეცალე როცა,
დაგიგულე ჩემად...
გაყინულა დრო და
გათოშილა წამი,
დაიღალა გესმის?
ბლაბლაბლობით ქალი....
როგორ დავრჩე ასე
სად გეძებო კარგო?
ყველაფერი ასე ,
როგორ უნდა ვკარგო?
ისევ გიცდის სევდა
ვერ ვერევი ფიქრებს,
როგორ მტოვებ ასე?
დამიბრუნდე იქნებ?

"ბიაკო"

Views: 884 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ტირიფო, ტირილით გაგაკვირვებ,
რა გითხრა მტირალა ტირიფს, -
მე თვითონ არ ვიცი, რა მატირებს,
მგონია ტირი და ვტირი.

როგორც მონადირე ნანადირევს
დრო გვყოფს... ჭირვეულობს ჭირი...
მე თვითონ არ ვიცი, რა მაყვირებს,
მგონია ყვირი და ვყვირი.

თენდება იჭვის და დარდის დილა,
რას მერჩი, რა გინდა, ქარო, -
მე თვითონ არ ვიცი, სად მივდივარ,
მგონია ჩქარობ და ვჩქარობ.

წლებმა ძაღლებივით დამიკბინეს
ლექსი დაწერილი ცივად, -
მე თვითონ არ ვიცი, რა ვიტკინე,
მგონია გკტივა და მტკივა.

Views: 713 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.

მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?

თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.

რისთვის მიყვარხარ? მე არ მაქვს ნება?
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება –
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?

არის ამ ქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამ ქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევორველშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!

Views: 1512 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი... საქსოვი... ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს,
ორი მუხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო...
Views: 1800 | Added by: shockunia | Date: 30/Apr/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz