საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  October 2007  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 19/Apr/2024, 1:48 PM
Home » 2007 » October » 22
ზეცის
მეცხრე
აივნიდან
მშობელი
გვიხმობს:
_ გეყოთ
თამაში,
ძილის დროა,
ამოდით
მაღლა!

Views: 694 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

ჩემი ფიქრები დაირქმევენ
ფსევდონიმებს
და შეშლილ
პოეტებად იხეტიალებენ
შენში...
Views: 711 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

''ჭკუაზე შემშლის ეს ცივი ქარი,
თუმც უმისოდაც მიჭირს მე სუნთქვა.
უსიყვარულოდ ცოდოა ქალი,
სასიყვარულოდ ცოდოა სულმთლად''...
Views: 917 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

იშვა ევა...
შეუყვარდა ქალი ადამს,
იშვა ქალი და
ქვეყანა შეშლილია.
ახლა შენზე ოცნებები
კი არა და
შენს ქუჩაზე
ჩავლისაც კი მეშინია...
ასე მითხრეს:
-დამშვიდდეო,
ის ხანია...
რა იციან,
რას მიქადის
დრო და წლები.
მიხარია,
რომ გიპოვე მიხარია,
არ ვინანებ
თუ ოცნებით
შევიშლები.
არ ვინანებ შენს კოცნას და შენს თბილ ალერსს,
რა ვქნა, თუკი არ ამცდება შეჩვენება.
მგონია, რომ
სიყვარული ამიკრძალეს,
მიყვარხარ და
არ ვიცი რა მეშველება...
Views: 646 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

შენი სევდიანი თვალები მიყვარს,
შენი მიბნედილი გაღიმება.
შენი გულიანი სიცილი მიყვარს,
თვალებში სიცილის ჩაბინდება.
შენი ალისფერი ტუჩები მიყვარს,
შენი ფერმკრთალი სახე.
შენი ვნებიანი ალერსი მიყვარს,
გამომწვევად რომ დახრი თვალებს.
შენი უთქმელის სევდა მიყვარს,
შენი უცნაური გაგიჟება.
შენი ცრემლნარევი სიცილიც მიყვარს,
შენი საოცარი ჩაფიქრება.
მე შენი მზით გამთბარი გული მიყვარს,
შენი სულ პატარა, ციცქნა ფიქრიც,
ამ ქვეყნად შენს გარდა რომ არვინ მიყვარს,
ჩემო ანგელოზო, ეს თუ იცი?...
Views: 1883 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

ეძებე იდეალი, მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი!
იპოვე სიყვარული, მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი!
იყავი სანატრელი, მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თორემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჩვიანი,- ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა.
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ, გიჯობს, ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე, მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება, ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ, ის ხომ მაინც წავა...
მხოლოდ დაელოდე, ლოცვად იქეცი და ადი ანჩის ხატთან...
როცა დაბრუნებულს, თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე, გულში სიამაყე წამით არ გაივლო!...
Views: 688 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

ფერი შემეფერა - უცხო ეფემერა,
მერე მომეფერა ვიღაც.
თვალი ჩამიდგა და თვალში ჩამახედა,
აქაც მიპოვა და იქაც.
კლიტე დამიგდო და კარი ჩამომიხსნა -
მისი ნაკვალევი ვიცან...
თეთრი ტირილია,
თეთრი ტირილია,
თეთრი ტირილია მიწა.
აქეთ სიმღერის და ცეკვის ამინდია,
პურ-ღვინო ამშვენებს ნადიმს.
ჩემი მასპინძლები წინ ისე გამიგდებენ,
როგორც მარეკები - ნადირს.
ასე ახლოსმდგომი გიჟის აპათია
სულის შეტოკებად არ ღირს...
ღმერთმა შეუნდო და
ღმერთმა აპატია
მისკენ სიარულში დაღლილს.
უცხო ეფემერა ისევ მეფერება.
ნაცნობი სურნელი მეცა...
თეთრი ტირილია,
თეთრი ტირილია,
თეთრი ტირილია ზეცა
Views: 740 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

მინდა შეგისუნთქო
თამბაქოს კვამლივით,
ჩემი თმის შეხებით
მინდა რომ გაგათბო.
მინდა შენს მკლავებში
ჩავეშვა დაღლილი,
შენ კი, დაბნეული
სიმშვიდით ამავსო.
მინდა საჰარაზე
მომიყვე ამბები,
ჩვენი შეხვედრები
ჩადრის ქვეშ დავმალოთ,
მინდა შენთან ერთად
დავთვალო ჭადრები,
ჩემი ყველა ფიქრი,
სურვილი გაგანდო.
მინდა შეგისუნთქო
თამბაქოს კვამლივით,
ავადმყოფ ფილტვებში
ჰაერით გაგათბო,
წელზე შემომარტყა
ხელები გაშლილი,
სუსტი, ცრემლიანი,
სიმშვიდით ამავსო.
Views: 697 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

მე არ გეძახი...
თავად მოდის ფიქრი ჯიუტი...
და მარცვლავს ქარი
კრიალოსანს ყვითელ ფოთოლთა....
ეჰ, რა ვიცოდი
ენძელების გამოღვიძებას
ეს უსინდისო თებერვალი
თუ დაათოვდა...
Views: 712 | Added by: shockunia | Date: 22/Oct/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz