საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  December 2007  »
SuMoTuWeThFrSa
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Tuesday, 16/Apr/2024, 9:28 AM
Home » 2007 » December » 14
შენ რომ წამი გეჩუქებინა ჩემთვის ამ ქვეყნად მეტს არაფერს მოვითხოვდი....
მას რომ მარადისობა ეჩუქებინა ჩემთვის მაინც გავებუტებოდი, ბოლოს მაინც მივატოვებდი....
შენ რომ ერთი ვარსკვლავი გეჩუქებინა, თავი ღმერთი მეგონებოდა...
მას რომ გალაქტიკა მოეძღვნა ჩემთვის, მე ისევ ის ადამიანი ვიქნებოდი რაც მანამდე ვიყავი....
მას რომ დედოფლად ვექციე მაინც შენი მონა დავრჩებოდი....
დრო რომ თავიდან დაბრუნებულიყო..... მაინც შენ აგირჩევდი....
შენ რომ ხელი გეკრა მაინც ვერ დაგივიწყებდი, ის რომ მომფერებოდა მაინც ვერ შევიყვარებდი.....
მისი ედემი არაფერი იყო ჩემთვის, შენი ერთი გოჯი მიწაც კი მთელს სამყაროს მერჩია....
შენი ღიმილი უფრო ძვირფასი იყო ჩემთვის ვიდრე მისი მთელი ცხოვრება, ჩემს სიყვარულში გატარებული....
რატომ განსხვავებდით ერთმანეთისგან?
არ ვიცი...
Views: 659 | Added by: shockunia | Date: 14/Dec/2007 | Comments (0)

"როს დამთავრდება დღის ფაციფუცი
და ჩნდება ღამის მღვრიე ლანდები,
შენ მაგონდები,მაგრამ ჯინაზე
მხოლოდ სიზმარში მომელანდები...
რა სიმწარეა შენი ლოდინი,
როცა გარეთ წვიმს და ავდარია.
და შეყვარებულ ხეთა ტოტები
ალერსით ერთურთს გადახლართვიან.
ოი ნეტავი დაგივიწყებდე
ამოვისუნთქებ ასე მგონია,
ეჭვებიც წამსვე მიმატოვებენ
ო სიმარტოვე რა იოლია.
მაშ შენ დღეიდან მტერი ხარ ჩემი
თუმცა რას მარგებს ეს სიძულვილი.
განა სულერთი არ არის ჩემთვის
მკლავს შენი სისხლი თუ შენი სურვილი...
თუმცა ოცნება თავს არ მანებებს,
აი მოხვედი ჩემს კართან დგახარ...
რა ვქნა ისეთი მითხარ რომ დარჩე,
რომ დარჩე ჩემთან ისეთი რა ვთქვა...
Views: 743 | Added by: shockunia | Date: 14/Dec/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz