საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  May 2007  »
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 18/Apr/2024, 8:18 PM
Home » 2007 » May » 02
უფლება არ მაქვს ახლა შენით არ გავიხარო,
კატა ხომ არ ვარ-
მარტში მიყვარდე,
მერე აპრილში გადაგიყვარო...
რას ვითხოვ შენგან?
უკვე არაფერს...
შენ ჩემგან ითხოვ-
არ დაგიმალო, როგორ მიყვარხარ,-
დაძინებისას,
გაღვიძებისას
ჩემო იმანო...
ქრიან ქარები და თმებს ჯიუტად მიშლიან მხრებზე...
რა მემართება, არ ვიცი, მაგრამ ვაბოდებ შენზე...
უშენოდ ვერ ვძლებ, შენ კი ისე უჩუმრად ხარობ,
ნეტა არ ნანობ ჩემს დაკარგვას?
თუ მაინც-ნანობ?
ახლა მე ვქალობ
და ამიტომ სულს გაჭრილს გარეთ
მომიტევე, რომ შეხვედრა სხვასთან ვერ დავუშალე,
რა ვქნა,
ამ სითბოს, უსაშველო დარის ბრალია,
ანდა იმის, რომ შენ დღეს ჩემთვის არა გცალია...
...მაინც მიყვარხარ!
ჩემო კარგო, უფრო ძალიან, ვიდრე შენ იცი,
წარმოდგენის შეგწევს გონება
და აღარ მინდა უკვე თქმულის განმეორება!
Views: 842 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება,
მარგალიტები, იაგუნდები.....
არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება!
არ დაბრუნდები?
თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე
სევდიანია ღამე მძინარი,
ნუთუ არ ფიქრობ სანატრელო, შენ სათუთ ცოლზე...
არავინ არი.....
ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს...
სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა?
მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს,
ჩემს დამწვარ სხეულს...
შენ რომ გიყვარდა....
მაგიჯებს სიტბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი,
ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები.
დაღლილი არის, სანატრელო დღეს ჩემი ტანი,
ნუ გვიანდები.
არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა...
დავფარე ღამე ბნელ ნაწნავეწბით
ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას
თეთრი მკლავებით....
Views: 697 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

მთვარემ ღამე გაათია,
კრთება შუქთა დინება...
ღამის სამი საათია
შენ კი არ გეძინება...
გავაცურეთ სადღაც ნავი
სავსე ლურჯ ექსცესებით,
შეგაყვარე კიდეც თავი
ამ უბრალო ლექსებით...
ეფინება გზებს სიმებად
ლალთა ცეცხლი, საყურე,
შენი კარგი გაღიმება
მაინც დავიმსახურე....
Views: 1007 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

დაბრუნდი?
და რაც არ მითქვამს შენთვის არასდროს,
გთხოვ, მათქმევინე.
უნდა გიამბო როგორ მიყვარხარ!...
ამ სიყვარულით რამდენ ცდუნებას გადამარჩინე...
უნდა გიამბო, რომ უშენობით
ამ ჩემს ცხოვრებას ჰქვია წანწალი...
რომ მენატრები ყოველთვის ისევ...
რომ მესიზმრები ყოველღამ ისევ...
და...
რომ ზამთარი საცაა აკეცავს ფარდებს...
რომ გაზაფხულზე სხვა მაჩუქებს მინდვრის ყვავილებს......
გამახსენდები......
და აცრემლდება კვლავ სიყვარული...
არ მოგენატრე???
Views: 683 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

მძიმე ტვირთივით ღრუბელს მიჰქონდა-
მზე და შენ ალბათ მზის მხარეს დარჩი,
დღეები დღეებს შიშით მიჰკვროდა,
და სიკვდილამდე გელოდი ქარში...
ტკივილებს უხმოდ ვმალავდი მკერდში,
ტკივილი მგავდა მე... და გელოდა...
და იცინოდა პატარა ღმერთი,
მაგრამ სიცილი ღმერთს არ შვენოდა...
ღრუბლებში აღარ სჩანდი სრულებით,
შენ როგორც ექო-მხოლოდ ისმოდი...
ალბათ ცალ-ცალკე გაფანტულები
ვარსკვლავებივით ცაში ვიცოდით...
ასე გათავდა... და ასე მორჩა...
მწუხრი ხურავდა დარბაზის კარებს...
ქარი ჩვენს სულებს-როგორც ორ დროშას
აფრიალებდა სხვადასხვა მხარეს!......
Views: 722 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

ხან...
წვიმის წვეთები მრთავს...
ხან...
ქარის სიმღერა მერთვის...
მე თუ ვიფრთხილდები თავს,
ეს შენთვის,
მხოლოდ შენთვის...

რა კარგი წადილი მკლავს:
მერქვას მშვენიერი ერთი...
მე თუ ვლამაზდები კვლავ,
ეს შენთვის...
მხოლოდ შენთვის...

წკრიალებს
სიცილის ხმა...
ბრწყინდება
ცრემლების ღვენთი...
ორივე თუ ერთად მწამს-
ეს შენთვის...
მხოლოდ შენთვის...

გული გუმბათივით რეკს...
ელვარე მწვერვალებს ელტვის...
ოდესმე თუ დავწერ ლექსს-
ეს შენთვის...
მხოლოდ შენთვის!!!...

Views: 679 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

თვალებში ჩაგრჩენია ცრემლი
გული სევდითაა სავსე,
მე ვინ მაპატია რამე
შენ რომ გაპატიო რამე?
ტირის შეწყალებას ითხოვს
ფეხქვეშ გათელილი გრძნობა,
მუხლებზე დავეცემი ვიცი
როცა განკითხვის დღე მოვა.
მე რას გისახსოვრებ ისეთს
შენ რომ გაიქარვო სევდა
ჩემი დაკარგული ბედის
მზესაც კი ვეღარსად ვხედავ......
Views: 714 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

მე უშენობას უნდა გავუძლო,
როგორც შენ უძლებ ზამთრის ზმანებას...
გულსაც დროულად უნდა ვაუწყო
ამ სიყვარულის გარდაცვალება...

თმენას ფიალა უნდა გავუვსო,
როგორც უაზროდ ბევრჯერ მიცდია...
მე უშენობას უნდა გავუძლო,
რადგან შენთან ყოფნა არ შემიძლია...

Views: 691 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

აღსავსე შენით, მხოლოდ შენით სიჩუმე დადგა...
და აღარავინ მიღვიძებს დარდებს...
და ისევ იწვის ჩემი გული...
და
უ ყ ვ ა რ ს!!!...
რადგან
არ შეუძლია, რომ
ა რ
უ ყ ვ ა რ დ ე ს!!!......
Views: 690 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

ზეცამ წარგზავნა მოციქულად ჩემი პეპელა,
ფიფქი ეული, ფიფქი ნაზი, ჯერეთ პატარა...
ფარფატებს ზემოთ, ნიავის ფრთებს ენდო ამაოდ,
ისიც ნანაობს, წყნარად მოდის და მოქანაობს...
აბა ვინ იტყვის თუ რას ფიქრობს ფიფქი თავნება?
მიფრინავს, იცის ცივ მიწაზე სად დავარდება?
იქნებ ზღვის ტალღამ ჩაიხვიოს, დააშთოს მწირი,
მოუსპოს სული და განძარცვოს ვით მეფე ლირი...
ოჰ, რა ძნელია ფიფქო პაწია ეს ხვედრი შენი...
ნეტავ ზღვის ტალღამ რად ვერ შეძლო ამბორი შენი???
ვიცი, ვერ შეძლებს ზეციური სულისთქმა შენი,
მოფრინდი ჩემთან,
მე მიგიღებ- მე ლანდი შენი!!!
Views: 645 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

გადამავიწყე...
რამე იღონე...
დაბმული მგელი სანამ აიწყვეტს...
საცა გსურს წადი,
გამშორდი... ოღონდ
მე შენი თავი გადამავიწყე...
შენი გრიგალი კვლავ მაბარბაცებს,
კლდეებში მიმსხვრევს ნეკნებს, ლავიწებს...
ღმერთმა გიშველოს,
წადი, ოღონდაც
ეგ სიყვარული გადამავიწყე...
არ ვიცი, მერე დაცლილი გულით
თუღა გაცურავს ჩემი ნავი წყლებს...
და მაინც წადი... წადი... ოღონდაც
მე შენი თავი გადამავიწყე.


/ლ.სულაბერიძე/

Views: 671 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

თქვენ გაზაფხულის მოგესმათ ჩქამი,
და ზეცას ენდეთ მზიან, მთვარიანს...
ყოჩივარდებო რატომ იჩქარეთ?
ჯერაც ხომ ისევ იანვარია...

მთელი ზამთარი კიდევ წინ არის,
ყინვით, ქარებით, თოვლის ზვინებით...
ასე ბავშვურად პირმოცინარნი
ყოჩივარდებო გაიყინებით...

თუ არა მოვა დაგკრეფთ გოგონა,
თქვენსავით ნაზი, თლილი ნაკვთებით,
მერე გაგყიდით სადმე კონებად,
და ლარნაკებში ჩუმად ჩაკვდებით...

თქვენ გაზაფხულის მოგესმათ ჩქამი,
და ზეცას ენდეთ მზიან, მთვარიანს...
ყოჩივარდებო რატომ იჩქარეთ?
ჯერაც ხომ ისევ იანვარია...

Views: 865 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

წუხელ შლეგივით მომეჭრა ქარი,
მოვარდა უცხო სანაპიროდან.
ჯერ ყაჩაღივით მიმტვრევდა კარებს,
მერე მთელ ღამეს კართან ტიროდა...

არ შევიბრალე, არ მივიკარე,
ამ დანაშაულს ვინ ვის გაუმხელს.
იქნება მე რომ გამეღო კარი
ის ამიხსნიდა სიზმებს აუხსნელს...

მაგრამ რატომღაც არავინ მსურდა,
რადგან ჩემს გულში კოცონი ენთო.
ხელ-გულგაშლილი ყველასთვის მუდამ
მე მისთვის მკაცრი აღმოვჩნდი ერთობ...

ან ჩამიქრობდა მთლად გულის კოცონს,
გამიჩაღებდა ან უფრო მეტად...
აი, მიზეზი, რადაც შევცოდე,
რისთვისაც გარეთ დავტოვე კენტად...

ცეცხლი ჩაექრო?-აღარ თქვა სიტყვა,
რაღად მინდოდა უცეცხლო გული?
უფრო აენთო? -ისედაც ვიყავ
მთლიანად ცეცხლში გამოხვეული...

და მოხდა ისე, რომ ხელი ვკარი
ჩემს სტუმარს უცხო სანაპიროდან.
წუხელ ჯერ კარებს მიმტვრევდა ქარი,
მერე მთელ ღამეს კართან ტიროდა...

Views: 809 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

თეთრი თოლია ემოციებმა აიყოლია,
თითქოს მოლია სიყვარულმა თეთრი თოლია,
თითქოს ფონია, ეს გრძნობები-ეიფორია
თითქოს წამები უსასრულო დროის ტოლია
და არ არსებობს არაფერი ირგვლივ თოვლია,
და ეს სიტყვებიც ღამის ოცნებას გაუგონია.
თეთრი თოლია ემოციებმა ამიყოლია,
მსოფლიოს უბიდან, სამყაროს გულთან გამიყოლია.
და არ არსებობს არაფერი ირგვლივ თოვლია
და ეს გრძნობებიც , მხოლოდ ჩემი ფიქრთა ფონია...
თეთრი თოლია.. მე ოცნებებმა ამიყოლია....

/მ.ლაგვილავა/

Views: 674 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

ცის დასავლამდე უსიზმროდ მდგარი
უსმენდა ჰანგებს და მოელოდა...
შორს, ძალიან შორს მოჩანდა ქარი...
მე შენ გკოცნიდი
და გული თრთოდა...
ზღვა იყო წყნარი...
ისეთი წყნარი...
რომ აღარ მახსოვს
იყო თუ არა....
Views: 673 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფითოლი, ხიდან ჩამოცვენილი...
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყეები...
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორეები...

შემდეგ თოვლი მოვიდა... და ვით სულს მოტივტივეს
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს...
ეხლა... თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
იყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი...

Views: 847 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

შენი სულის, ობოლ სულის სახსენებლად
წინანდალი აღმართულა მარტო...
გზა მიგვიძღვის ციცაბო და დაგრეხილი...
იქ ნუ მიხვალ, გვიანია ტატო!...

ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში...
დედოფლის შუქს ჭაღებიც კი ნატრობს...
გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი
და შენს სანთელს დადიანი აქრობს...

Views: 1261 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

სიცოცხლე მართლაც ერთი წამია,
წამში ეტევა ალბათ რაც არის...
სულ ერთი წამის სითამამეა
სიყრმე...
სილაღე...
ცეცხლი...
ნაცარი...

წამია მე რომ დამღლის და დამწვავს,
ტკივილის მაინც არ ღირს გამხელა...
ერთი წამია, ო, მაგრამ ამ წამს-
ბედნიერება ქვია სახელად!...

Views: 899 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...

როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...

იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...

ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სი ... Read more »

Views: 768 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (1)

შორეთს ჩამოსწყდა ლოდინის ძაფი,
ქანცმილეული დანებდა სრბოლას...
დაღლილ ნაპირებს გაუქრა ქაფი,
ტალღაც მოეშვა უმიზნო ბრძოლას...

ფიქრის საზომი ზღვარს გადასცილდა,
გრძნობამ დაკარგა თავისი წონა,
სადღაც ზოლიან მინდორს შესცივდა,
შემოიხვია ყვავილთა კონა...

ჩამოიბარდნა ცის ნაგუბარი,
ნისლის მანდილი ჩამოიშალა...
ხემ მოიკითხა ხე მეგობარი,
და ფოთლის გული გადაუშალა...

ამოიწვერა სიჩუმე ზღვიდან...
დრომ შეაჩერა ბალახზე ნამი...
გადაუხვია ოცნებამ გზიდან
და აღიბეჭდა ცხოვრების წამი!...

Views: 677 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

მე კვლავ მენატრები და სულს დაღონება
ნაღველმორეულ ნისლში არევია...
ხატებს ბურუსივით დასდევს მოგონება,
თითქოს შენი ჩრდილი სულზე დაჰფენიათ...
Views: 781 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

და იყო ღამე უელვარესი...
ღამე-გაშლილი ვნების ტბორებად...
ჩემი ღიმილი, ჩემი ალერსი,
შენს სახეს ისევ ეამბორება...
Views: 671 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

ვიღაც ჩურჩულებს ძველისძველ ლექსებს...
ვიღაცა ფიქრობს ამ წუთას შენზე...
ვიღაცას კიდევ ეიმედები...
დასაკარგავად არ ემეტები...
Views: 679 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს,
გამიღვიძებდეს წამით იმედებს,
ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე
ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს...

მასულდგმულებდეს, მიბნევდეს თავგზას
მისი თვალების ჩუმი ბრძანება,
გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს
ჩემი ლომური ამპარტავნება...

არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე,
არა და არა! არ დავირცხვენდი...
ოღონდ მიყვარდეს...
მართლა მიყვარდეს...
გახელებამდის...
თავდავიწყებით....

Views: 1100 | Added by: shockunia | Date: 02/May/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz