საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  May 2007  »
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 28/Mar/2024, 5:17 PM
Home » 2007 » May » 07
შენ მთხოვ მიამბე, როგორ გადის უშენოდ დღენი;

შენ მთხოვ მიამბე, ყველაფერი სევდის და დარდის;

თუ შემაწუხა უშენობამ, უსაზღვრო სევდამ,

თუ ღამით კიდევ მეფერება მე შენი დარდი.

შენ ვეღარ მნახავ...

ვით ზვირთებზე გაჰქრება კვალი;

ვერ დაეწევი მარჯნის რიფზე დამსხვრეულ ტალღას;

როგორც კივილი და გრიალი შეშლილი ქარის,

ჩემი გრძნობიდან შენთვის მხოლოდ ეს ლექსი დარჩა.

ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა და შენი დარდი,

რომელიც ჩემში ბინადრობს და დაფრინავს სადღაც;

როგორც ეს შენთვის დაწერილი შეშლილი ლექსი;

სცენაზე უკვე ჩამოუშვეს მტვრიანი ფარდა.

და მეც გიამბობ, შევიშალე, როგორც ეს ლექსი,

როგორც გრიგალი უმიზეზოდ უკვალოდ დაჰქრის,

მეც ასე ძლიერ მომეძალა უსაზღრო ვნება,

მზის ხივზე უფრო მხურვალე და ყინულზე ნაზი.

Views: 795 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ვზივარ ოთახში და გავყურებ თბილისის ქუჩებს
და ამ ქუჩებში წარმომიდგა შენი სახება.
ნუთუ არ მოხვალ, არ აკოცებ გაბუტულ ტუჩებს,
არ გააღმერთებ ჩემს უმანკო უღვთო სახებას?!...

წლები გარბიან, მე კი ისევ მარტოდმარტო ვარ.
ბევრი ცდილობდა ჩემს გულში რომ დაედო ბინა;
მაგრამ მე შენგან მოგონება დამრჩა სახსოვრად,
დამტანჯე, მაგრამ მაინც შენზე ოცნება მინდა...

შენი სიტყვები გამუდმებით ჩამესმის გულში,
მაიმედებდი და მოგანდე ჩემი გრძნობები...
შენ კი დამცინე და სიცივე დატოვე სულში....
არ გაპატიებ, გზაზე ტყუილად ნუ მეღობები!...

და მაინც...
ვზივარ ოთახში და გავყურებ თბილისის ქუჩებს,
და ამ ქუჩებში წარმომიდგა შენი სახება.
ნუთუ არ მოხვალ, არ აკოცებ გაბუტულ ტუჩებს,
არ გააღმერთებს ჩემს უმანკო უღვთო სახებას?!...

Views: 727 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ისევ მიყვარხარ...
ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად გიგონებ კიდევ...
და თუ გიგონებ,
ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად მახსოვხარ კიდეც...
და თუ მახსოვხარ,
ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად ჩემთან ხარ კიდეც...
და თუ ჩემთან ხარ,
ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად მიყვარხარ კიდევ.........

და თუ მიყვარხარ,
ეს იმას ნიშნავს,
რომ წამიერად მოვმკვდარვარ კიდეც.....

Views: 764 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

შენზე ფიქრები თუ გამაგიჟებს,
ოცნებასავით მთებში გამიშვით...
მე სიყვარული არ დავპატიჟე,
იგი მოვიდა ჩეთან თავისით.

ქარი დაფურცლავს ღრუბლის თაბახებს
და დააფეთებს ცაში არწივებს,
შენ ჩემს სიყვარულს დაიტრაბახებ,
წახვალ და გულში ჩუმად დამცინებ.

მთვარე ფეხს დაბლა არ დააბიჯებს,
ცის ტახტრევანით მოჰყავთ ვარსკვლავებს,
თუ სიყვარული არ გამაგიჟებს,
შენზე ფიქრები მაინც მომკლავენ...

Views: 862 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

როგორ დავემდურო ბედს,
როცა შენ ამ ქვეყნად ხარ!
არაფერს მოვიტხოვ მეტს,
რა უნდა მინდოდეს სხვა?!

შენს ნახვას ამოჰყავს მზე,
მამშვიდებს მე შენი ხმა...
არაფერს მოვითხოვ მეტს,
რა უნდა მინდოდეს სხვა?

Views: 1201 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

__რომ მყვარებოდი,
ჩემს ამაყ მუხლებს შენს წინ მოვხრიდი!...
გაგაოცებდი ჩემი სულის მწველი მზეობით...
ტირილითაც კი ვიტირებდი,
იცოდე, შენთვის!.....
... და შენს თვალებში სევდასავით ჩავექცეოდი...

__რომ მყვარებოდი,
შევიძლებდი შეუძლებელსაც,
რომც გძულებოდი-სიყვარულით აგენთებოდი!...

__რომ მყვარებოდი,
თოხის ტარზე გავშლიდი ლოგინს
და იმ ლოგინზე ალერსისგან დაგეღლებოდი...

__რომ მყვარებოდი........................

Views: 665 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

პატარა გულში დიდი ოცნება კვლავ შეუმჩნევლად შემოიპარა,
ფრთებით შემეხო, მომეალერსა და საიდუმლო ჩემი მომპარა...
მან თითქოს უკვე მზე დააბნელა , შენკენ მავალი კარი დარაზა,
კიდეც რომ გსურდეს, ვერ გაიქცევი,
ჩემი ფიქრები გიდგას დარაჯად...
განა რამეს გთხოვ, უბრალოდ მინდა,
მაგ დიდრონ თვალებს მივუალერსო,
თუმცა თვალებშიც როგორ ჩაგხედო,
როცა აქ არ ხარ უძვირფასესო.
ვერ მომიკლია ტრფობის წყურვილი
და მსურს ეგ გულიც ტრფობით აღივსოს ,
მე ვინატრებდი, რომ ერთხელ მაინც
განგებამ შენთან ყოფნა მაღირსოს.
Views: 782 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

გოგონა კითხულობდა
ლექსს ძვირფასს მღელვარებით...
და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა...
უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,-
ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა...

გაწითლდა...
გათეთრდა...
გალურჯდა...
გაყვითლდა...
ანაზდად თვალი ჰკიდა საყვარელ ჭაღარას...
პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა-
გისმენო, შვილო ჩემო, და თავი დახარა...

გოგონა კითხულობდა
ლექსს ძვირფასს მღელვარებით...
და სულის ფორიაქსს ის აღარ მალავდა,
უფსკრულს დაჰფენოდა მუქლურჯი მწვერვალებით
და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა...

სული, მომწყვდეული, იმ ხორცის დილეგში,
თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო...
იცოდა გოგონამ, რაც იყო იმ ლექსში
და ისიც იცოდა, ლექსში რაც არ იყო.....

ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდარა,
ის-სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული...
იყო რა დიდი და იყო რა პატარა!...
და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული!...

Views: 711 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

როცა ერთი გაქვს დღეცა და ღამეც,
და თვალებს დაღლა არ ეკარება,
რაღაც გაშფოთებს, რაღაც გაწვალებს
და მიგაჩნია დიდ ნეტარებად.

როცა რაღაცის გამხელა გიჭირს,
და გული რაღაც იმედით ცოცხლობს;
როცა ყველასთან ხარ აბეზარი,
მაგრამ ერთთან კი.... ბავშვივით მორცხვობ.

როცა ცხოვრებას სხვაგვარად უმზერ
და ყველაფერი შენთვის კარგია,
შუაღამისას იღვიძებ როცა
და ეძებ, რაც არ დაგიკარგია...

მაშინ სხვაგვარად ეტრფი ბალახებს
და გვირილებსაც გსურს მოეფერო.
იქნებ წერილის დაწერაც გძულდა,
იქნებ დაჯდე და ლექსიც დაწერო...

და შემდეგ იქნებ დარჩე პოეტად!...

Views: 739 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

რატომ ესწრაფვის სიყვარულს ხალხი?!
ან რატომ ნათლავს სევდა-წუხილად?!
ის შენც შეგხვდება, თავს მის წინ დახრი
და აგითრთოლებს სიმებს უხილავს...
იგი იქნება ნაზი და უხვი,
მოგიტანს: ღელვას,
ფიქრებს,
იმედებს...
აშკარად იგრძნობ მის უხმო ქუხილს,
გასაწირად კი ვერ გაგიმეტებს.

შეყვარებული თვალებით ივლი,
ხშირად გნახავენ ღამეგანათევს.
შენ ის გაჩუქებს ლამაზის ღიმილს
და ძილს წაგართმევს....

Views: 731 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ზურგს უფიცხებენ მთებს თეთრი ქვები,
ზღვის ტალღა ლოკავს ნაპირზე ქვიშას.
შენ მარტო დგეხარ
და იღიმები,
ო, ეს ღიმილი ნეტა რას ნიშნავს?

მქვანე ხალიჩა ახურავთ ქედებს
ამინდებს ვატყობ სიკეთის ნიშანს
შენ ჩაიარე
და შემომხედე,
ეს უკვე ჩემთვის რაღაცას ნიშნავს...

უთქმელი სიტყვა მძიმეა, მძიმე,
იგი გვამგვანებს მხდალსა და პირშავს...
დღეს მომესალმე
და გამიღიმე,
ეს უკვე ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!...

Views: 678 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ვინც მას უყვარდა, არ შეიყვარა.
მშვიდად ჯიუტად უკეტავს კარებს...
რა მოხდა, ერთმა თუ უთხრა-არა!
დრო გაივლის და სხვას შეიყვარებს!...
რომ ეს ამბავი სევდით არ მავსებს,
ჩემს გულგრილობას არ დააბრალოთ.
-არ გეცოდება?-თქვენ მკითხავთ მასზე,
მე გიპასუხებთრა აქვს საბრალო?!

სხვა გაუღიმებს ტკბილად და წყნარად,
სულ სხვა გაუღებს მას გულის კარებს,
დაავიწყდება ეს მწველი "არა",
როდესაც უკვე სხვა შეიყვარებს!...

Views: 720 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

"ნისლის ბეჭედში ჩაფლული მთვარე
მორცხვად უმზერდა ბუჩქებს;
ფიქრობდა, ვინ არ მომაპყრობს თვალებს,
ვისაც სიცოცხლე უჩქეფს...

მაგრამ მთვარისთვის სადღა ეცალათ?
მათ ერთმანეთი ჭვრიტეს...
დუმილი მალე შემოეცალათ
ხევში მთვლემარე ჩიტებს...

ბაგე ფარავდა ბროლს და მინანქარს,
ღამე იმსხვრევდა ბექთარს...
ვაჟმა ვერ შეძლო ეთქვა-მიყვარხარ!...
იქნებ ქალს უნდა ეთქვა?"

Views: 646 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

სული მეყინება ისე მენატრები,
თვალებს უშენობა ცრემლად დასდენია...
ვიცი სულ ბოლომდე ასე მეყვარები,
მე ხომ შენს თვალებში გული დამრჩენია...
Views: 802 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ყოველი გრძნობა დავიოკო, მინდა აღგითქვა,
და ფიქრთა გროვა ღია ფანჯრიდან გავყარო გარეთ...
მხოლოდ შენ გითხრა,
მხოლოდ შენ გითხრა,
ის ერთი სიტყვა-ყველაზე ძნელად გამოსათქმელი-
მ ე
შ ე ნ
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
Views: 675 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

მიდამო ფითრდება მთვარიან ღამეში,
ოცნება სიყვარულს ქარგავს...
ლამაზი ხელებით, ლამაზი თითებით
ჩვენს განშორებას ხატავს...

უზომოდ მ ი ყ ვ ა რ დ ი ! ! !
უზომოდ გ ნ ა ტ რ ო ბ დ ი ! ! !
და
ახლაც მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ! !
ა ხ ლ ა ც . . . . . . . . . . . . . . . .

Views: 727 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

თეთრო ღრუბელო, გადმოიარე
ლურჯი მთები და ხშირი ტყეები;
მომიალერსე, როგორც გჩვევია
შენი პატარა თბილი ხელებით...
მითხარი რატომ მაწუხებ დარდო,
რატომ ახლდები და არ მელევი?!
რატომ გარბიხარ, წამო, გიჯივით?
არ შეისვენებ, არ გაჩერდები?!
რატომ არ მოხვალ, მთვარევ, სალმუნად?
არ მანუგეშებ, არ მეფერები?!
არ მინდა სულ თან მახლდე ნაღველო,
აღარ მოგისმენ, არ შეგეჩვევი!..
და თუ ძალიან ამომიჩემებ,
სულ გაგეცლები, გადაგეჩვევი!...
სულს მარტოობავ რატომ აწუხებ?
არა გცხვენია, გულს რომ ერევი?
ტირიფო, ხელი რად ჩაიქნიე?
ჯერ ისევ ცოცხლობს შენი ფესვები...

მოდი ყველაფერს მოვუღოთ ბოლო,
სხვისო და ჩემო ნუ ამერევით!
და უსაშველოდ კარგს იზამ ფიქრო,
თუ სამუდამოდ ჩამომეხსნები!!!

Views: 1609 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

იასამანი სველ კიბეებთან
რაზე ფიქრობდა?
მისი გაძრცვილი რტო, უყვავილო,
ქარს არ მიჰქონადა...
გულდახურული
მისი რტოები
თავს ძირს იხრიდნენ...
შეყვარებულნი ოდეს ქარები
მუხლს არ იყრიდნენ...
უკვე ზიზღი და სიცივე კრთოდა
მათი თვალებით...
როგორ გულგრილად,
ო, რა გულგრილად
ქროდნენ ქარები...
Views: 867 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
მზის ქორწილის დროს მე დავწვები მზისფერ სილაზე,
იქ, სადაც სდუმან პირამიდები,
შენ მომინდები,
შენი თვალები, შენი მკლავები, შენი სინაზე.
შენ მოგაფრენს ცხენი არაბული,
თვალებდანაბული.
საყვარელ ხელებს მივეცემი, როგორც ნაზ საწოლს,
და შენ დამკოცნი ვით დედოფალს, ვით მხევალს და ცოლს.
ტკბილი იქნება ცხელ სილაზე ჩვენი თამაში,
მზიურებს მაშინ
არაფერი მოგვაგონდება...
პირამიდებში ატირდება ლოდინით რაში.
ლურჯ სფინქსთან მივა, უცქერს დიდხანს და დაღონდება.
სილიან ტანით მდინარისკენ გავეშურებით,
მწვანე ტალღებში დავამშვიდებთ ჩვენს ღელვას ალურს.
გამოფხიზლდება შენი რაში სფინქსის ყურებით,
დაუწყებს ძებნას უდაბნოში თავის სიყვარულს.
Views: 780 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

მე შენ დაგხურავ ლამაზ გვირგვინს
და მით მიწიერს
ჩემს საიდუმლოს გაზიარებ
და ფიქრთა ჩემთა....
მე ავმაღლდები შენს ლურჯ ცაზე,
შენთვის ვიბრწყინებ!..
აღვინთები და
დავშრტები შენდა!...
Views: 706 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოჭყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე მარტოობის ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად – მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის სიცივეში თეთრი ვერსალი.
Views: 1981 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.
Views: 684 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.

მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

Views: 965 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,
შენი თვალები შაირია სილამაზისა:
როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.
როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.

თავის ამართვა ამაყი გაქვს მთის გავაზისა.
შენს გამოხედვას სილამაზე ვერ ემალება;
ჰო, რომ იცოდე, ვით თვრებიან შენით ქალები!
ჰო, რომ იცოდე, ვით ხალისობს შენი თმა მზისა!

დრო ულმობელი შენს გიშერსა ნელად ათოვებს,
ხოლო ვეჭვობ კი: შავ განზრახვას ვერ აათავებს;
საზარელია და სასტიკი ხანის კვეთება:

ცელავს და ლეწავს ლაღი სიტკბოს ნაზ ლერწამებსა, -
მაგრამ შენთან კი თვით სიკვდილიც მხოლოდ შეკრთება
და ჩუმი კოცნით დაგიხუჭავს მაგ წამწამებსა.

Views: 848 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

მზეს ჩაუსაფრდა ცისკართან
ფიქრი ფრინველის ნისკარტით.
ცაო, სივრცეებს მზის გარდა
მელან-იისფრად ნისლავდი.
ფრთებზე ოცნება გეწერა
ტანზე ბინდების ზეწარი.
მინდოდა ჩემი თვალების
სარკეში ამომეცანი.
ვცურავდი მელნის ნისლისკენ
წითელლაქება სიზმრებით -
ახლა არ ვიცი სისხლისგან
ღვინოს ვწურავ თუ ვიცლები.
Views: 708 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ალბათ აღარასოდეს აღარ მომენატრები...
ჩვენთვის აღარ იფეთქებს ქვათახევში ატმები,
ჩვენთვის აღარ იმღერებს ზედაზენზე მოცხარი,
დარდი წამოგეწევა ქართლის საღამოსავით.
მაგ ბუდეშურ თვალებსაც ჩემი სევდა მოიცავს
და ცრემლს ვერ დაგიფარავს მწუხრი საღამოისა...
ალბათ აღარასოდეს აღარ მომენატრები...
Views: 856 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

გახსოვს, თიბათვის თეთრ ღამეებში,
ოდეს ნათელი მთვარის, რძისფერი,
გადავლებოდა ტბებს და ხშირ ტყეებს
და გამჭირვალე იყო ეთერი?
რიონის ზვირთი როგორ არხევდა
ცის ელვარებას გულში ჩანაქსოვს,
როგორ გვიყვარდა ჩვენ ერთმანეთი,
წარსულო დროო, მითხარ, ხომ გახსოვს?

მე აღტაცებით ვმღეროდი მაშინ
და სიყმაწვილე თრთოდა ჩემს გულში,
მე ვივიწყებდი მთელ დედამიწას
შენს ნაზ ალერსში, შენს ტკბილ ჩურჩულში...
წარვიდა, გაჰქრა ჟამი ნეტარი...
ახლა სიყვარულს გული აღარ გთხოვს,
არ გთხოვს არაფერს, ოღონდ მითხარი,
ეს ყველაფერი ხომ ისევ გახსოვს?

სადა ხარ ეხლა? კვლავ მარტოდმარტო
რიონის პირას ვდგავარ მოკლული.
იგივ ღამეა, იგივ ნათელი,
და მეკუმშება ტანჯვებით გული.
მწარე ღიმილით, უხმო ღიმილით
ვუახლოვდები, მაგრამ მშორდება
დრო – რომელსაც სულს ვერ დაავიწყებ,
დრო – რომელიც არ განმეორდება!

Views: 708 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

მზე ამოვიდა ჩუმად, ჩუმად ჩავიდა მზე,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
თოვლი აცვივა გზებს...
ფიქრი თევზივით ცურავს,
სიჩუმე ნაპირს ხრავს,
ქარი არის და სულაც,
სულაც არ იღებს ხმას.

ნაკადულები სდუმან... და შორს, ძალიან შორს,
ჩუმად, ჩუმად და ჩუმად
ვიღაც გვირგვინებს ქსოვს.
დღე იკარგება წყნარად, -
დუმს, ყველაფერი დუმს
და გული ყვირის, მაგრამ
ვინ რას გაუგებს გულს?!

Views: 805 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

მოვიდა წვიმა,
წვიმა წკრიალა,
დასტოვა ცრემლი და ჩაიარა...
მოვარდა ქარი,
ქარი გრიალა,
დასტოვა მტვერი და ჩაიარა...
მზე აშრობს ქვებად
ქცეულ იარებს, -
მოხვედი შენც და...
შენც ჩაიარე...
Views: 734 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ცაზე ციმციმებ,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
გაზაფხულივით მომენატრა ღიმილი შენი,
ო, როგორ მინდა ხელი წუთით მაინც შეგახო,
ო, რა ხანია გელი.

ბედის ვარსკვლავო,
შემომხვიე თბილი მკლავები,
ჩამოიშორე იისფერი ღრუბლების ფარდა.
ჩუმად მითხარი, სად იყავი გადაკარგული,
ვინ შეგიყვარდა?..

ბედის ვარსკვლავო,
ვარდისფერო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ანათებ შორეული და იდუმალი.
იქნებ ჩემსავით სიყვარულმა გატკინა გული,
ჩუმად მითხარი...

ბედის ვარსკვლავო,
იდუმალო ბედის ვარსკვლავო,
ცაზე ციმციმებ საიდუმლო მარადიული.
ყოჩივარდები მენატრება თავდავიწყებით
და სიყვარული...

Views: 732 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

გისოსები, უფლებათა გისოსები...
შენი ხელით აგებული კოშკი მინის...
უხმო თავდავიწყება და ჩუმი გლოვა
უცნაურ და უუფლებო სიყვარულის...

აკრძალვების გადალახვით ღმერთებს მივწვდი,
სიმსუბუქის გამო მინდა ცაში ფრენა,
მაგრამ ხორცი, ჰო, ცოდვილი ჩემი ხორცი,
მძიმეა და მიწისაკენ მექაჩება...

ვიცი, ცოდვებს ვერ შემინდობს ვერაფერი,
ჯოჯოხეთის კარი ჩემთვის გაიღება,
მაგრამ ჩემო, შენით მდიდარს და ბედნიერს,
"მთათა ძვრისთვის" ძალა როგორ არ მეყოფა?!

თუმცა, ვიცი, შენც უბრალო მოკვდავი ხარ,
და ზნეობა კედელივით გეღობება,
შენთან ყოფნა სიმარტოვეს რომ მიქადის,
ესეც ვიცი, მაგრამ მაინც არ მეთმობა....

კოშკი მინის, ბროლის კოშკის მინამგვარი,
გრძნობა ძოწის, ბაჯაღლოზედ უმჯობესი,
და სამოთხე-მირაჟივით ახლო მყოფი,
მაგრამ ცაზედ, შენზედ უფრო უშორესი!.......

Views: 1063 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

როგორ მიყვარდი....
შემოდგომის ფოთოლცვენაში
თვალწინ ჩამირბენს შენი სახება,
ცა სველი იყო თეთრი ფიფქებით
და მენატრება ის ცა, ის თოვლი....
და შენთან ერთად თვალის გახელა....
საოცარია, ვერასოდეს ვერ გაგიბედე,
მიყვარხარ-მეთქი-ამის გამხელა........
Views: 757 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად
წინანდალი აღმართულა მარტო,
გზა მიუძღვის ცოცაბო და დამრეცილი
გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო...
ქორწილია ჭავჭავაძეს სასახლეში,
დედოფლის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს,
გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი
და შენს სანთელს დადიანი აქრობს.
ჰე! დაიძრა მაშხალების ჩირაღდანი
შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტო,
სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძრლი,
იქ ნამდვიად გვიან არის ტატო...
ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში
შენ სანთელს კი დადიანი აქრობს
სულის გვემას ვაჭკაცურად გაუძელი
აბა, სხვა რით განუგეშო, ტატო.
Views: 943 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

"მე თვით სიკვდილიც ვერ დამიშლის შენზე ოცნებას,
რადგან შენი ელვარებით მე თვით სიკვდილის შიში შემიძლია დავთრგუნო!..."
Views: 767 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

სიყვარულს ეძებს პატარა გოგო-
დალალდაყრილი მხრებზე.
პატარა მკერდში გული უბორგავს,
იპოვნის, რადგან ეძებს!!!
Views: 815 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ახლა საშველად არავის ვუხმობ,
სხვისთვის წუხილის არ მსურს გაყოფა,
ოღონდაც უხმოდ,
ოღონდაც უხმოდ,
ოღონდაც, ასე, მარტო მამყოფა...

ჩემს სევდას მუდამ იმედიც ახლავს,
რომ მომავალი ოცნებით ვხატო,
და აი, ახლა,
და აი, ახლა,
საკუთარ თავთან მსურს ვიყო მარტო...

ვისზეც მე ვდარდობ,
ჩემზე არ დარდობს,
სხვაზე აჩერებს თავის არჩევანს...
და აი ამ დროს,
და აი ამ დროს,
საკუთარ თავთან მინდა დარჩენა...

Views: 745 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ზეცაა როდესაც ლურჯი,
ვარსკვლავებს როდესაც ვხედავ,
ეჭვი გამკრავს ხოლმე გულში:
თავს ხომ არ ვიტყუებ ნეტა???

ვაითუ, მერმისთან შევრცხვე,
ვით ჟინჟლი-ქუხილის შემდეგ;
ვაითუ ღირსია ცეცხლის,
რაც მოვისისხლფასე დღემდე...

Views: 747 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

შენ თუ მოელი ჩემგან ისევ ლტოლვა-ვედრებას,
მე აღარა მაქვს საამისოდ ძალა და ღონე...
მხოლოდ იმიტომ გაგიხსენე და მოგიგონე,
რომ შენში ვმარხავ მთელ არყოფილ ბედნიერებას...

შენ თუ მოელი ჩემგან ცრემლებს-არ არის ცრემლი!...
რაიღა დამრჩა საოცარი სანახავიდან?!
შეცდომებს გული გულსაკლავად ეხლა დასცინის-
აღტაცების და სიწრფელის დრო გაქრა!... წავიდა!...

Views: 760 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში,
მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა.
საღამოს ლანდები კრთიან ოთახებში,
დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში...

მძიმეა სიჩუმე სასახლის თაღებში,
ვინ იცის, დედოფალს რად გაეღიმა?
დაცვივდნენ ფოთლები ვერსალის ბაღებში...
მოწყენილ დედოფალს აშინებს წვიმა...

Views: 751 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

"სიტყვები მძივების თვლებივით დავშალე,
ფიქრების ძაფებად- ღამეთა თავშალი,
დღეები გავფანტე ლექსების აცმაში
სიმშვიდე არ იყო, არც ეხლა, არც მაშინ.
და მე შენ დამიშენ სიზმრებს და ღამეში
გამიშვებ თავსხმაში."
Views: 818 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

მე სიყვარულის გადავწვი სახლი,
ახლა ნაცართან ვთბები მდუმარი.
შენ აქ თუ მოხვალ და თავს თუ დახრი,
კრძალული იყავ, როგორც სტუმარი....

ამ ფერფლს შენ სული არ შეუბერო,
არ გამიბნიო ცხელი ნაცარი.
სჭირდება ზამთრის ღამეს უფეროს,
ნამდვილია და იყოს რაც არის....

შენ აქ თუ მოხვალ, ობობას ძაფი
ჩამოწმინდე და საჩუქრად გქონდეს,
რაც გადაურჩა მსაჯულებს ნაფიცს,
უსულგულო და უბიწო ლოდებს............

Views: 861 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (1)

სულ რაღაც ერთი ნაბიჯი კიდევ
და მოგვადგება კარზე ზამთარი...
შორს მოლოდინით გათანგულ ხეებს
წაჰკიდებიათ ფერი ზაფრანის.
მე ვფიქრობ თქვენზე დიდი ხნის მერე
ჩუმად ვიხსენებ გამქრალ თარიღებს...
გთხოვთ, მაპატიოთ, რომ ვერაფერი
ვერ ავასრულე, რაც დამარიდეთ...
ამბოხებული დაცხრნენ ვნებები,
მუქდება ღამე, ჩაქრა დაისი...
გვიანღა მივხვდი, ამ ქვეყნად ყველას
რომ ბედისწერა უცდის თავისი...
თავისი წილი მზე და იმედი,
თავისი წილი ცა და ოცნება,
სიცოცხლე ერთი წამია მაგრამ
უნდა ყველაფრის შეძლო მოსწრება...
მე კი ბევრი რამ გამომრჩა, რადგან
ვერ ავიყოლე სული ნაგვემი,
ბედნიერება ჩემი წილხვედრი
კუზიანია, როგორც აქლემი....
მე, როგორც წესი, გაშლილ სუფრასთან
ვიგვიანებდი თითქმის ყოველთვის,
და გზად ამოსულ ყველა ეკალზე
ჩემი სხეულის ნაწილს ვტოვებდი.
მაინც გადავრჩი, ესა ვარ რაც ვარ
მაინც მოვედი აგერ თქვენამდე,
ზამთარი მოდის, გთხოვთ შემიფარეთ
პირველ მ ... Read more »
Views: 921 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

ნუ დაღონდები, შენ არა ხარ პირველი და უკანასკნელი
არ გაუღიმა ვისაც იღბალმა....
იყავი მუდამ მხიარული და მომცინარი,
რადგანაც ხშირად მოწყენილებს ჩაგრავს ცხოვრება....
Views: 709 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

გულს სევდა მაწევს, როგორც ყინული,
გონდაკარგული დავდივარ მარტო...
და ისევ ისე ვარ მოხიბლული
არ ვიცი რით და არ ვიცი რატომ.....
Views: 759 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (1)

ფიქრისგან დამცლი, როცა ჩემში ისევ იელვებ-
სიცარიელევ.
მე შენს კალთაში ყოველ ღამით ვკვდები ათასჯერ-
სიცარიელევ.
ვიცი ამ ღამით წამწამივით დამახამხამებ-
სიცარიელევ.
და შეცვლის დილას ნებისმიერს ვნებისმიერი
სიცარიელე.
Views: 686 | Added by: shockunia | Date: 07/May/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz