საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  June 2007  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 29/Mar/2024, 4:10 AM
Home » 2007 » June » 29
ყურძენს ასკდება ტანზე მარცვლები,
მერე რთველია...
მერე ოქტომბერს ვაღვინებ ქვევრში...
მერე მღერიან...
ტუჩს ეწაფება ნაზად ბახუსი
განა სიმთვრალე,
დღეს მუზას უნდა ავუხირდე
და გავტიალდე...
შენ კი დაღლამდე,
სიგიჟემდე გიწერო
ლექსი,
ერთი კი არა,
ორი...სამი...ან უფრო მეტი...
მტევნებს ასკდებათ ტანზე მარცვლები...
მერე რთველია...
ამ ოქტომბერსაც ვაღვინებ ქვევრში...
სადღაც მღერიან....
 
 
/ნინი ქადაგიძე/
Views: 738 | Added by: shockunia | Date: 29/Jun/2007 | Comments (0)

ბაღში დახეთქილი ბროწეულების
თითქოს სიცილია,
შენ კი მარტო ხარ და კვლავ ვნების
ცეცხლი გიკიდია,
ირგვლივ შემოდგომის სურნელი და
ფრინველთ ჟივჟივია,
როცა შეგიყვარდი, რატომ არ მითხარი
განა სირცხვილია?!
ეხლა?
ეხლა დახეთქილი ბროწეულების
ჩუმი ტკივილია...
 
 
/ნინი ქადაგიძე/
Views: 684 | Added by: shockunia | Date: 29/Jun/2007 | Comments (0)

ჩვენ გავიხსნებით ძარღვებში ისე,
რომ არ შეგვეტყოს შუღლი და ბოღმა.
ამომავალ მზეს ვუწოდებთ მთვარეს
და დავიჯერებთ, რომ წყენა მოკვდა!

კვლავ გავუსწორებთ ერთმანეთს თვალებს
და არაერთხელ გავტკეპნით ფრაზებს!
შევიკრიბებით ცის ბნელეთის დროს ,
ჩავთვლით, რომ ჩვენ ვართ ,მნათობნი ცაზე!!!

სცენა, რომელიც წააგავს სპექტაკლს,
სადაც მსახიობს თამაშობს როლი!
სადაც ნეკნისგან შობილი ევა,
ერთობა ანტიქრისტეზე ლოცვით!!!


Views: 665 | Added by: shockunia | Date: 29/Jun/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz