საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  June 2007  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 19/Apr/2024, 1:09 AM
Home » 2007 » June » 03
ჩემი სიმშვიდე არის ფორმალური,
ღამით, როცა გძინავს, ვარსკვლავებს ვდარაჯობ,
მე ვარ.. როგორ გითხრა ?-არანორმალური,
ცხოვრებით ვთამაშობ !
დღეს მაქვს პაემანი შუადღის თორმეტზე,
ალბათ, სიჩქარეში ქუსლებსაც მოვიტეხ,
თუ გსურს მესაუბრე წესებზე, ნორმებზე..
მოგისმენ, მოგისმენ !
მერე ქარს გავატან შენს ყველა ნაბოდვარს
და პეპლის ფრთებოვით ფარფატა სიყვარულს,
არ ვიგრძნობ სინანულს!
გინდა დავიფიცო?-
რომ მე და სინანულს
ბრძოლები გადაგვხდა,
უხმლო და უსისხლო,
რომ ჩვენ გვეცოტავა ეს ჩემი სხეული,
ხოდა, გავიყარეთ, უხმოდ და უსიტყვოდ.
დღეს ჩემი ნიღაბი არის ფორმალური
და ჩემი ცხოვრება, - ტრაგი-კომედია...
და მე, მთავარ როლში,
არანორმალური სევდა მომერია !
Views: 1111 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

დამხატე,
დამხატე...
ოღონდ ნუ დამხატავ ასე სევდიანს.
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით.
შემომაძარცვე ეს ავბედითი მელანქოლია.
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.
დახატე ზეცა...
ოღონდ თეთრი მოსაწყენია.
დახატე სივრცე...
ოღონდ ლურჯი აღარ დახატო.
მე აღარ მინდა შემოდგომა ფოთოლთაცვენით.
იქნებ მიმოზა დამიხატო სადაფისფერი.
თეთრი ზამთარი?
მე არ მახსოვს,ეს იყო ძველად.
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.
დახატე მიწა...
და მზის აკვნად აქციე თოვლი.
ზღვაც დამიხატე...
ოღონდ მწვანე,ისე ვით მოლი.
მერე რა მოხდა ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.
დახატე ქალი...
საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვარო დამცირებით,უმასკარადო.
ამ სამყაროში ბევრი რამე შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ...
Views: 832 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

საყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები,
ბროლის თითები,მზისგან სავსე ალისფერ ღვინით;
მე დამათრობენ;
გავეგები,
გავენაბები!
პოემას უვრცესს
დაერქმევა
ალვა და სურო.
იქ შორეული მხარეები
უნდა გამეფდეს!
ოჰ!
ეს იქნება აღტაცება ჩემი ნამდვილი,
რომელიც დათვლის შენს თითებზე
დამსხვრეულ ბეჭდებს...
Views: 744 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

შენ ფიქრით დაღლილს სევდამ დაგძლია
და დაჩოქილი მუხლებზე დგახარ
მე ის მეგონე ვისაც ველოდი
მაგრამ ჩურჩულით თქვი რომ შენ სხვა ხარ!

ჩემს წინ იდექი მუხლმოდრეკილი
და ჩუმად მთხოვდი შემყვარებოდი
შენ რომ ის იყო ვისაც ველოდი
მე ხომ ისედაც მეყვარებოდი

თურმე სიყვარულს შენთვის მოჰქონდა
ტანჯვა, წამება და მოლოდინი
მეც ხომ მტანჯავდა სულ მასზე ფიქრი
მონატრება და მოლოდინი

მეც გიყურებდი გაოცებული
ოცნება წამებს ლამაზად რთავდა
შენ მომეფერე ჩუმად მაკოცე
და ყველაფერი ამით დამთავრდა

მე მახსოვს მაშინ გამომეღვიძა
როცა სანთელი ჩაიწვა ჩაქრა
და ყველაფერი რაც დამესიზმრა
გაუჩინარდა ერთ წამში გაქრა.

Views: 690 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)






Category: ვიდეო | Views: 913 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)






Category: ვიდეო | Views: 895 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)






Category: ვიდეო | Views: 1526 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)






Category: ვიდეო | Views: 814 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)






Category: ვიდეო | Views: 880 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)






Category: ვიდეო | Views: 1169 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (1)






Category: ვიდეო | Views: 996 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)






Category: ვიდეო | Views: 977 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ.
ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ.
როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ,
მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ!
ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს.
ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს.
გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ.
იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა
ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა.
შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი.
გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ
წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ.
მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები,
მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები.
მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ -
როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე!...
მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი.
ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მი ... Read more »
Views: 994 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

დაღამებულა უკვე...
შენთან უბრალოდ უცებ გადის
წამი და წუთი...
შენთან მსუბუქად ვფიქრობ
პეპელასავით თითქოს
აყვავილებას ვუცდი...
შენთვის გასულა დღე და
ისევ დახატვას ვბედავ
დაგიმარტოვო ჩემთვის...
მინდა სიტყვების სეტყვამ
ანდა ამ გულის ფეთქვამ
რომელიც ფიქრებს ერთვის..
მიგახვედროს,რომ ასე
ჯერ არავისთან ადრე
არა ვყოფილვარ სავსე...
ბედნიერება ჩემთვის
ისე ციცქნაა ჩემო,რომ
სხვა იმ ციცქნას ალბათ ვერც კი
ჩაატანს გემოს...
მე შენი ხმაც კი მყოფნის
თუნდაც უბრალო სუნთქვა
იქნებ ეს ადრე ვინმეს
ჩემზე უკეთაც უთქვამს...
უბრალოდ შენ მე მშველი
შველი სიტყვას და სათქმელს
თორემ აწყვეტით ასე
როგორ დავწერდი ამდენს?
ეხლა მინდა,რომ მიხვდე
რატომ დაღამდა უცებ...
და რა მოაკლდა იცი?
ბრაზით გაბუტულ ტუჩებს?
და რას დაეძებს მზერა,
რას აყურადებს სმენა?
რისთვის დაღლილა ენა?
ბედნიერი ხარ შენაც?....
შენთან მსუბუქად ვფიქრობ
პეპელასავით თითქო& ... Read more »
Views: 736 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

არ დამაბიჯო გულზე ფეხი არ დამაბიჯო,
არ გამიხელო ეს ტკივილი უკვე მიმქრალი,
შენი ტუჩებით ძველებურად არ გამაგიჟო,
არ მათელინო ჩემი გრძნობით თლილი ფიქალი,
არ დამივიწყო თუმც ოცნება უკვე ნისლია....
Views: 685 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

მე ცის ვარსკვლავს არ შევნატრი, განთიადის შუქით ძლეულს,

მოსწყენია საწყალს ცაზე, უიმედოს, ფერმილეულს.

არ შევნატრი ყომრალ ღრუბელს, ცას რომ ფარავს ფრთა-ტივტივა,

ასტკივდება ხოლმე გული და ცრემლები სცვივა, სცვივა.

მე ზღვის ტალღას არ შევნატრი, კლდის ნაპრალს რომ ეტმასნება.

მას ხომ გული აღარა აქვს, აღარა აქვს ცეცხლის ვნება.

მიყვარს მარტო ქარიშხალი თვალუწვდენელ ზღვიდან ზღვამდე,

ზღვიდან ზღვამდე, ციდან ცამდე თავისუფლად მონავარდე!

მიყვარს მისი ნანგრევებზე ახალ გრძნობით შვება-ლხენა,

მასში სცოცხლობს ფიქრთა ჩემთა იდუმალი აღმაფრენა!

Views: 745 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

არა, არ მინდა,რომ სხვებივით
სიტყვებით ამიხსნა სიყვარული,
უბრალოდ მინდა დამანახო
სულში მოვარდნილი სიხარული.
თუ გინდა სულ ნუ გამიღიმებ,
სხვებივით ნუ მომიტან იის კონებს,
თვალებში ვაჟკაცურად შემომხედე,
ახალი გულის ძგერა გამაგონე.
სულაც ნუ დაუწყებ სიტყვებს ძებნას,
ატირებული რომ დამამშვიდო,
თუნდაც ნუ შეიმჩნევ ჩემზე წუხილს,
უჩუმრად მიწილადე გულის სითბო.
თუ გინდა ჩემთან როცა მოხვალ,
საერთოდ ნუ იტყვი ნურცერთ სიტყვას,
ოღონდ სიყვარული, აღმაფრენა
გულმა შეიგრძნოს და გრძნობით ითქვას.
ხანდახან თუ გინდა მაწყენინე
და ნუ შემისრულებ ყველა სურვილს,
ოღონდ ნუ დამინგრევ ცისფერ კოშკებს,
ოღონდ ნუ მომიკლავ ჟინს და წყურვილს.
მზეთა მიჯნურობას ნუ დამიფრთხობ,
ნუ მკითხავ, სიზმრებით რათა ვცხოვრობ,
ნუ მომთხოვ ოცნება დავივიწყო...
თუ გინდა სულ ნუ მითანაგრძნობ,
ოღონდ ნუ დასცინებ ჩემს ჩუმ ფიქრებს,
ნუ მეტყვი, გიჟი ხარო, რომ გგონია_
ერƯ ... Read more »
Views: 901 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

რას ამბობს სიყვარული-
"ხომ დაგანახე ილუზია, ჩემი მიზანიო?!
ექვსი თვის მადლობა მითხარი და კარგად იყავიო!
ხომ აგიხდინე წინა ღამის ჭრელი სიზმარიო?!
წადი გოგონა, გაიარე, ჩემი გითხარიო!
თავს ნუღარ იმტვრევ, ვეღარ ამხსნი, რებუსი ვარო!
გული არა მაქვს, არც გონება, არც ტვინი მაქვსო!
ეგოისტი ვარ! -მიწიერი ფიქრების მწამსო,
ასჯერ გახსენებ და გავიწყებ ბედნიერ წამსო!
რას არ მადარებთ?!-კორექტურულ შეცდომას, ზღვასო,
თოვლს, ლიმონისფერ ქოლგას, ღმერთს და რა ვიცი რასო..
გინდათ ყოველთვის თქვენთან ვიყო, გავექცე ცასო,
მაგრამ რა მინდა მოკვდავებთან უკვდავებასო?!"
Views: 770 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

გზა მიდის, მიდის, არ ჩერდება...ისმის მუსიკა...
ცას სევდიანი ჰანგები კი წვეთებად სცვივა,
...თვალები თვალებს შეეფეთა ისევ უსიტყვოდ,
ისევ ვიღაცას ელის ალბათ ცრემლების წვიმა...
გზა ისევ მიდის...ისევ ისმის მუსიკის სევდა,
ისევ მოლოდინს მიაგორებს ძველი ქუჩები,
სადა ხარ, როგორ მომენატრე, ტირილი მინდა,
გრძნობას ხმამაღლა ჩურჩულებენ ჩემი ტუჩები...
Views: 703 | Added by: shockunia | Date: 03/Jun/2007 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz