საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  May 2008  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 28/Mar/2024, 4:05 AM
Home » 2008 » May » 08
მოგკლავდი...
მაგრამ...
არა შენი სიკვდილით,
შენს სილამაზეს მოვკლავდი ჩემში
და მერე ყველაზე დახინჯებული გულით
თავიდან შეგიყვარებდი.

მეტკინე...
როგორც მოტეხილი მკლავი,
თავი რომელიღაც ფრინველი მეგონა
და შენი უმიზეზოდ მტირალი თვალების
ფანჯრიდან გადმომხტარმა მოვიტეხე.
იმდენად მარტო ვარ,
ნივთებსაც კი აღარ ვჭირდები,
არა თუ ადამიანებს და ყველაფერი
ხელიდან მივარდება:
კალამი და შენი სუნი,
იები და შენი გაბუტვა.
ვის?!
ვის გავარდნია ხელიდან
ყველაზე მართალი ღიმილი.

ყველაზე გულწრფელი და ბავშვური?
მე გამივარდა.
არა!
ალბათ ძალით დავანარცხე მიწას
და ნამსხვრევებად ვაქციე
შენი ბროლის ტუჩები,
რომ არავის შეემჩნია რა ვნებით
მიყვარდა მათი კოცნა.

მოგკლავდი...მაგრამ...
არა სიკვდილით.
სიცოცხლით მოგკლავდი,
სიცილით მოგკლავდი და მერე
შენს სულთან ერთად ვიცეკვებდი
ღამის ქუჩებში სევდიან ტანგოს
სიახლოვის მკვლელი
და შენთან ერთად დავშორდებოდი
ცაზე შეყვარებულ დედამიწას.
-მომკლავდი?
-ალბათ.


/გიორგი ზანგური/

Views: 942 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

სიკვდილმისჯილი ვნება
გრილ სარეცელზე დადის,
თუსაღ ფიქრების დღეა,
ამბორის წუთი გადის.
თითებს დააჩნდა დაღი,
შენი სხეული სუნი,
კოცნით გავთელეთ ბაღი,
ერთიც არა გაქვს წუნი.
გადმოიხარე ჩემკენ
ისე,რომ ნაძვებს შერცხვა,
როცა გაშალე ტანი,
სველი ბალახი შრება.
მინდა ბევრი ძილი,
სასთუმლად შენი კალთა,
მერე ნანატრი შვილი,
გალობა სეფე ქალთა.
გადავეჩვიე ღიმილს,
სუნთქვა მომინდა შენით,
სულში ჯალათი ტირის,
ჩემი სიცოცლის ფერით.
გადმომისახლდა ტვინში,
ჯამბაზ იორკის ჭია,
ნუ ჩქამიდგები ჯიბრში,
ურთიერთობა მშია.

/გიორგი შალამბერიძე/
Views: 1441 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას,
უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში,
ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას
ლექსებად ჩანესტილ დამშეულ თვალებში.

როგორ ხარ?
ცუდად ვარ.
რა გჭირს?
დეპრესია...
დაწერე?
დავწერე, მაგრამ
რეგრესია.

უკვე მერამდენედ ვატარებ საღამოს
ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ,
გრანელი? გრანელი...სიკვდილის აჩრდილი,
დინება უკვალოდ, დინება ქარდაქარ.

რა მოხდა?
ცრემლები...
დაწერე?
დავწერე..
გიკითხავ,
შენ მისმენ,
სათქმელი გავწელე.

ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს,
ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან,
ხანდახან მზეს სხეულს თავთუხად ვატოლებ,
შენ იცი... რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.

ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე,
მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა,
პოეტი არა ხარ?! მოდი და მიშველე,
უზომოდ გვჭირდები მეც და ჩემს ლექსებსაც... 


/კ ა ტ ო/
Views: 675 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

მიყვარს სიტყვა -ვნება
სხვა სიტყვებზე მეტად.
ვარ აზრ-პირო-ვნება
ნების და თა-ვნება
გემო-ვნება ხელზე
მეხატება მე რად?
როცა ერო-ვნებაც
მდის სიამო-ვნებად.
ჟღერ-ფერ-ადო-ვნებად
მკლავს ჰაერო-ვნება,
რატომ მწირავს ასე
ჩემი ხელო-ვნება?..
დადე ცაზე ეგ მზე
მტევნებს რომ ადნება,
სანამ ლუციფერი
მე დამედე-ვნება.
მიყვარს შენზე თვალის
ცით გამოდე-ვნება
არ მვნებს არაფერი
ჩემი ნების გარდა...



/რატი იონათამიშვილი/
Views: 798 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

ისევ ვიხრჩობი...
ამაოა ყველა მცდელობა...
დგას ოთახებში უშენობის უჰაერობა...


/ნიკა ჩერქეზიშვილი/
Views: 914 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

თავი დაიხრჩო რეალობამ შიშველ ხეებზე,
ილუზიურად მიიცვალა ყოველთვის ნაღდი...
წავალ...
ჩავიცმევ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე...
და...
ტკივილს გაგხდი...

დღეს
ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდა მოდგომა...
ვხედავ ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები...
სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა,
როცა მოვკვდები.
 
/ნიკა ჩერქეზიშვილი/ 
Views: 854 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

სისულელეა დროსთან ჭიდილი.
ვგრძნობ
ამ წამებსაც მიწაზე დაყრის...
მინდიხარ ისე,
როგორც სიკვდილი
აუტანელი ტკივილით დაღლილს.

ღამე დღეებით ოთახს ამუქებს...
ახლა ვშიშვლდები და შენზე ვწვები...
გთხოვ
მხოლოდ ერთი წამი მაჩუქე,
რომ
უშენობას მოვპარო წლები.

 
/ნიკა ჩერქეზიშვილი/ 
Views: 709 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი,
სანამ ზაფხული იმეფებს ჩემში,
სანამ ვისრუტავ ახალ სამყაროს
და ძიებაში გავირინდები...
სანამ იფეთქებს მარტის კვირტები,
სანამ სურნელი მეცემა იის,
სანამ მიპოვის ვიღაც უღმერთო
დამაკარგვინებს რწმენას ლოცვების...
სანამ ჯერ კიდევ შემრჩა ღიმილი,
სანამ ვისწავლი უშენოდ ყოფნას,
სანამ მჭირდები, თუნდაც წამობით
და გული არ წყვეტს რიტმებად ბრძოლას...
სანამ ფიქრები გაყვება ნიავს,
სანამ შევწყვიტავ ფერად ოცნებებს,
სანამ სიზმრებში დაგტოვებ კენტად
და არასოდეს არ დავბრუნდები...
სანამ ჩამოკრავს უცხო ზარები,
სანამ აპრილი გაიდგამს ფესვებს,
სანამ გაზაფხულს დავუმეგობრდი,
მოდი ...უჩუმრად მოყევი რითმებს...
Views: 638 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

შენ ჩემი ქრონიკული სიყვარული
მე შენი ქრონიკული მონატრება,
სახადი რომელიც ჩემია და
რომელიც არასოდეს მომეხდება.

შენ- ჩემი სისუსტე და სიძლიერე,
მე-შენი შიში და შეშფოთება.
"თქვენ ალბათ თავადის ქალობა გსურთ
დაბრძანდით ,გარეთ ეტლი გველოდება"

დღეები მიდიან და გვშორდებიან
ბადე სადღაც გდია დასაკემსი,
მე_ რა გჭირს ხო არ დამეღალე?
და ცივი პასუხი "არაფერი".

"იქნებ სიზმარია ყველაფერი.?"
იყუჩე ნუ ცდილობ გაიღვიძო
ცხოვრების მტანჯველ სისატიკეს
ნუ ცდილობ თვალებში გაეხირო.

და თავადს უმიწოს და უმოსახლოს
მომდევს წუთიერი შეშფოთება-
ვაითუ თავადის ქალს მოჰბეზრდეს და
წავიდეს- გარეთ ეტლი ელოდება.


/გიო ანდრონიკაშვილი/
Views: 804 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

ამ გაზაფხულზე, ადიდდება როცა არაგვი,
აპრილის ბოლოს, მზე და სისხლი როცა აგვტკივა,
მოულოდნელად დამაბნიე და გამახარე
და გაზაფხულში წამიყვანე შაბათს და კვირას...

არაგვისპირას მომიძებნე პატარა ქოხი,
მიტოვებული, უდაბური და უპატრონო,
გამითბე შენი სინათლით და სულის გიზგიზით,
ჭრელი ნოხებით მომიფინე საქალბატონოდ...

ფანჯრის რაფები დამიმშვენე ფურუსულებით,
არ დამიტოვო ასახდენი ნატვრა არცერთი,
ყველა ეჭვები გამიფანტე ახალიც, ძველიც,
გამაღმერთე და მიმსახურე მერე ქალღმერთი...

ამ გაზაფხულზე, ადდიდება როცა არაგვი,
წამომიყვანე ფშავში მზით და ლექსებით მთვრალი,
შემომაწანი თავზე სველი იის გვირგვინი
და სიყვარულზე ასე მითხარი...



/სანათა/
Views: 1392 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (1)

თანმხლები რად მინდა, მარტო გავუყვები,
ელვას გავიყოლებ მხოლოდ მთავ მაღალო,
სიტყვას ჰორიზონტზე ტყვიად ჩავუდგები,
ამოვატრიალო მინდა ეს სამყარო.

ზღვაში,სხივჩამქრალი მზე რომ იმალება,
მოვხადო ჩადრი და შენს ირგვლივ ვატარო,
სავსეა ქვესკნელი დარდის ფიალებად,
დავცალო, ეს ბოღმა როგორმე დავცალო.
ვუთხრა,თუ რამდენჯერ შიშისგან დაზაფრულ
სევდას,რუხყვითელა ფიფქებში ვეშლები,
და თუკი ეს სიტყვა მოიყვანს გაზაფხულს,
დამსაჯეთ, კოცონზე შიშველი ლექსებით.

გადაწვით,გადაწვით მდუმარე ქალაქი,
ამ დილით, რომ მოჰყვა სიცრუეს მაყარში,
დატენეთ, დამბაჩა ჩვეული ღალატით,
ესროლეთ, ქვადქცეულ ქუჩას ნატყვიარში.
ანანეთ, რამდენჯერ ვიტირეთ უცრემლოდ,
რუხი სივრცეები ვძერწეთ აჩრდილებად,
უთხარით,რამდენჯერ მოვიდა უჩვენოდ
მარტი გაზაფხულის უხმო გაწბილებად.
ბილიკზე, ბარდაში მაყვალი ბრიალებს,
უნდა, რომ გიშერი ჩემს თმაზე დაცალოს,
ამოვატრიალებ
ამოვატრიალებ
ამოვატრიალებ
ლექსებით სამყაროს!
 
 
/tekle batonishvili/
Views: 693 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

გინდა? - არასოდეს დამეკარგო,
თუნდაც სულ არაფერს დამპირდე...
გინდა? - ორივენი ავიბარგოთ -
თბილი ქვეყნებისკენ გავფრინდეთ?
.
ასე შორი არი ღმერთი რახან,
გზები ვიახლოვოთ შორივე,
სხვებმა წერტილებად დაგვინახონ
ოღონდ მარტო არა... ორივე...
.
გინდა? - ვიყო შენი პლუშის დათვი
გულში თამაშ-თამაშ მიხუტე,
მარტში აპრილს სითბო გამოართვი
და შენს მაისებად მიხატე.
.
უფალს მიწა რისთვის შეუქმნია
იქნებ ლამაზ ზღაპრად მომიყვე...
ხელი აღარავის დავუქნიოთ
აღარ ვიმარტოვოთ... ორივემ...
.
ვიდრე ატომებად დავიშლებით,
გინდა? - რომელიმე მოცლილ დროს
შენი ოთახი და ბალიშები
ჩემი ღიმილებით მოგირთო?
.
ჰოდა, არასოდეს დამეკარგო,
სითბო ვატრიალოთ მორევად...
ერთად არაფერზე არ ვიდარდოთ,
მარტო აღარ ვიყოთ... ორივე.

/ბაკურ სვანიძე/
Views: 632 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

ხარება დღეა...
ღამეა დაღლა...
მშლის უშენობა-ბნელი და ხელი,
ნეტავ, თუ გახსოვს, ძვირფასო ახლა
ჩემი-შენს მკლავზე დამხრჩვალი-ყელი?

ფარნის მკრთალ ზოლზე როკავს სიგიჟე,
ვნების ტარანტულს გასვლია გესლი,
ხარება დღეა...
მე თავს ვიგიჟებ, რომ გამოგიტყდე-
-მიყვარხარ,
გესმის?!


/ნუციკო დეკანოზიშვილი/
Views: 713 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

მაინც შენმა მონატრებამ მომიარა,
ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები...
მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად...
ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!

ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა
და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს...
ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა
მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...
ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები,
უჩემობას არასოდეს მაპატიებ...
მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები,
ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!

ჩემი ბედით იმიტომაც ვიბოღმები –
მხოლოდ შენთვის გააგორა კამათელმა,
ჩემი თავი ღმერთმა უღვთო გაბრაზებით
შენ გადმოგცა, ვით უტკბილეს ანათემას... 
 
თვალებს – შენი მონატრებით დაფერილებს
ისევ შენი ელანდებათ ოფოფები...
მივუყვები ჩემი სულის ქვაფენილებს –
სულში უკვე აღარ არის მწვანე გზები! 
 
ალბათ გრძნობაც აღარ არის ისე ნაზი
როგორც მაშინ, ეგ თმები რომ მაფეთებდა...
წაიკითხე მაწანწალის მუხამბაზი,
მაპატიე ცხელი სისხლის გათეთრება...

შენი თეთრი ოცნებების დარბაზები
სულისძვრებმა თუკი ჯერაც არ დაბზარა,
დედოფალო! აპატიე ოფოფები
მოწოდებით ახირებულ მაწანწალას!

/ბაკურ სვანიძე/
Views: 746 | Added by: shockunia | Date: 08/May/2008 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz