საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  July 2008  »
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 25/Apr/2024, 1:18 PM
Home » 2008 » July » 09

Подставляйте ладони
Я насыплю вам счастья.
Есть источник бездонный
В дождь, в грозу и ненастье.

Я насыплю вам счастья,
Сколько вы захотите.
Это всё в вашей власти.
Ну берите, берите!

Нет конца и начала.
Нет границ поперечных.
Только вы, получая,
Улыбнитесь сердечно.

И скажите кому-то,
Просто доброе слово.
Не лукавствуя мудро,
Это счастья основа.

Не жалейте улыбок,
Не жалейте участья.
И средь бед и ошибок
Вы получите счастье!

Отдавать его будем
Тем, кому пожелаем.
И, даря счастье людям,
Мы счастливыми станем

Views: 754 | Added by: shockunia | Date: 09/Jul/2008 | Comments (0)

თმაში გარჭობილი
ჩემი ბედისწერით,
ასე თავნება და
ასეთი თავხედი,
ვდგავარ შენს წინაშე
პირველი მიწვევის
შემდეგ. შენ, - ვაი რომ,
ვეღარსად წახვედი.
კბილებს აღრჭიალებ
დაჭრილი მგელივით,
უკვე მერამდენედ
ნაბიჯს გადევნინე.
ესეც ცოდვა იყოს
შენთვის ჩადენილი,
კოცნა თუ გერგება,
ისიც... რამდენიმე.
სულში სურვილები
ისე აგიყმუვლდა,
ხელს გკრავ! -
და მსუბუქი
შეხებით ვატოლებ
ტუჩებს შენს ბაგეებს...
მგონი, ალიყურთან
ალერსი მოუწევთ
შენეულ ფანტომებს.
შენს წინ ჩამოღვრილი
გიშრის დალალებით,
ასე თავნება და
ასეთი თავხედი,
ცეკვა დასრულდა და
ახლა დანანებით
ვამბობ, კარმენივით:
"შენ მაინც წახვედი..."
Views: 860 | Added by: shockunia | Date: 09/Jul/2008 | Comments (0)

დილას,
ცვარ-ნისლებით შენათოვებს,
ღრუბლის,
ლურჯი კალთა შეუმსხვილდა.
ვისვრი,
უკანასკნელ მეტაფორებს
შენით
ცარიელი სხეულიდან.

წარბზე,
დამთამაშებს არითმია.
ახლა,
სულ ცოტაც და... ავფეთქდები,
ჩემი
წილი სუნთქვა დამითვლია
მუჭში
მომწყვდეული საფეთქლებით.

ბაგე,
ამიცრემლდა გაქცეული
მარილ-წილ-ნაყარი ამბორებით,
წავალ,
ნაბიჯებით კვლავ ჩვეული,
ქუჩას,
გამართული გავუყვები.

სათქმელს,
თუ მოვასწრებ ჯერ არ ვიცი.
მარტივ,
მამრავლებად დავიშალე.
სიტყვას,
ერთ ღიმილზე გადაგიცვლით,
თვალებს,
კი ფურცელზე შევიმშრალებ.

ხანძარ
წართმეული ცეცხლივით ვარ
სუნთქვა-
დანაცრული კალაპოტი,
თქვენთან,
ახირება გამივიდა,
ლექსის ავიჩემე ეშაფოტი.
Views: 698 | Added by: shockunia | Date: 09/Jul/2008 | Comments (0)

უშნოდ ლამაზია ეს ქალი, ადამიანისფერ თვალებით...
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი, სახე აქვს დაღლილი წვალებით..
მზეზე სახრჩობელა კიდია, სხივებმა ატმები დახოცეს...
ეს ქალი სამყაროს კიდეა, ჰორიზონტზე რომ აკოცეს...
სული აქვს აპრილზე მუზადი, მის მკერდზე სტრიქონი მეწერა...
ტანი აქვს თლილი და უზადო, ლოგინზე დაღვრილი ფერწერად...
ოთახი საღამოს ემდურის, გაყინულ ცოლივით მთვარეა...
არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია...
სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პათიას...
ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები, ეს ქალი ცოცხალი მითია...
იები ამ ქალის სულს ზრდიან, მგონი ეს ქალი თამარს შობს...
ეპოქა ქალივით სუსტია და კაცის ნერვებზე თამაშობს...
Views: 1019 | Added by: shockunia | Date: 09/Jul/2008 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz