საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  August 2008  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 25/Apr/2024, 5:28 PM
Home » 2008 » August » 04
დღეს ისევ ყელში მაქვს ცხოვრება,
ლოთივით ვიჩხრიკავ ჯიბეებს...
მაღლა არ ამიშვეს...
ჰოდა,
მეც ქვევით დავუყევი კიბეებს.

ქარი ქრის,
მაგრამ შენ არ გცივა,
არ წვიმს და მე მაინც ვსველდები...
უბრალო წამები მაცვივა,
უბრალო დღეებით ვბერდები.

ეჰ...
აღმოხდომიათ ათასებს,
მსგავსი და უსიტყვო ბგერები...
ცხოვრება თავისებს აფასებს,
ცხოვრებას არ უყვარს გერები.

ისევ ჩემებურად მოვედე...
ჰო...
ყველას თავისი ომი აქვს...
ვკითხულობ საყვარელ პოეტებს,
წინ ვიდგამ ერთ ჭიქა კონიაკს.

დღეს ისევ სისხლი მდის გულიდან...
დავბერდი..,
თუ...
უფრო დავძველდი...
ათასჯერ დავიწყე ნულიდან,
ერთამდე ვერასდროს გავგრძელდი.

და მაინც...
სანამ ჯერ თბილი ვარ,
სანამ სულ გაშიშვლდა ყაყაჩო,
მინდა ეს უშენო დღეები
სულ შენს სიყვარულში დავხარჯო.


/ნიკა ჩერქეზიშვილი/
Views: 622 | Added by: shockunia | Date: 04/Aug/2008 | Comments (0)

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
Views: 772 | Added by: shockunia | Date: 04/Aug/2008 | Comments (0)

გახსოვს?
უხეშად რომ დამიტოვე
მკერდზე მაგ თითების ანაბეჭდი,
ბაგე ძლიერად რომ დამიკოცნე,
ტანზე ამეკარი გამალებით.
თმა რომ ამირიე უდარდელად,
მერე წელზე მკლავი შემომაჭდე,
ვნება გამიღვიძე უკარებას,
მზერა ნდომის ცეცხლით შემოსალტე.
სუნთქვა გამიხშირე თავხედურად,
ჩემში გადმოხვედი ბადაგივით,
ისე მომეფერე ახლებურად,
ტანი ამითრთოლე… გავაზივით...

გახსოვს,
მერე ცრემლი, სევდიანი?
ღამის უხმაურო დაჩოქება,
ჩვენი გაჩუმება ნერვიანი,
ტკივილს აყოლილი ნეტარება…

გახსოვს სუნთქვა როგორ გამომტაცე?
Views: 786 | Added by: shockunia | Date: 04/Aug/2008 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz