საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  May 2008  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Wednesday, 17/Apr/2024, 8:22 PM
Home » 2008 » May » 01
ჩემი ჭაღარა მინდა გიყვარდეს
შემოჩვეული თმებში მალულად
აწი იქნებ და ვერ გავიღიმო
ისე ნაზად და ისე ქალურად,
როგორც წლების წინ გამოხედვაში
ხტოდნენ, ანცობდნენ ცელქი ჭინკები
ვერ აგისრულო ეგებ ბევრი და
ამიტომ ბევრსაც ვეღარ გპირდები.
ჩემი ნაოჭი მინდა გიყვარდეს
თვალების ქვეშ, რომ ხაზავს რვიანებს
ვერ ამიტაცებ ხელში აწი და
ჰაერშიც ვეღარ დამატრიალებ...
რა ვუყოთ მერე?! ჩვენ არ ვიდარდოთ
ჩვენს ნაცვლად დარდი ზიდოს ფიქრებმა
ჩემი დამჭკნარი პეშვიდანც წყალი
ისევ ისეთი ტკბილი იქნება.
და მინავლული ცეცხლიც გამათბობს
შენი თვალების ნაპირებიდან
და მე გავზომავ მანძილს ყოველთვის
ასრულებამდე-დაპირებიდან!
 
/biako/
Views: 695 | Added by: shockunia | Date: 01/May/2008 | Comments (0)

იყო თქეში...
(მარტის თვეში)
ჩემი ხელი შენს თბილ ხელში
გაყურსული,
როგორც ღამე
დამეკარგა სადღაც
ხმა
მე
იმ ცივ ქარში,
შენთან
მაშინ
დალალ გაშლილს,
ვნება აშლილს
მედგა  გიჟი მარტის თქეში...
ჩემი ხელი შენს თბილ ხელში
წამებს თვლიდა,
ნატვრას თლიდა,
შენთან მინდა!
როგორც მაშინ
შენთან მინდა!
 
/biako/
Views: 688 | Added by: shockunia | Date: 01/May/2008 | Comments (0)

მუსიკა მშვიდი
ვწერდი და ვშლიდი
სევდისფერ დარდებს
და სადღაც ვარდებს
კოცნიდა ნამი
ორი და სამი
დუმილი გამის,
პაუზის,ნოტის
სიმშვიდე მოდის
საიდან?
როდის?
არ იცის კაცმა
წვეთების აცმა
ღრუბლების ტბიდან
ცრემლების ნაცვლად
ეცემა მიწას
ამ წამს თუ იმ წამს
ვიღაცა იცავს
სულს სითბო აშლილს
ნისლში და ნამში,
გულში და თვალში,
წუთში და წამში
ნურასდროს წამშლი
წამოდი ეხლა
წავიდეთ სახლში!
 
 
/biako/
Views: 1323 | Added by: shockunia | Date: 01/May/2008 | Comments (0)

შეგიყვარებდი ის,რომ არ იყოს
ასეთი მკაცრი
ორად გავყოფდი მაბადია
ამქვეყნად რაც კი
წაგიკითხავდი ღამ-ღამობით
ლექსად ვარსკვლავებს
შენ დამიშლიდი ცხრა უღელად
ნაწნავ ნაწნავებს
კისერთან ხალზეც მაკოცებდი
ალალ-თამამად
შემოარტყამდი ძლიერ მკლავებს
ჩემს წელს,გალავნად
შენ, სიყვარულის მოდარაჯევ
ჯილდოვ და ნიჭო
ამ ჩემს ძაღლივით ერთგულებას
რა ვუთხრა ბიჭო??
შეგიყვარებდი....

 
/biako/
Views: 717 | Added by: shockunia | Date: 01/May/2008 | Comments (0)

ყელზე მძივი - ფერად-ფერად ქვებით,
ბიბილოზე კონწიალა ასხმა...
გიყურებ და ღიმილამდე ვთბები,
გარეთ კიდევ წვიმა იქცა თავსხმად!
მოხატული გვირილებით კაბა,
გულისპირის ვნებიანი სიღრმე...
ვით ბახუსი უკვე აშლილ ტაბლას
უშენობა ზუსტად ისე მიღრენს.
მხრების თავზე მზე დატოვებს ნაწერს
წითელ ლაქად და მაცდური მზერით
როგორც შარშან, ალბათ ისე ამ წელს
გელოდი და ისე ისე გელი.
ყელზე მძივი - ფერად-ფერად ქვებით...
ბიბილოზე კონწიალა ასხმა...
ფიქრში გხედავ და სულამდე ვთბები
მე რას მიშლის, იყოს გარეთ თავსხმა!
 
 
/biako/
Views: 878 | Added by: shockunia | Date: 01/May/2008 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz