საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  September 2008  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 18/Apr/2024, 1:32 PM
Home » 2008 » September » 04

მაგ ტუჩის ნაპირებს, ჯერ კიდევ 
უმზეოს,
ამბორით მივადგი საცდელი 
ხარაჩო,
შეგრცხვა და იდექი ისეთი 
უმწეო -
ვით ტიალ მინდორში პირველი 
ყაყაჩო.

ჩვენ ზეცა გვხიბლავდა, ვხიბლავდით
ზეცასაც,
ღამით კი ვარსკვლავი წყდებოდა 
ყოველთვის,
შემორჩა თმის სუნი ჩემს ლოგინს, 
ზეწარს და
ადრე თუ მიყვარდი ახლა ვარ 
პოეტი.

ვუცქერდით ქალაქის ანთებულ 
ბილბორდებს,
ბოლოდან ბოლომდე ყველაზე 
უმცირეს,
ვნებები ლოგინთან ყვირილით 
მირბოდნენ,
ახლა კი ვერ ვხვდები რად 
წაუდუმილეს.

ამინდი ნერვებში წაექცა 
ნოემბერს,
წამები წამებმა ცრემლებში 
დაახრჩო,
წვიმდა და დღეები უშენოდ 
მტოვებდნენ -
ვით ტიალ მინდორში სულ ბოლო 
ყაყაჩოს.

/roi/

Views: 692 | Added by: shockunia | Date: 04/Sep/2008 | Comments (0)

არ მინდა ვიფიქრო შენზე,
რატომღაც მეშინია ფიქრის...
შენ გიყვარს... - მომკივის ქარი,
მომკივის და სადღაც მიქრის.
მინდა დავემალო ფიქრებს,
ჩრდილში მოვაქციო სახე,
რომ არ წაიკითხო უცებ,
რაც გულში ასე დიდხანს ვმალე...
არ მინდა ვიფიქრო შენზე,
და მაინც მომკივის ქარი:
შენ გიყვარს... შენ გიყვარს... გიყვარს!... -
ჩურჩულებს ყოველი წამი...

Views: 635 | Added by: shockunia | Date: 04/Sep/2008 | Comments (0)

მთვარეული ვარ...შენს სიზმრებში დავეხეტები...
ერთი როლისთვის შევიძინე მხოლოდ სირცხვილი
ვშლი ნაკვალევებს წარსულიდან სველი ფეხებით
ისე ჩუმია ეს შეგრძნება, ისე დაცლილი,
როგორც თვალებში ჩანესტილი თეთრი მარცვლები
და გადის
გადის
გადის
გადის
წლები
წლები
ვმარცხდები....

მთვარეული ვარ... ღამღამობით დღეებს ვათენებ
შენსავით... ძალით გავაღიმე ტკივილი წუხელ.
ისეთი ურცხვი წუხილი აქვთ ამაღამ თვალებს
ამ შეღამების შენიღბვამდე ჩურჩულით გიმხელ,
რომ განა წლეებით არგაჩენილ ნაოჭებს ვმალავ
უბრალოდ
მზერის
მზერის
მზერის
აღარ მაქვს ძალა...

მთვარეული ვარ...და ვავსებდი დროის პალიტრას
გრიმისგან როცა დავისვარე თეთრი ხელები
იცი? ცხოვრების საფეხურზე ფეხი დამიცდა
მანამ უბრალოდ... უფსკრულამდე შემაჩერებდი
ამ ფერებისგან დაცლილ გამას შენ შემატოვე
და ვდგავარ
ვდგავარ
ხან მხატვარი
ხან მენატურე...

 
/kato/
Views: 795 | Added by: shockunia | Date: 04/Sep/2008 | Comments (0)

და განა რამე?
სიამოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
ისე უბრალოდ სისულელეებს მოგიყვებოდი,
თუნდაც კვადრატულ განტოლებას აგიხსნიდი
და მოძრავი A პუნქტიდან B პუნქტისკენ მიმავალ
მატარებლის მსგავსად შემცირდებოდა მანძილი
სხეულებს შორის.
მოგიყვებოდი თუნდაც ჭორებს საკუთარ თავზე, ეჰ იმდენია.
შენ კი იცინებდი და თავს მხარზე დამადებდი.
გამოზომილი სუნთქვით შენს ყურთან განვიხილავდი
სამი იმპერატორის ომს.
გენიალურ მხედართმთავრებს, დავცინებდი კარის მხატვრებს.
მერე თითებსაც დავატოლებდით, ისე უბრალოდ
მიზიდულობის კანონსაც გაგახსენებდი.
შენ კი ამომხედავდი და მეტყოდი :
-მაკოცე რა..
და განა რამე?
საიმოვნებით დავწვებოდი შენი საწოლის ცარიელ მხარეს.
 
 
/gio andronikashvili/
Views: 1025 | Added by: shockunia | Date: 04/Sep/2008 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz