საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  February 2009  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Wednesday, 24/Apr/2024, 7:40 PM
Home » 2009 » February » 10
შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე 
სურვილის გამხელა და გათამამება 
გინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდე 
და მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება 

სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებს 
გიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზე 
შენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებ 
და მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს 

არ გინდა გიყვარდე და მაინც განიცდი 
სახეს და ტკივილებს – უგონოდ გალეშილს 
მე გათენებამდე არავინ დამიცდის 
ამიტომ ვნებებსაც მოვახრჩობ ღამეში 

უკვე ვერაფერი მე ვეღარ მიშველის 
შენ ახლაც ცხოველურ ინსტინქტებს აქეზებ 
ვაგროვებ დამთვრალი ტუჩების სისველეს 
დაბინდულ წამწამებს ვიწებებ ბაგეზე 

შენ გინდა რომ ჩემი სხეულის სითბოთი 
ჩავახშო მხურვალე სხეულის ამბოხი 
ვიცი და აქამდეც ყოველთვის ვიცოდი 
დამტოვებ უაზროდ აშლილს და დაბოღმილს 

ვსუნთქავდი მკერდიდან ავარდნილ ოხშივარს 
ახლა კი სუნთქვასაც არავინ დამაცლის 
ვიცი რომ შენია სუყველა კოზირი 
და მაინც – ბოლომდე მოგყვები თამაშში 

ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევით 
თითებში ლამაზი სიბილწე იბუდებს 
ტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილს 
ვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს... 

ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდე 
ნელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდები 
მარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებ 
თოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების... 

ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდით 
ქვაზე იხატება დადნობა სხეულის 
შენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდე 
მე კი გამარჯვება არა მსურს ეული! 

ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებს 
მზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს... 
შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს – 
გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!! 
............ 
შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე...


Views: 732 | Added by: shockunia | Date: 10/Feb/2009 | Comments (0)

მივდივარ...
მესხეთის ნაკრძალში გიტოვებ
არშემდგარ კოცნას და გრძნობების საცეცხლურს.
სუნთქვა, მწვერვალისგან საგზლად რომ ვითხოვე
მინდა, რომ ლექსებით ისევე მოვვერცხლო,
როგორც ეს ბილიკი, ნაბიჯს რომ ვატოლებ.
მთვარიან ღამეში. ფიქრად, რომ დავტოვე. 

მივდივარ...
ხის ცრემლებს ვაგროვებ მუჭებით.
ვინ იცის, ეგება წასულიც გეძებდე,
ბებერი ნაძვების ფეხმძიმე მუცლები
ისე აუვსიათ ტკბილ-მწარე შეგრძნებებს,
როგორც ეს სხეული ღრუბლების ქარავანს
გოგიას ციხეზე მორკალულს გალავნად.


მივდივარ...
არ ვიცი, როდემდე მეყოფა
ჰაერი უშენოდ, როდის დაგეცლები. 
ჩემს წილ მარტოობას გიტოვებ, ანაზდად
ხეებს ცრემლდადენილ ფიქრებში ვეცვლები.
და ჩემი თვალების გიშრისფერ სამოსსაც
მზერით დაგიმარცვლავ როგორც კრიალოსანს

მივდივარ...
მესხეთის ნაკრძალში გიტოვებ
არშემდგარ კოცნას და გრძნობების საცეცხლურს...


თეკლა.


Views: 846 | Added by: shockunia | Date: 10/Feb/2009 | Comments (0)

რაც დასახარჯი არსებობს - ვხარჯავ, 
რაც სანახავი არსებობს- ვნახე.
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე.

ვერ დავარბიე ჩემში ველური, 
კანდაშაშრული მზით და მარილით, 
ვერ მივაჭედე სულს სახელური, 
რომ გამოაღოს ყველამ კარივით.

ყველა ზეიმზე დავიგვიანე,
ყველაზე ადრე მოსულმა დღემდე.
არც მდიდარი ვარ და არც ჭკვიანი,
მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს.

მე ყველა სიტყვის წარმოთქმა მტანჯავს, 
თვალს ყოველ დილით ტკივილით ვახელ
და სანამ ქარი მისინჯავს მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე. 

  ოთარ ჭილაძე


Views: 1145 | Added by: shockunia | Date: 10/Feb/2009 | Comments (0)

რაღა დროს მარტია? მე მაინც მოვალ 
და კოცნას დაგიტოვებ შენს ტუჩის კუთხესთან,
ასეთი მთვრალი და ასეთი ფხიზელი,
მართალი ვიქნები თბილისის ქუჩებთან... 
ბოლომდე გამიძელ, მე ვცდი და დაგხატავ, 
ფერებად გადმოვღვრი სიყვარულს ტილოზე, 
ღმერთი ვერ ვიპოვე ჩემს რეალობაში
და ყველა ენაზე თითოჯერ ვილოცე... 
რაღა დროს მარტია?! ვნებას არ ვეურჩოთ, 
ამინდის სიცივე გავათბოთ სხეულით, 
გახსოვს? ბავშვობაში შენი სახელებით გადაჭრელებული 
რომ მქონდა რვეული? .. 
კარტივით გაგიშლი წარსულს და მომავალს, 
გავაღოთ ფანჯრები, ოთახში კვამლია, 
ზეწარმოხვეული მხარზე დამეყრდნობი,
მეტყვი : "მაისია, რაღა დროს მარტია?"  


გიო ანდრონიკაშვილი


Views: 729 | Added by: shockunia | Date: 10/Feb/2009 | Comments (1)

სათიბში მიჯნური მთვარე დაბანცალებს.
იციან _ იწვიან ვარსკვლავთა ნარგისნი.
მსურხარ და მაძალებ _ სულ ცოტა მაცალე _
სული თუ მოვითქვი _ სიყვარულს აგიხსნი.
გეტყვი, რა სახმილმა ეს გული დაფლითა
ან მთვარე რად ვიძმე _ ღამეთა პოეტი.
გეტყვი, რომ ცასავით შორეულ ზღაპრიდან
სულ შენთან მოვდივარ და ვეღარ მოვედი;
მერანს შევაცვითე ფერდებზე დეზები,
ვაწბილე ეშმა და ჭინკა და მაცილი,
ამდენი გეძებე _ რამდენი გეძებე!
და დაუძლეველი ვიპოვე მანძილი.
და თუმცა თითებში შენი თმის ლანდია,
თითები თვრებიან მთენთავი ბანგის სმით, _
ნარგისის თვალები ისე შორს ანთია,
ვით ღამის სათიბში ვარსკვლავთა ნარგისნი.
გეტყვი, რომ სიზმრები ქარებმა მირწიეს,
შლეგი იკაროსის ელდით ვარ ნასეტყვი...
და ასე სასურველს
და ასე მიწიერს,
უკვე აღარ ვიცი, გეტყვი თუ არ გეტყვი! _
რომ, თუნდაც მერანმა არსად გადამჩეხოს,
ბედი იქირქილებს, ბილწი და ბოროტი,
რადგან ეს ბილიკი, ასე საცალფეხო,
მკაცრად საცალფეხო იქნება ბოლომდის;
რომ მთვარე მარტოა და მწირის თმა-წვერით
სხვადასხვა სცენაზე ჩვენ ერთი როლი გვაქვს;
და უსასრულოა
და სისხლით ნაწერი
ჩემი ქრონიკული ტრფიალის ქრონიკა;
რომ შემომჩვევია სევდა გაბასრული,
კაეშნის მგეშავი, ავი და გულზვავი,
ჩემი მარტოსული პატარა წარსული
ზურგზე რომ ამკიდა ამხელა კუზივით;
ათასჯერ სიკვდილით თვალები დავიწვი,
სული აქილევსის ვეება ქუსლია...
და ალბათ, არ გეტყვი, რადგან თუ რამ ვიცი,
ვიცი, რომ სიყვარულს ასე არ უხსნიან!
და სწორედ ამიტომ შენი თმის თავთავებს
მდუმარედ მოვისთვლი დამთვრალი ბანგის სმით,
და სწორედ ამიტომ მთვარეს ვუთვალთვალებ,
და სწორედ ამიტომ
სიყვარულს არ გიხსნი.

ზაზა ბიბილაშვილი

Views: 7663 | Added by: shockunia | Date: 10/Feb/2009 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz