საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  March 2009  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 28/Mar/2024, 5:32 AM
Home » 2009 » March » 21
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე 
და რომ მეტყოდე რამეს... 
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე 
შევცვლიდი თვით ამ ღამეს. 
ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი... 
მხიარულებით ქალაქს... 
შენი შემხედვარე 
შენი ხმის გამგონე 
ჭკუას დავკარგავდი ალბათ. 
ეხლა რომ მოხვიდე? 
ეხლა რომ დარეკო? 
ეხლა რომ შემეხო, წამით... 
ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს 
თუკი შენ გარგებდი ამით... 
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე 
და რომ მეტყოდე რამეს 
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე 
ავაწიოკებდი ღამეს...


Views: 933 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად,

ვწუხვარ
ქართულად, ვმღერი ქართულად.

მადლობა ღმერთის, ნებადართულად,
 
შანსი მქონია არ მომირთხამს ფეხი თათრულად.

ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს,

ესეც
ქართულად.

თარგმნეთ რუსულად, კი ბატონო, თუნდაც ფრანგულად,

მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს, მე მწამს,

მე ვწერ
ქართულად.

მე, ყოვლად
ქართველს, ყოველივე მიყვარს ქართული,

ამიტომაც ვარ
ქართველებთან

წელგამართული!


Views: 884 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინმოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები, სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით, აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარით-"მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა, რომ მეჩხუბო, მეწყინოს".

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე, დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას ალერსი გარიკსეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეთ, ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან, რომელსაც თქვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად  ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,

საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე!

/zanguri/


Views: 1124 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

შენით გადაღლილი ჩემი ემოცია,
ფრაზებს მივანდე და 
ლექსად შევუკვეთე,
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო,
ჭრილობაზე სული შეუბერე.

ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა,
სულზე მტკაველებად 
გადავითვლი ტკივილს,
მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო,
ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.

შენით გადაღლილი ზამთარს ვეურჩები,
იქნებ დამნებდეს და წასვლა დააჩქაროს,
შეძლებისდაგვარად თავსაც ვეგუები,
მინდა შეგუება მანაც დამაცადოს.

მალე ღამის სუნთქვა,ისევ დასუსტდება,
ადრე ირიჟრაჟებს დილა ბორიალა,
შენით დაღლილი თუ შენში დავისვენებ,
ვიყო ამ შეგრძნებით მაშინ წარა-მარა...

ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა,
ღმერთო, 
ჭრილობაზე სული,შეუბერე,
ქარის მოტანილი ზამთრის თეთრი ბოდვა,
ლექსად ამ ცხოვრებას შენთვის შევუკვეთე.


Views: 886 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

სხვისი ხარ,მაგრამ გული მაინც შენსკენ მოიწევს,
აბობოქრებულ ვნებას შენსკენ მოუხარია.
გამომიწვია უნუგეშო ტანჯვის სურნელმა,
მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს მარტო ჩემი ბრალია.

ბოროტი სენი შემომერტყა გულზე აპკივით,
დაგრეხილ კლანჭებს უმოწყალოდ მირჭობს ღრიალით.
ავადმყოფ სულში განუტევა სიცოცხლის სხივმა,
ბებერი სევდა ნიავს გაჰყვა, ტირის ნიავიც.

ჩემი არა ხარ, მაგრამ ჩემი გახდი ტკივილი,
განუყრელ ფიქრებს არ გაშორებ მუდამ იცოდე.
შორიდან გეტრფი, მაგრამ ახლოს დაგიდე ბინა,
სიცოცხლე იყავ, თუნდაც იყო სხვისი სიცოცხლე.


Views: 703 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

თურმე თავმდაბლობა ხშირად არ ერგება,

ქარი ჩაუდგება წისქვილს,

სამეფო გვირგვინი ყველას მოუხდება,

ვისთან იდედოფლებ,ის თქვი?

როგორც წმინდა ფიქრი ღალატით შეიცვლება,

ფოტოს ფერს შეუცვლის ნისლი,

ისე, დაძინება ყველასთან შეიძლება,

ვისთან გაიღვიძებ,ის თქვი...


Views: 746 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

სვანეთში მივდივარ, მთებში და...
მიყვარხარ,
ვინ იცის, რარიგად...
ეგების მწვერვალზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
გამორბის მდინარე ბღავილით,
ნაპირებს ცრემლი მოვწმინდე.
ფერდობზე წერწეტა ყვავილი
მაგონებს შენს თავს და მოვწყვიტე.
იმ ხევში მკივანა შურთხია.
მომწყინდა ბილიკზე წანწალი.
მე შენზე ოცნებას ვუფრთხი და
გულს მაინც ედება ხანძარი.
სვანეთში, მთებშიაც დამმშვილდე,
მიყვარხარ, ვინ იცის რარიგად...
ეგების ლატფარზე დავმშვიდდე,
ბარში რომ ვშფოთავდი ღარიბად.
მაფიქრებს ღრუბელი მღელვარი.
მივდივარ, გზა მხვდება ახალი.
სვანეთში ბევრია მწვერვალი
და შენ ხარ ყველაზე მაღალი.


Views: 1328 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (2)

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები, 
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა, 
შორიდან მოგიარონ მორიდებით, 
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა. 
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს, 
მამულეთს გაჰქონდეს გოდება, 
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე, 
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა. 
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე, 
ვეფინო უშენობით დაღლილი, 
ბებერი რიონის ნაპირებზე, 
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით. 
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით, 
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს... 
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები, 
შენში უჩემობა გაგიჟდეს....


Views: 1269 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (1)

ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი...
ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს...
გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც
და მარტო დამტოვეთ...

გარსონ! 
მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა...
ხურდას ნუ მიბრუნებთ-იყიდეთ ვარდები!
დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება!
ვთვრები და ვთავდები...

ვმთავრდები...
და სადღაც ფანტავენ ოქროზე
ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას...
მაბოდებს მეცხრე ცის მეეტლის კოფოზე!
დღესაც რა საოცრად
სევდისფრად ღამდება...


Views: 773 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი... 
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი... 
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი... 
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი.. 
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან.... 
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?! 
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ.. 
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?! 
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი... 
იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი.. 
იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?! 
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი


Views: 632 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

ცოტა-ცოტა, ბევრი არა
ცოტა-ცოტა გინატრე.
წვიმდა, ცოტა გადიდარა,
ცოტაც შენ შეგინახე.
ცოტა-ცოტა ამატირეს
გუშინდელზე ფიქრებმა.
ცოტა-ცოტა დანაპირებს 
შეგისრულებ იქნება.
ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს,
ცოტას თვალებს აგიხელ,
შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს 
გავბედავ და გაგიმხელ.
ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს,
ცოტას მოგეფერები.
როგორ იტან მარტო ამდენს
მოდი, მომე ხელები.
ცოტა-ცოტა ბევრი არა
ცოტა-ცოტა გამიგე.
დრომ უშენოდ გაიარა,
მოდი კარი გაგიღე.
ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო,
უფრო მეტი სიმართლე.
წვიმდა. . . ცოტა გადაიღო, 
მოდი! მართლა გინატრე


Views: 661 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

შენ შეგიძლია? 


შეგიძლია ვარსკვლევებს დახუჭობანა ეთამაშო და ცას შემოუფრინო ოცნების კვალდაკვალ? 
...უბედურების წყვდიადში ღიმილით ჩაეშვა, 
რათა გაათბო იქაურობა... 
...ბედნიერების მწვერვალზე იტირო, 
დაასველო ყველაფერი გარშემო... 
...გაეკიდო ფიქრს და მთელი ღამე ნაცრისფერ ღრუბლებზე იბოდიალო... 
...ჩაეხუტო ბედნიერებას და თვალდახუჭულმა უსმინო მის ფეთქვას... 
...დილის ნამის სუნთქვით გათბე... 
...ღამის ანგელოზთა გალობა აქციო ჰიმნად... 
...კოცონზე დამწვარი ნაფლეთები სათითაოდ შეკრიბო და ოცნება შეკრა... 
...ცა წითლად შეღებო, მზე ლურჯად... 
...სამოთხიდან ცეცხლი მოიპარო სხვის გასათბობად და... 
...ჯოჯოხეთში ამოსული ეკალი სულნელოვან ფინიკად აქციო... 
შეგიძლია უბრალოდ შეიყვარო? 
მაშინ გაშალე ფრთები და იფრინე ჩემთან ერთად...
Views: 823 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ
ჩემო პატარა გოგო..
ო, რომ იცოდე შენი ღიმილი მათრობს როგორ...
როგორ მახარებს შენი ტკბილი ტუჩების გემო,
არ შემიძლია არა, არ გეთაყვანო მე რომ...

მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ...მე შენი სუნიც მიყვარს,

როდესაც ტუჩებს მახებ, კარგო კანკალი მიტანს...
მიყვარხარ მთელი ძალით და სულ ვიტირო მინდა, 
იქამდე ვიდრე სუნთქავ, ვერ ვიარსებებ მშვიდად...

Views: 872 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

თბილისს ვარდისფერი სახე გაუფრინდა,
ყელზე დაეკიდა მთვარე...
როგორ მენატრება... როგორ მენატრება,
ნაღდი თბილისური ღამე.

სანთლის სიჩუმეში მკრთალი ფოთოლცვენა,
ბაღში - მოწყენილი გედი,
ტაძრის სინაზეში ჩიტის გადაფრენა,
თმები - მოქნეული ფრთები.

მტკვარი მოჩითული ჭადრის ფარდაგებით,
ცხელი სიყვარულის როკვა,
მერე ცრემლები და მერე სინანული,
სიონს გალობა და ლოცვა.

მერე მთაწმინდაზე დიდი ღამისთევა,
ვაჟას პოეზიის ცეცხლი.
ცისფერ ბილიკებზე ლურჯი გარინდება,
გალას სისხლიანი ლექსი.

მერე სიგიჟე და თეთრი მწუხარება,
გული - გაგლეჯილი მთვარე.
ღმერთო, მენატრება, როგორ მენატრება
ნაღდი თბილისური ღამე.


Views: 719 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

ხან წყაროსავით წყნარი ვარ,
ხან გიჟმაჟი ვარ თერგივით,
ხან კოცონივით მხურვალე, 
ხან ცივი,აისბერგივით.

ხან მაღლა ცაში დავფრინავ,
ხან მიწას სულ ვერ ვცილდები,
ზოგჯერ სულ ყველას ვახსოვარ,
ზოგჯერ არავის ვჭირდები.

ხან ზღვა და ოკეანე ვარ,
ხან კი ცრემლივით პატარა.
ხან გაზაფხულმა დამკოცნა,
ხან ქარმა ხელით მატარა.

ხან ყვავილთ მეფის ტოლი ვარ,
ხან მინდვრის ყვავილს ვედრები.
ხან ერთი ჭიქა დამათრობს,
ხან სამი ჭიქით ვერ ვთვრები.

ხან შემოდგომის დარდი ვარ,
ხან გვირილების სიცილი,
ზოგჯერ სიკეთე გამათბობს,
ზოგჯერ ვკანკალებ სიცივით.

ზოგჯერ დაც კი არ მაჩვენებს
სულში გაჩენილ იარებს,
და ვიღაც უცხო,სულ უცხო
მოვა,დარდს გამიზიარებს.

ხან მეფედ მაქცევს განგება,
ხან მონადა ვარ ქცეული,
ხან გვერდით მიდგას სულ ყველა,
ხან ვრჩები სულ მთლად ეული.

...და მაინც ასე ვიქცევი,
მივყვები ჩემს გზას ოცნებით,
ხან ასეთი და ისეთი,
კიდევაც განვმეორდები...

Views: 674 | Added by: shockunia | Date: 21/Mar/2009 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz