საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  April 2012  »
SuMoTuWeThFrSa
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 25/Apr/2024, 4:24 PM
Home » 2012 » April » 27
-მიყვარხარ!
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც არასდროს!
-რა, წარსულშიც გქონდა მსგავსი რომანტიკული ისტორიები?
-რა მნიშვნელობა აქვს, წარსული წასულია...
-ჩემთვის აქვს მნიშვნელობა...
-რატომ?
-იმიტომ, რომ წარსული შენი ფესვია, შენი არსების ნაწილი, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე...

-რა, მომავალი არსებობს?

-რა თქმა უნდა, მაშ რაღაა ხვალინდელი დღე...
-წარსული, აწმყო და მომავალი ერთი მთელია.....
-არა, ერთის ერთის სხვადასხვა ნაწილი...
-და მაინც ხომ ერთია დრო, რომელიც სივრცესთან ერთად ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობდა, არსებობს და იარსებებს...
-დრო ღმერთია...
-არა, სიყვარულია ღმერთი...
-სიყვარული დროისა და სივრცის სამკაულია...
-სამკაული? მხოლოდ?
-მამოძრავებელი ძალა...
-მოძრაობა ხომ წინააღმდეგობათა მუდმივი თანხვედრაა....
-ჰო, ასეა, მაგრამ წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილში სიყვარული სულის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა....
-არა, სიყვარული არ შეიძლება საშუალება იყოს, ის თავისთავადია, დამოუკიდებელი, ყველასი და ყველაფრის მბრძანებელი., სრულყოფილი, კეთილშობილი...
-ესე იგი თითქმის ღმერთი...
-შეიძლება...
-რატომ შეიძლება?
-იმიტომ, რომ არავინ იცის ღმერთის ცნება...
-ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ... ვიდრე ქადაგებენ, ვიდრე წერენ, ვიდრე გვიგრძვნია...
-ამას საიდან ასკვნი?
-იქიდან, რომ ღმერთის ცნების განსაზღვრას ადამიანის უდაბალორგანიზებულესი ტვინი ვერ შესწვდება... როგორ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაც არ იცი?
-მაშ ვინ არის იესო, რომელიც ადამიანთა მოდგმას მხსნელად მოევლინა, მათი ცოდვები იტვირთა და სისხლით გამოისყიდა...
-ღმერთი-სიყვარული, ღმერთი-ნუგეში, ღმერთი-სიტყვა, ღმერთი-სათნოება, ღმერთი-სულგრძელობა, ღმერთი-ნათელი, ღმერთი-სიკეთე, ღმერთი-ჭეშმარიტება... და ალბათ კიდევ ბევრი ის, რაც ჩვენი ცნობიერებისათვის მიუწვდომელია...
-რატომ ასე შორს მისგან, ღმერთმა ხომ თავის სახედ და ხატად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება უბოძა...
-რა თქმა უნდა, მაგრამ პირველმა ადამიანებმა შეცოდეს, მერე მათმა შთამომავლებმაც...და ასე...ცოდვამ იბევრა...ადამიანი განშორდა თავის შემქმნელს, პირველსაწყისს...თავისუფალი ნებაც უნებურად ჩაერთო ამ პროცესში...
-ვერ დავბრუნდებით?
-ცხოვრება გვაიძულებს მის დინებას მივყვეთ....დრო არ ჩერდება...,,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”...პირველსაწყისთან დაბრუნების სურვილი ჩვენ-ჩვენი თავისუფალი ნების არჩევანია...
-მაგრამ გააჩნია, როგორ მიყვები ცხოვრების დინებას, უღმერთოდ თუ...თუ ესეც ნებაა თავისუფალი...
-რა თქმა უნდა...
-ახლა მე შენთან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების წყალობით ვარ, თუ...
-შენ როგორ ფიქრობ?
-დრო მიჩვენებს...
-დრომ კი არა, გულმა უნდა გიკარნახოს...
-გული შენთან ყოფნას მთხოვს...
-და ეს გგონია სიყვარულია?
-მაშ, რაა?
-ინტიმი...
-ნუთუ მართლა...
-ეს შენს თავს შეეკითხე!
-შენთან საკუთარ თავს ვკარგავ...
-და ვერ პოულობ?
-ძებნაც არც მიცდია...
რატომ, საკუთარ თავს არ უფრთხილდები?
-არა, როცა შენთან ვარ...
-როცა ჩემთან არა ხარ?
-მაშინაც შენთან ვარ...
-და მოგწონს ეს?
-ძალიან...
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც არასდროს ...
რა, წარსულშიც გქონდა რამე მსგავსი?
-დ უ მ ი ლ ი
-სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი...
-აი, უკვე ერთნაირად ვფიქრობთ!!!
-ესეიგი, გამოგვივიდა...
-მაშ, რა საჭირო იყო ამდენი დიალოგი...
-დიალოგმა გადაგვარჩინა...
Category: პროზა | Views: 714 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2012 | Comments (0)

კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე,
რომლებიც უყვართ

კედელი არასოდეს ინგრევა ნესტით,

როდესაც თბილა

თვალები გაცილებით მეტს ღალატობენ

ვიდრე ტუჩები

მთვარე სიყვარულს კი არა, ქაოსს

იწვევს

ფილტვებში ჟანგბადი კლებულობს
როდესაც კოცნი

და მაინც

კაცები ყოველთვის ფიქრობენ ქალებზე
რომლებზეც არ საუბრობენ

ვერცერთი კედელი ვერ უძლებს სინესტეს,
როცა არ თბილა

ტუჩები იშვიათად მაგრამ მნიშვნელოვნად
ღალატობენ

იდილია მხოლოდ მთვარის არარსებობისას
დაიშვება

თუ ჟანგბადი გაკლია
აკოცე.
Views: 704 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2012 | Comments (0)

გაბუტულ ტუჩებზე კოცნას აქვს მუღამი,

ნერვებს რომ აწვალებ წამოსულს გულიდან,

ტკაცუნობს კეფასთან უხამსად ბუხარი

და ფილტვში შეჭრილი ნაფაზი გუგუნებს.

ზეცისკენ, გულაღმა წევხარ და ისვენებ,

სულ ცრუობ ,როდესაც იძახი ნახვამდის.


თვალებში ჩაგყურებს მთვარე და სისველე

ჰგავს ცვრიან განთიადს, სიბნელის დახრამდე

მეძებე, ჩემს ზურგზე ააგე კოშკები

სულ ცოტაც... თითების სითბოს ვგრძნობ, მაცხუნებს...

ჩემს მხარეს (განგებ რომ) დააწყვე ქოშები,

მომაწვდი? - ამბობ და გულს უჭერ მარწუხებს.

გაბუტულ ტუჩებზე სიბრაზის ნარჩენი...

და მკერდი ფოთლების ხმაურით აივსო,

ჩაუვლი ჩემს შუბლზე ჩატეხილ ნაოჭებს,

ბუტეო... და მაინც რაღაც ვერ გასვენებს...
Views: 679 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2012 | Comments (1)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz