საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  June 2013  »
SuMoTuWeThFrSa
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 28/Mar/2024, 11:01 PM
Home » 2013 » June » 01
დედის სათხოვარი
(...შვილებს)

ვიდრე წავალ, შემაგებე შენთან დილას,
დედის ხელი ნამძინარებ თვალებს დაგბანს,
დავწყნარდები, დაგინახავ თუკი მცინარს,
ღამით, ისევ შეგიკეცავ მხრებთან საბანს.

ვიდრე წავალ, გასაუზმებ, მოგხვევ ხელებს,
გარეთ გასულს ჩუმად პირჯვარს გადაგსახავ,
ვიდრე წავალ, კიდევ ერთხელ მომეფერე,
თორემ მერე კარის ზღურბლზე ვეღარ მნახავ.

ვიდრე წავალ,იავნანით დაგაძინებ
და მძინარეს შეგავედრებ ქვეყნის გამჩენს,
ატირებულს უსათუოდ გაგაცინებ,
ეგ ღიმილი ქვეყნად ყველა ტკივილს არჩენს.

ვიდრე წავალ არ გაცივდე, დაგაფარებ,
თორემ გული არ გამყვება დარდის მყოფელს,
ღვთისმშობელის კაბის კალთას აგაფარებ,
ასე მშვიდად გავუყვები იმა სოფელს.

ვიდრე წავალ, დედის ლოცვით გაგითენებ,
სანამ ღმერთი შენს ფერებას კიდევ მაცლის,
თუ ჭრილობას კარგ–შვილობით გამიმრთელებ,
თორემ მერე უჩემობა სულზე გაგცრის.

არ მატკინო, ის სხეული სადაც ოდეს,
ცხრა თვე გედო საიმედო თბილი ბინა,
უფლის მცნება ყოველდღიურ წესად გქონდეს
რადგან ფიქრიც ისმინება ცათა შინა.

როს პატარა, უმწეო და სუსტი იყავ,
ამ ხელებში გაძინე და გაგაცინე,
ახლა ჯერი შენია და მადლი მიყავ,
ამიყვანე და უცრემოდ გამაცილე.

ვიდრე წავალ, ვიდრე მიხმობს მადლიანი,
როცა ვიცი მონატრება გამამწარებს,
ვიდრე გხედავ, არ მამყოფო დარდიანი,
თორემ მერე სინანული გაგაწვალებს.

/ნანა მეფარიშვილი /
Views: 701 | Added by: shockunia | Date: 01/Jun/2013 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz