საიტზე შემოსვლა

კალენდარი
«  June 2013  »
SuMoTuWeThFrSa
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Friday, 19/Apr/2024, 4:01 PM
Home » 2013 » June » 18
შენ ვეღარაფრით უკვე ვერ მატკენ
და ვეღარაფრით ვერ გამაკვირვებ...
ამ მარტოოობას შენგან ბოძებულს,
ორივე ხელით საჩუქრად ვიღებ!

აღარ მოველი მზერას ვნებიანს,
არც ცხელი კოცნა ამიწვავს ბაგეს,
გადავივიწყებ მკლავებს ძარღვიანს,
გულში ჩავიკრავ უძირო ღამეს!

არას გემდური, რაც არის, არის!
ვიცი, ვერ გასცემ იმას, რაც არ გაქვს -
ზამთარს ვერ მოსთხოვ თაკარა მზეს და
ვერც ზაფხულს მოსთხოვ თოვლის ფიანდაზს...


ო, არ გემდური, პირიქით - გმადლობ!
მადლობას გიხდი სიმარტოვისთვის...
ჩუმი ოხვრისთვის, ჩუმი ცრემლისთვის
და ამ უძილო ბნელი ღამისთვის...

მარტოსულსა და კენტად დამაშვრალს,
სულ სხვა სამყარომ გამიღო კარი!
აღარ დავეძებ ზამთარში იებს,
აღარც გემდური - რაც არის, არის!

/ხათუნა შავგულიძე/
Views: 731 | Added by: shockunia | Date: 18/Jun/2013 | Comments (0)

Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz