Login form

კალენდარი
«  April 2024  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Tuesday, 23/Apr/2024, 6:58 AM
ვიღაცას სწერდი:
''1001 კოცნას, საყვარელო, გიგზავნი შორით''.

სრიალებს თოვლზე პატარა ციგა,
ვიგონებ წიგნში დამალულ წერილს
და ახალ დარდებს მომაყრის ციდან
გაქურდულ გულზე, ცრემლით დასერილს.
ავხადე სურვილს მხურვალედ ლოდი,
გულს გინახავდი, როგორც შაჰ-ნამეს,
და შენ კი თურმე სხვას ჰპირდებოდი
''ათას ერთ კოცნას'', ათას ერთ ღამეს.
ახლა ლოდინი დროთა მზომავი
ან საყვედური ვის გავაყოლო?!
თვალს შემოევლო ვერცხლის ზონარი,
ყმაწვილურ ზღაპარს მოეღო ბოლო.
ეს მოხდა გუშინ, ეს იყო წუხელ,
ელდა დამეცა ყაჩაღ ლეკსავით
და ვით კახეთში თამარის ციხე,
დაინგრა ფიქრი გაულექსავი.
სრიალებს თოვლზე პატარა ციგა,
ვიგონებ ჯავრით დახეულ წერილს
და ახალ დარდებს მომაყრის ციდან
გაქურდულ გულზე, შხამით დასერილს.

/ნინო თარიშვილი/

Views: 799 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

მოხვედი, თან მოგყვა იების ღიმილი,
ფიქრმა აიწყვიტა, გულს რითი ვუშველო?
წახვალ და ჩამოთოვს ფიფქებად ფიქრები,
წახვალ და როგორღა ვიცხოვრო უშენოდ?..
Views: 837 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

ასე არასდროს არ მყვარებია
შენი მშიშარა სხეულის სითბო-
თითქოს პირველად შეგახე ხელი,
უკანასკნელად გიყურებ თითქოს.
ტყუპისცალივით ხარ ახლობელი
და ამავე დროს, უცხო სრულიად...
ასე იწყება ალბათ სიცოცხლე,
ანდა ეს უკვე აღსასრულია!

/ოთარ ჭილაძე/

Views: 1082 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

ცისფერ ასფალტზე დაეწვეთა
აგვისტოს ხვატი,
ბევრჯერ ვინატრე, სადღა იყო
გულცივი მარტი,
ხომ მოხვიდოდი, რომ გცოდნოდა
როგორ მიყვარდი?
არ დამელოდე, არ მოხვედი,
თუმცა დამპირდი,
ბევრი ვეძიე, სადღა იყო
ჩემი აპრილი,
მთელი ზაფხული, შემოდგომა
შენზე ვმღეროდი,
ხომ მოხვიდოდი, რომ გცოდნოდა
როგორ გელოდი?!...
Views: 730 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
რა უფეროა უშენო დღე და
რა დაცლილი უშენო ღამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი,
როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას,
როგორ ვიტკიებ უშენო წამებს,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ მე გეტვი,
როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი,
როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე,
მითხარი რამე!
მითხარი რამე, თორემ სულ მალე
დაგავიწყდები, მითხარი რამე!
Views: 877 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (1)

მე მეფერება შენს თვალებში ჩარგული ია
და მეფინება მთელ სხეულზე სურნელი ვარდის,
უმანკო გული,ვით ედემის კარები ღია
და ვით ენძელა კლდის ნაპრალებს მოვაპობ კაბით.

იასამანი დაუწურავს ვენერას ხელით
და ყაყაჩოებს დარჩენიათ თვალები ღია
ო,არასოდეს დაისველო თვალები ცრემლით
არ დაასველო შენს თვალებში ჩარგული ია.

მე ეკლიან გზებს გამოვივლი შიშველი ფეხით
ოღონდ დატოვე შენი გულის კარები ღია
ვიცი,არასდროს მიმატოვებ,ყოველთვის მეტყვი,
რომ მეფერება შენს თვალებში ჩარგული ია.

Views: 787 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

ჰეი ლოთებო! გყვარებიათ ჩემსავით ღვინო,
ან გწყურებიათ ღვინოსავით ჩემებრ ტრფიალი?
ველოდი მუზას არ მოვიდა, უნდა ვიყვირო:
ჰეი ლოთებო! ღვინო მაინც მასვით ტიალი.

ოჰ ეს დოქები! თვალიც დალევს სველი ხელადით,
და მე რაღა ვარ, მეც შემივსეთ ერთი ფიალა,
ჩემი მიჯნური სხვასთან იყოს, თვალით ვხედავდე,
ქვევრებით დავლევ აწი ღვინოს, ყანწით კი არა.

ძმანო ლოთებო! მინდა იყოს ყველა ლამაზი,
რომ ტრფიალებამ ერთნაირად კარი გააღოს,
უსიყვარულოდ ვიღუპები, ღვინო დაასხით,
იქნებ ბახუსის ნაპერწკლებმა დარდი გაალღოს...

Views: 881 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

მომენატრები და მარტოობას ვიგრძნობ,
მომენატრები და გინატრებ.
მომენატრები და დაგიწყებ ძებნას,
რომ ვერ გიპოვო, გიდარდებ.
მომენატრები და კიდევ უფრო მეტად გიგრძნობ,
სევდა გამერევა ხმაში.
ან რა მაცოცხლებს, ან რა მეშველაბა
რომ არ მომენატრო მაშინ.
Views: 953 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (2)

ტირიფო, ტირილით გაგაკვირვებ,
რა გითხრა მტირალა ტირიფს, -
მე თვითონ არ ვიცი, რა მატირებს,
მგონია ტირი და ვტირი.
როგორც მონადირე ნანადირევს
დრო გვყოფს... ჭირვეულობს ჭირი...
მე თვითონ არ ვიცი, რა მაყვირებს,
მგონია ყვირი და ვყვირი.
თენდება იჭვის და დარდის დილა,
რას მერჩი, რა გინდა, ქარო, -
მე თვითონ არ ვიცი, სად მივდივარ,
მგონია ჩქარობ და ვჩქარობ.
წლებმა ძაღლებივით დამიკბინეს
ლექსი დაწერილი ცივად, -
მე თვითონ არ ვიცი, რა ვიტკინე,
მგონია გკტივა და მტკივა.
Views: 785 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

"მითხარი რომ სულში, ყველა ჩირაღდანი ერთად გადაიწვა,
რომ წვიმიან ღამეს, ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა.

მითხარი რომ მოკვდა, ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გადარდებს ჩემი ნაღვლიანი სახე, უხმო ატირება.

მითხარი რომ ჩემთვის, აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა და მაინც მალე, მალე მიმატოვებ.

წავალ ისევ მარტო, და დამრჩება სულში უსაშველო ბინდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ისევ ამაყი და მშვიდი.

მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები,
შენზე ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები.

წავალ ისევ მარტო, და დამრჩება გულში უსაშველო დარდი,
როგორ შემეშალე, ჩემს ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი........... "

Views: 1435 | Added by: shockunia | Date: 26/Apr/2007 | Comments (0)

« 1 2 ... 36 37 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz