Login form

კალენდარი
«  March 2024  »
SuMoTuWeThFrSa
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 28/Mar/2024, 6:29 PM

ჩემს ქუჩაზეც ჩამოივლის გაზაფული?
რაღაც არ მწამს, სულ ტყუილი ფიქრებია...
გაზაფხულის წვიმა მაინც მოვიდეოდეს
რაც აქამდე ოცნებებში მიძებნია.
დამიზამთრდა...თანაც თითქოს სამუდამოდ

ეს თვალებიც უსიცოცხლოდ მიკვდებიან,
რაღაც ისე გამიგრძელდა უმზეობა...
არადა რა... მზის სხვივები მიკრეფია.
ჰო, არ გჯერათ? მიკრეფია მაგრამ სხვისთვის
ნუ გგონიათ ცარიელი სიტყვებია...
ვარსკვლავებიც მომიწყვიტავს ციდან მისთვის
და ვუქმნიდი გაზაფულის იმპერიას.
დღეს მე ვნატრობ ამ გაზაფულს, ჩემს ქუჩაზე
რადგან უკვე სხვის ბილიკებს მიეჩვია,
მაგრამ იცით? უსუფთაოდ დამთბარ ქუჩებს
ჩემს ქუჩაზე... ზამთრის სუსხი მირჩევნია.
Views: 701 | Added by: shockunia | Date: 26/Oct/2012 | Comments (0)

თვალებიდან,

გულის გავლით..

ცამდე…

ფიქრში ხატვის

მონატრების

ცდამდე,

შეხვედრიდან

შეხვედრამდე

თვლამდე,

გაბედულად

სიყვარულის

თქმამდე….

თვალმა გულის

სიხარულით

იცის,

სიძლიერე

დადებული

ფიცის,

ნატვრა ფიქრებს

ბედნიერად

აქცევს,

აი ეხლაც..

ზეცა წვიმას

აქცევს.

თვალებია

სიკაშკაშის

ფერის,

როცა გული

მელოდიას

მღერის,

როცა გრძნობას

ეტოლება

ნება,

და სიყვარულს

როცა იცავს

მცნება…

როცა ცაზე

ანათებენ

მთვარეს,

და ჰგუობენ,

მარეს…

როგორც არეს…

მესაკუთრე

იგრძნობს გრძნობის

აბებს,

სილამაზის

როცა ქმნიან

ამბებს…

თვალებიდან

გულის გავლით

ცამდე….

სიყვარულის

არ დათმობის

თვლამდე,

მჯერა, მჯერა,

მე ვიჯერებ

ამდენს..

თვალებიდან

გულის გავლით

ცამდე…
Views: 870 | Added by: shockunia | Date: 17/Sep/2012 | Comments (0)

ნერვები, მოცახცახე სადენები!
მზერა-ამღვრეული თვალებია!
მოდი ემოციას დავაოკებ,
ხმაში მობორძიკე გამებია!

მოდი გულში თბილად ჩაგეხუტო!
იქნებ და… შესძლო მოახლება
გრძნობას, უგრძნობლობა დავამონო,
საწმყსოს ურჩი ცხვარი ებარება!

მე ვერ ჩავეტევი ჩარჩოებში,
და ვერ დავლაგდები დოგმატებად.
იქნებ ქარს სიშლეგედ გავაყოლო,
ვნებად დაგროვილი მონატრება!!

ნერვები, მოცახცახე სადენები!
მზერა, შეშლილის თვალებია!
მაინც…. სხვა დროს ასე ჟინიანად.
სიცოცხლე არასოდეს მყვარებია!
Views: 736 | Added by: shockunia | Date: 06/Sep/2012 | Comments (0)

არაფერი გამოდგება სიყვარულის წამალად
კაცმა ჭირი რომ დამალოს
ჭირი თავს არ დამალავს.

სიყვარულსო. . ვითა ცხენსო. . .
როგორ ბრძანებთ ბატონო?
არ დამალა სიყვარულმა
თავი ეს უპატრონო.

ზღვას დამალავ,
მთას დამალავ,
ვარსკვლავების ამალას,
რას იტყვი რო ვერ დამალო
რასაც გინდა დამალავ.

ისეთები დაუმალავთ
ცხენი რა სათქმელია
მაგრამ თუკი მართლა გიყვარს
წარ-მო-უდგ-ენ-ელ-ია. . .

სიყვარული რომ დამალო
ბატონია-მონა ხარ,
აგატირებს, აგამღერებს
და გასაფრენს მონახავს.

ვერ დამალავ გეუბნები
ბატონია მსახურებ
გულიდან რომ კარს გამოხსნის
ლექსში გაიჯახუნებს.

იმის მადლი არ გაგიწყრეთ,
არ მოტყუვდეთ არავინ
არ დამალოთ მაგ მშვენიერს
რა სჭირს დასამალავი.

ნუ შეაბავთ ფრთაზე ლოდებს,
ნუ ჩაუყრით სამანებს.
თქვენ თუ დამმალავები ხართ
უგულობა დამალეთ.
Views: 721 | Added by: shockunia | Date: 06/Sep/2012 | Comments (0)

ქალაქში დადის ბიჭი სულელი,
გაბრუებული შენი სურნელით.
უყვარს სიცოცხლე,
უყვარს ფერები
და ვეღარ გაძღა შენი ფერებით!
გულით მზე დააქვს,
თვალებით _სითბო
და შენგან მხოლოდ სიყვარულს ითხოვს!
Views: 687 | Added by: shockunia | Date: 23/Aug/2012 | Comments (0)

ტაატებს ფეხშველა
ღრუბელი ნებაზე,
ჩიტები კი არა,
სხივები მღერიან,
ისეთი დილაა
არყოფნას განანებს,
(იცოცხლო ხანდახან
ისეთი ძნელია).
ჰო, შემოიხეთქეს
ჭერმებმა ყვავილი,
აპრილი - ხაჩხაჩებს,
გაბრიელს - ელიან...
ახლა , ღვთისმშობელი
ყვავის ყველა კვირტში
და ქერუბიმებიც
მიწაზე რჩებიან...
ტაატებს ფეხშველა
იესო ზეცაზე,
სათუთად იყვანენ,
ღთვისმშობელს აწვდიან,
მე, ამის შემყურე
ცოტაც - გავთავდები...
დედობა მასწავლე,
დედაო მარიამ !

/ნინო ქადაგიძე/

Views: 718 | Added by: shockunia | Date: 26/Jul/2012 | Comments (0)

როს იმზეურებს, დამშვიდდება წვიმა და თქეში,

მონატრებული გესტუმრები ვარდობისთვეში...


ეს მოლოდინი, ქართლის მზეო, ალბათ, დამახრჩობს,


მოვალ, მოგართმევ სურნელოვან ველურ ყაყაჩოს...


პირჯვარს დავიწერ, სადაც მტკვარი უხვევს არმაზთან,


შემეფეთება სამთავისი ლამისყანასთან,

გზად შემხვდებიან ქსნის ციხე და ხენი მაღლები,

ვაშლის ბაღები და ქართლელნი - ბრგენი, ლაღები! -

და ავმაღლდები, სად შესწვდები ღრუბლებს ხელით და,

სადაც ნიავქარს მოაქვს მწუხრი ცხრაძმისხევიდან,

სად სახლობს ხარი, გამოზრდილი ლიხნთან, ილორთან, -

სად ლოცვა-მადლი ეფინება ლარგვისს, იკორთას, -

იქ, სადაც ფრენა ეამებათ მამაც არწივებს,

მივეახლები მალემსრბოლის წმინდა ნაწილებს,

და თუ წამლეკავს უსამანო გულის ჯავრი და

დავზვერავ სივრცეს მედიდურად გორისჯვარიდან, -

ვიცი, ღირსებას შემილახავს მღვრიე ლიახვი,

შემაბარბაცებს სურნელება ცრემლის ნიაღვრის! -

რადგან ირყევა საძირკველი მტკიცედ ნაშენი,

რადგან მწუხარებს აჩაბეთი, თამარაშენი,

რადგან გვიწუნებს ჭია-მატლი ძალას, მხნეობას,

რადგან თევდორე აღარ თელავს თეძმის ხეობას,

რადგანაც ტაძარს - ყველაწმინდის - სისხლი ატყვია,

რადგანაც ლომო, ვერ იშუშებ ზურგში ნატყვიარს!..

რადგანაც ცოდვილთ, შემოგვიწყრა - ალი, ალერტი,

რადგანაც ავსულთ მივუზომეთ მაღრანდვალეთი!..

რადგან უღმერთოდ დაწყვეტილი შენ გაქვს ძარღვები,

რადგან სხეულზე დაგსევიან ურცხვად ძაღლები!..

რადგან დუნდები უბრძოლველად, რადგან ტყუვდები! -

კვლავ დავბრუნდები! - სამეგობროდ სპათა მცირეთა,

ქანცგაწყვეტილი შევისვენებ გორის ციხესთან

და როგორც ვერძი მეომარი - მეტოქი ქართა,

თავაწყვეტილი დავეცემი ცხინვალის კართან!..

რა სიმშვიდეა!.. ხმა არ ისმის ქვათახევიდან,

ალბათ, წაშავდა თემურ ლენგი ფეხის თრევით და...

მაგრამ თუ სადმე, ჯავის მთებში გველი იწივლებს,

ვუწყი, არ სძინავთ კოჭლი მკვლელის ველურ წიწილებს,

და ვით ოდესღაც, განმაცვიფრებს ქართვლის იერი,

მრავლისამტანი, ღვთივსათნო და ღვთივმშვენიერი.

ჩადგება ქარი... იმზეურებს, შეწყდება თქეში,

მოგეახლები უეჭველად ვარდობისთვეში...

ეს სიყვარული, ქართლის მზეო, ალბათ დამახრჩობს,

მოვალ, დაგაბნევ ჭრილობაზე ველურ ყაყაჩოს...

გამაოცებენ მონასტრების თლილი თაღები,

ვაშლის ბაღები და ქართლელნი - ბრგენი, ლაღები,

ლურჯი ხევები - უსაშველოდ ლილისფერები,

მოვალ, ძვირფასო, ვარდობისას მოგეფერები.
Views: 668 | Added by: shockunia | Date: 25/Jul/2012 | Comments (0)

ნამდვილი მგელი სხვა ხმაზე ყმუის,
ნამდვილი კაცი გულით მგელია,
კაცურად ცხოვრობს,
არასდროს სტყუის,
უჭირს და მაინც ბედნიერია.
ომი მოიგე შენზე ძლიერთან
და არ დაჩაგრო სუსტი–უძლური,
მგლის გული გქონდეს,
თორემ მერწმუნე
ძაღლმაც კი იცის მგლური ძუნძული..
Views: 925 | Added by: shockunia | Date: 25/Jul/2012 | Comments (0)

სასუნთქ გზებში გადამცდი,
საყლაპავ მილში გამეჩხირე ბურთივით
და მერე საცრემლე ჯირკვლებიდან
გამჭვირვალე სითხედ გადმომეცრემლე გამხდარ ლოყებზე.

როცა ღმერთს რაღაც უჭირს, რაღაც აწუხებს,
შველას ვისა სთხოვს?

ღმერთო, ხომ არ გაგაღვიძე, ღმერთო?
ჩაი დავლიოთ, ღმერთო,
მარტო შენ იცი, ღმერთო, როგორ მცივა,
გაიღვიძე ღმერთო, ეს დღეც დაღამდა, ეს მეშვიდე დღე

შენი თვალები
არარსებული ბუხრის სითბოს მიმეორებენ...
მოვდივარ შენთან,
ფრთხილად გადებ მუხლებზე თავს და
შენთან ერთად ვუსმენ,
როგორ უკრავს
არარსებული ოთახის კუთხეში
არარსებული,ძველისძველი გრამაფონი
ყველაზე დიდ და განსხვავებულ სიჩუმეს...

კანსა და სისხლს შორის ჩაგიგუბე,
სანამ შეგიჩვიე ფრჩხილებად წამომეზარდე.

სევდის სუნი აქვს..
აყვავილებულ ქლიავის ტოტს,
ჩამომჭკნარ ხელში
მარადშერიგებულებივით გაყუჩებულან
ეკალშესობილი და ეკლის ამომღები.

ხეების სუნი აქვს კედის. 

- რას ეუბნება კედელი კედელს?
- კუთხეში შევხვდებითო ..
Views: 703 | Added by: shockunia | Date: 25/Jul/2012 | Comments (0)

ახლა ზურგს მაქცევ ხშირად,
ახლა სხვანაირს მხედავ,
ვიცი,დამიჯდა ძვირად,
ველურ ქარების დევნა.
ახლა არ გესმის ჩემი,
ყურს აღარ უგდებ ლოცვებს,
მონანიება ჩემი,
სრულიად გულგრილს გტოვებს,
ახლა დაბლა ხრი თვალებს,
ურჩ მონასავით მყიდი.
მე დამნაშავე არ ვარ...
მ ე     დ ა მ ნ ა შ ა ვ ე    ა რ   ვ ა რ!
ეჭვმიტანილი მხოლოდ,
უმკაცრეს სასჯელს ვიხდი...
Views: 707 | Added by: shockunia | Date: 15/Jul/2012 | Comments (0)

« 1 2 3 4 ... 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz