Login form

კალენდარი
«  April 2024  »
SuMoTuWeThFrSa
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ლექსის ძებნა

თავფურცელი

რეგისტრაცია

შესვლა
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 25/Apr/2024, 11:35 AM
შენ თვალებიდან აპრილი გცვივა,
იღვიძებს დილა რძისფერი კაბით.
წელმოწყვეტილი იები მტკივა,
შენ მაპატიე, თუ შემიყვარდი.
წუხელის წვიმამ დატბორა გზები,
და აჩრდილივით გეძებდი ქარში,
შენ თვალებიდან გცვივა იები,
და გაზაფხული გიფეთქავს ტანში.
იასამნებად გეტყობა წლები,
დამაქვს ზღვისფერი შენი სურვილი,
მინდა გიყურო შორიდან გზნებით,
მინდა მოვიკლა ასე წყურვილი.
მინდა გაფრენა ოცნების ფრთებით,
მარტმა ფიქრები ისევ არია,
მიყვარხარ-ამას ნუ მეკითხები,
თუ გინდა გეტყვი, გეტყვი ძალიან...

/ავტორი:
მამა პეტრე/
Views: 1644 | Added by: shockunia | Date: 24/May/2012 | Comments (0)

არ მინდა სიყვარულზე ლექსი ვწერო,
ალბათ ბანალური გამოვა...
როგორ დაღამდება მთვარე ცაზე,
ან წვიმა როგორ წამოვა.
არ მინდა სიყვარულზე ლექსის ... Read more »
Views: 1002 | Added by: shockunia | Date: 24/May/2012 | Comments (0)

-მიყვარხარ!
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც არასდროს!
-რა, წარსულშიც გქონდა მსგავსი რომანტიკული ისტორიები?
-რა მნიშვნელობა აქვს, წარსული წასულია...
-ჩემთვის აქვს მნიშვნელობა...
-რატომ?
-იმიტომ, რომ წარსული შენი ფესვია, შენი არსების ნაწილი, არ არსებობს მომავალი წარსულის გარეშე...

-რა, მომავალი არსებობს?

-რა თქმა უნდა, მაშ რაღაა ხვალინდელი დღე...
-წარსული, აწმყო და მომავალი ერთი მთელია.....
-არა, ერთის ერთის სხვადასხვა ნაწილი...
-და მაინც ხომ ერთია დრო, რომელიც სივრცესთან ერთად ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობდა, არსებობს და იარსებებს...
-დრო ღმერთია...
-არა, სიყვარულია ღმერთი...
-სიყვარული დროისა და სივრცის სამკაულია...
-სამკაული? მხოლოდ?
-მამოძრავებელი ძალა...
-მოძრაობა ხომ წინააღმდეგობათა მუდმივი თანხვედრაა....
-ჰო, ასეა, მაგრამ წინააღმდეგობათა მუდმივ ჭიდილში სიყვარული სულის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა....
-არა, სიყვარული არ შეიძლება საშუალება იყოს, ის თავისთავადია, დამოუკიდებელი, ყველასი და ყველაფრის მბრძანებელი., სრულყოფილი, კეთილშობილი...
-ესე იგი თითქმის ღმერთი...
-შეიძლება...
-რატომ შეიძლება?
-იმიტომ, რომ არავინ იცის ღმერთის ცნება...
-ღმერთი უფრო მეტია, ვიდრე ადამიანებს წარმოუდგენიათ... ვიდრე ქადაგებენ, ვიდრე წერენ, ვიდრე გვიგრძვნია...
-ამას საიდან ასკვნი?
-იქიდან, რომ ღმერთის ცნების განსაზღვრას ადამიანის უდაბალორგანიზებულესი ტვინი ვერ შესწვდება... როგორ შეიძლება ილაპარაკო იმაზე, რაც არ იცი?
-მაშ ვინ არის იესო, რომელიც ადამიანთა მოდგმას მხსნელად მოევლინა, მათი ცოდვები იტვირთა და სისხლით გამოისყიდა...
-ღმერთი-სიყვარული, ღმერთი-ნუგეში, ღმერთი-სიტყვა, ღმერთი-სათნოება, ღმერთი-სულგრძელობა, ღმერთი-ნათელი, ღმერთი-სიკეთე, ღმერთი-ჭეშმარიტება... და ალბათ კიდევ ბევრი ის, რაც ჩვენი ცნობიერებისათვის მიუწვდომელია...
-რატომ ასე შორს მისგან, ღმერთმა ხომ თავის სახედ და ხატად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება უბოძა...
-რა თქმა უნდა, მაგრამ პირველმა ადამიანებმა შეცოდეს, მერე მათმა შთამომავლებმაც...და ასე...ცოდვამ იბევრა...ადამიანი განშორდა თავის შემქმნელს, პირველსაწყისს...თავისუფალი ნებაც უნებურად ჩაერთო ამ პროცესში...
-ვერ დავბრუნდებით?
-ცხოვრება გვაიძულებს მის დინებას მივყვეთ....დრო არ ჩერდება...,,ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ”...პირველსაწყისთან დაბრუნების სურვილი ჩვენ-ჩვენი თავისუფალი ნების არჩევანია...
-მაგრამ გააჩნია, როგორ მიყვები ცხოვრების დინებას, უღმერთოდ თუ...თუ ესეც ნებაა თავისუფალი...
-რა თქმა უნდა...
-ახლა მე შენთან ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნების წყალობით ვარ, თუ...
-შენ როგორ ფიქრობ?
-დრო მიჩვენებს...
-დრომ კი არა, გულმა უნდა გიკარნახოს...
-გული შენთან ყოფნას მთხოვს...
-და ეს გგონია სიყვარულია?
-მაშ, რაა?
-ინტიმი...
-ნუთუ მართლა...
-ეს შენს თავს შეეკითხე!
-შენთან საკუთარ თავს ვკარგავ...
-და ვერ პოულობ?
-ძებნაც არც მიცდია...
რატომ, საკუთარ თავს არ უფრთხილდები?
-არა, როცა შენთან ვარ...
-როცა ჩემთან არა ხარ?
-მაშინაც შენთან ვარ...
-და მოგწონს ეს?
-ძალიან...
-დარწმუნებული ხარ?
-როგორც არასდროს ...
რა, წარსულშიც გქონდა რამე მსგავსი?
-დ უ მ ი ლ ი
-სიყვარული მართლა ღმერთია, სულგრძელი და მიმტევებელი...
-აი, უკვე ერთნაირად ვფიქრობთ!!!
-ესეიგი, გამოგვივიდა...
-მაშ, რა საჭირო იყო ამდენი დიალოგი...
-დიალოგმა გადაგვარჩინა...
Category: პროზა | Views: 714 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2012 | Comments (0)

კაცები არასოდეს საუბრობენ ქალებზე,
რომლებიც უყვართ

კედელი არასოდეს ინგრევა ნესტით,

როდესაც თბილა

თვალები გაცილებით მეტს ღალატობენ

ვიდრე ტუჩები

მთვარე სიყვარულს კი არა, ქაოსს

იწვევს

ფილტვებში ჟანგბადი კლებულობს
როდესაც კოცნი

და მაინც

კაცები ყოველთვის ფიქრობენ ქალებზე
რომლებზეც არ საუბრობენ

ვერცერთი კედელი ვერ უძლებს სინესტეს,
როცა არ თბილა

ტუჩები იშვიათად მაგრამ მნიშვნელოვნად
ღალატობენ

იდილია მხოლოდ მთვარის არარსებობისას
დაიშვება

თუ ჟანგბადი გაკლია
აკოცე.
Views: 704 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2012 | Comments (0)

გაბუტულ ტუჩებზე კოცნას აქვს მუღამი,

ნერვებს რომ აწვალებ წამოსულს გულიდან,

ტკაცუნობს კეფასთან უხამსად ბუხარი

და ფილტვში შეჭრილი ნაფაზი გუგუნებს.

ზეცისკენ, გულაღმა წევხარ და ისვენებ,

სულ ცრუობ ,როდესაც იძახი ნახვამდის.


თვალებში ჩაგყურებს მთვარე და სისველე

ჰგავს ცვრიან განთიადს, სიბნელის დახრამდე

მეძებე, ჩემს ზურგზე ააგე კოშკები

სულ ცოტაც... თითების სითბოს ვგრძნობ, მაცხუნებს...

ჩემს მხარეს (განგებ რომ) დააწყვე ქოშები,

მომაწვდი? - ამბობ და გულს უჭერ მარწუხებს.

გაბუტულ ტუჩებზე სიბრაზის ნარჩენი...

და მკერდი ფოთლების ხმაურით აივსო,

ჩაუვლი ჩემს შუბლზე ჩატეხილ ნაოჭებს,

ბუტეო... და მაინც რაღაც ვერ გასვენებს...
Views: 679 | Added by: shockunia | Date: 27/Apr/2012 | Comments (1)

ნუ მთხოვ გავიზარდო..მე ხომ პატარა ვარ..
ჩემი ოცნებები ჯერ სულმთლად წრფელია..
ნუ მთხოვ გავიზარდო თორემ გეფიცები
ჯერ ისევ ისეთი გაბუტვა მჩვევია..
ისევ შემიძლია ფიქრები წაგართვა,
ბავშვურად უბრალოდ გითხრა რომ ჩემია,
ნუ ცდილობ შემცვალო,ნუ ცდილობ გამზარდო,
მაცადე ბავშვობა..ასე მირჩევნია..
ბავშვურად ცალ ფეხზე ხტუნვა და თამაში
ვარსკვლავთა დათვლა და არჩევა მჩვევია,
მიყვარს ყვავილების ნაწნავში ჩაბნევა
თავი რომ პრინცესად წარმომიდგენია..
ამიტომ ნუ ცდილობ გესმის? მე ნუ შემცვლი,
თქვენი ეს ცხოვრება აქ სულ სხვა ფერია,
არ მინდა..გეყოფა..გთხოვ ნუ დამაბერებ,
ბავშვად მიმიჩნიონ-ასე მირჩევნია..
სხვა დროს აღარ მკითხო რატომ ვარ ასეთი,
ან რატომ ავტირდი,ან რისი მრცხვენია..
მოდი შემიყვარე,რა მოხდა,ბავშვი ვარ,
ბავშვური გრძნობები ხომ უფრო წრფელია..
Views: 944 | Added by: shockunia | Date: 09/Mar/2012 | Comments (0)

თუკი
გავვუცხოვდი,
მე ნუ დამაბრალებ,
მარტი გამაისდა ჩემში ამინდებად,
შენთან სიახლოვეს ქარი ვანაცვალე,
ახლა ეს სიშორეც ისე გამიბევრდა...
მგონი ამერია ნატერფალები და
ყელზე მახვევია მძივად ტკივილები,
სევდის სამყოფელი დაღლილ თვალებშია,
როცა მაკლიხარ და როცა მეფიქრები.
ისევ მომეპარა ცელქი ხასიათი,
ამ სულს დასაკარგად უფრო ენანები,
ლექსი მოგონებად, სუნთქვით დაგინამე,
ალბათ რომ გიამბოს, როგორ
მენატრები...
Views: 721 | Added by: shockunia | Date: 02/Feb/2012 | Comments (0)

მერე რა,
რომ გარეთ ცაა ღრუბლიანი,
ჩვენ ხომ ვარსკვლავები ასეც დაგვითვლია,
სულაც არ მანაღვლებს რაა უპრიანი,
ან ცუდ საქციელად თუ რას ჩაგვითვლიან.

მოდი,
ავირბინოთ ერთად კიბეები,
ღიმილს დავუძახოთ ჩვენი ბავშვობიდან,
მერე კოცნით სავსე დიდი ჯიბეებით
ჩუმად გავეპაროთ მიწას
და შორიდან

ხელით დავიქნიოთ ეს ცა ღრუბლიანი,
სხვა ცა დავაარსე შენი თვალებიდან,
შეხე,
ვარსკვლავები ისე უბრიალებს,
ღამე,
ღამე,
ღამე,
ღამე,
ღამე მინდა.
Views: 666 | Added by: shockunia | Date: 02/Feb/2012 | Comments (0)

ყელში ამოვიდა ყველაფერი!
მხოლოდ ოცნება მაქვს ორიოდე...
ადრე, თუ ვიბრძოდი მიზნისათვის
ახლა იმისთვის, რომ ვარსებობდე.
არ ვარ ხასიათით მომტირალი
მაგრამ პესიმიზმი მომერია,
ჩაჯდა გუნებაში ეს ამინდი,
მარტმა საქციელი ამირია.
ისევ უნდა დავთვრე გათიშვამდე,
უკვე თვითმკვლელობა გვიანია!
სახელს ვერ დავტოვებ უიღბლოსას,
ბედი კადნიერად ჭკვიანია.
სისიხლის დამშრალი მაქვს ყველა წვეთი,
რითმზე დაბალი მაქვს მაჯისცემა,
ღვინომ უნდა შეძლოს დამიბრუნოს
დროში დაკარგული თავის რწმენა.
ყელში ამოვიდა ყველაფერი!
მხოლოდ ოცნება მაქვს ორიოდე...
ადრე, თუ ვიბრძოდი მიზნისათვის
ახლა იმისთვის, რომ ვარსებობდე.
Views: 833 | Added by: shockunia | Date: 02/Feb/2012 | Comments (0)

ქალი ქარია... შემოვარდნილი სულის კარებთან...
ქალი ქარია... გრიგალივით ქმნილი ბაღებთან...
ქალი ქარია... შემოდგომის ფოთოლთ წვალება...
ქალი ქარია... მიმოფანტული ქუჩა–ბაღებთან...
ქალი ქარია... ატოტვილი კაცის მკლავებთან...
ქალი ქარია... უშნო კაცის ფერისცვალება...
ქალი ქალია... ურჯულოა, ხან სიზმარია...
ქალი ქარია... მამაკაცის გულის წვალება...
ქალი ქარია... ბრმა სიგიჟე, სულის ზმანება...
ქალი ქარია... ეშმაკთ ბუდე და თან სამება...
ქალი ქარია... ზოგჯერ თბილი, ზოგჯერ ვაება...
ქალი ქარია... მიუწვდომელი, უსაზღვროება...
ქალი ქარია... კაცთა სუნთქვა, ყრუ მიცვალება...
ქარი ქალია... შემოვარდნილი სულის კარებთან...
Views: 757 | Added by: shockunia | Date: 02/Feb/2012 | Comments (0)

« 1 2 3 4 5 ... 38 39 »
საიტის მენიუ

კატეგორიები
ვიდეო [9]
პროზა [10]

შეფასება
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

მეგობრები

შოკუნია © 2007 Website builderuCoz