Login form

Calendar
«  February 2011  »
SuMoTuWeThFrSa
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Thursday, 25/Apr/2024, 5:14 PM
Home » 2011 » February » 8 » evas nagvianevi monologi
evas nagvianevi monologi
ნუთუ უჩემოდ უფრო საამოდ იშრიალებდა ედემის ბაღი,
ნუთუ უჩემოდ იქნებოდი უფრო ძლიერი ან უფრო ლაღი,
თქვი, რა გახდა ის ერთი ნეკნი-ნუთუ ესოდენ დიდი მსხვერპლია,
ხომ გავურბოდით ერთად ქარიშხალს-დღეს რატომ მესვრი სიტყვას ეკლიანს.
მარტოობაში შვებას ხომ გგვრიდი, ხომ გიქარვებდი ფიქრებს სევდიანს.
ერთად სიცოცხლე, ერთად სიკვდილი-უფლის განგებით ჩვენი ბედია.
და არც არასდროს, და არც არასდროს მე უშენობა არ მინატრია.
მე ვიცვლებოდი.. საუკუნენი ისე მიჰქროდნენ, ვერც კი ვამჩნევდით,
ვიცვლიდი სახელს, ზნესა და სახეს და იზრდებოდნენ ჩვენი ბავშვები.
ხან მიწურ ქოხში გითბობდი ვახშამს,გელოდი როგორც ცოლი მორჩილი,
ხან სასახლეში გიწვევდი რაინდს, რომ შემებორკე ტრფობის ბორკილით.
ხან გეკუთვნოდი სულით ხორცამდე, ხან ვიყავ შენით უარყოფილი.
და გადიოდა ასე ტკბილ-მწარე წუთივით მოკლე წუთისოფელი.
...და თუ ვცოდავდი-ვცოდავდი შენთან, ზოგჯერ შენს გამო, ზოგჯერ კი შენთვის.
მანკიერება ჩემო, ყოველი შენს პირველ ცოდვას ერწყმის და ერთვის.
მე დიდხანს ვდუმდი, მაგრამ დუმილი ყოველთვის ოქრო არაა თურმე,
სულ ერთი სიტყვით ისე მატკინე გული, რომ დღემდე ვერ განვიკურნე.
მე მგონი დროა, რომ შეგახსენო საბედისწერო ის ერთი დილა,
როცა უგვანმა ღალატმა შენმა ბედნიერება ჩემი დაჩრდილა.
გახსოვს, შეგვრისხეს...მაგრამ რა მერე? მე არც სამოთხე მსურდა უშენოდ,
სულ სხვა რამ მტკივა ამდენი წელი და ამ სატკივარს როგორ ვუშველო.
უფლის წინაშე თავდახრით მდგარმა, როცა სასჯელის იგრძენი შიში
-ევას ბრალია-ჩაიბუტბუტე და თითქოს მაშინ ხელახლა იშვი.
ჩემს თვალშჲ თითქმის ხელახლა იშვი,როგორც სულმოკლე, მფრთხალი კაცუნა,
ეს შენ მომიშთე რწმენა და გული და არა ეშმამ და მაჯლაჯუნამ.
როგორ გამწირე?! უფალი შენგან მხოლოდ სინანულს ელოდა მაშინ.
კაცი მეგონე და ხელში შემრჩა შეშინებული მოზრდილი ბავშვი.
...მაგრამ მიყვარხარ, მიყვარხარ ადამ! ესაა ჩემი სასჯელიც, ჯილდოც.
უფლის ხელთაა გულისთქმა ჩემი და ტვირთი უნდა ბოლომდე ვზიდო.
გმირიც, ლაჩარიც, ძუნწიც და ქველიც, ავიც, კეთილიც, ბრძენიც და ხელიც
მე ჩემი ცრემლით უნდა განგბანო და სათნოება შენი ვამრავლო .
ალბათ, ესაა, რაც მასულდგმულებს, ალბათ ესაა რაც დღემდე მშველის,
მე, შენი ნეკნის ერთი ნამტვრევი-მაგდალინელიც და ღვთის-მშობელიც,
შენთან ვარ მარად და გადის ასე წუთივით მოკლე წუთისოფელი...

Views: 806 | Added by: shockunia | Rating: 0.0 |
Total comments: 2
1 LAli  
0
ratom ar uTiTebT avtors.es SesaniSnavi leqsi nino sixaruliZes ekuTvnis.me is germanulad vTargmne,magram avtors ver mivageni da ver vaqveyneb

2 shockunia  
0
romeli leqsis avtoric vici, yvelas mititebuli aqvs, am leqsebis umetesoba forumebidan maqvs amokrefili da aqedan gamomdinare bevris avtori ar vici samcuxarod...

ise ver gavige, tu nino sixarulidzes ekutvnis ras nishnavs "avtors ver mivageni da ver vaqveynebo"?...

P.S. germanulad tu damidebt didad madlobeli dagrchebit smile

Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz