Login form

Calendar
«  November 2012  »
SuMoTuWeThFrSa
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930

Search through blog

Main page

Registration

Log in
Welcome Guest | RSS


Image and video hosting by TinyPic


Tuesday, 16/Apr/2024, 1:53 PM
Home » 2012 » November » 22 » minda gulshi chagileqo
minda gulshi chagileqo
მინდა გულში ჩაგილექო,
ფსკერზე,სულ ღრმად ჩაგიტოვო,
მინდა სული დაგიმშვიდო,
ღიმილები დაგათოვო.

მინდა ისე აგამღერო,
რომ ჰანგები ცას სწვდებოდეს,
ისე მინდა გაგაღმერთო...
და,შენს სიზმრებს ვდარაჯობდე.

ისიც მინდა,მხოლოდ ჩემით,

მხოლოდ ჩემით დარდს ებრძოდე,
მიყურებდე გახელებით,
და ამ წყურვილს ვერ სწყდებოდე.

მერე მინდა გზას გაუყვეთ,

ბილიკები გადავთელოთ,
და,გზადაგზა დაკრეფილი,
გვირილები ავამღეროთ.

გიყურებდე,ვერ ვძღებოდე,

შენი სუნთქვის ცეცხლი მწვავდეს,
ისიც მინდა ჩემო ერთო,
საოცნებო ჩემს პრინცს ჰგავდე.

ყველაფერი მინდა,რასაც,

მხოლოდ შენი,შენი ჰქვია,
ამ სიყვარულს და ამ ლტოლვას,
ხვადი ლომის ჟინი მიაქვს...

ალისა ელიაშვილი
Views: 666 | Added by: shockunia | Rating: 0.0 |
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *:
Site Menu

Blog categories
ვიდეო [9]
პროზა [10]

Our Poll
მოგწონთ საიტი?
Total of answers: 519

Site friends

Copyright MyCorp © 2006 Website builderuCoz