მე მეფერება შენს თვალებში ჩარგული ია და მეფინება მთელ სხეულზე სურნელი ვარდის, უმანკო გული,ვით ედემის კარები ღია და ვით ენძელა კლდის ნაპრალებს მოვაპობ კაბით. იასამანი დაუწურავს ვენერას ხელით და ყაყაჩოებს დარჩენიათ თვალები ღია ო,არასოდეს დაისველო თვალები ცრემლით არ დაასველო შენს თვალებში ჩარგული ია. მე ეკლიან გზებს გამოვივლი შიშველი ფეხით ოღონდ დატოვე შენი გულის კარები ღია ვიცი,არასდროს მიმატოვებ,ყოველთვის მეტყვი, რომ მეფერება შენს თვალებში ჩარგული ია.
|