ვიღაცას სწერდი: ''1001 კოცნას, საყვარელო, გიგზავნი შორით''. სრიალებს თოვლზე პატარა ციგა, ვიგონებ წიგნში დამალულ წერილს და ახალ დარდებს მომაყრის ციდან გაქურდულ გულზე, ცრემლით დასერილს. ავხადე სურვილს მხურვალედ ლოდი, გულს გინახავდი, როგორც შაჰ-ნამეს, და შენ კი თურმე სხვას ჰპირდებოდი ''ათას ერთ კოცნას'', ათას ერთ ღამეს. ახლა ლოდინი დროთა მზომავი ან საყვედური ვის გავაყოლო?! თვალს შემოევლო ვერცხლის ზონარი, ყმაწვილურ ზღაპარს მოეღო ბოლო. ეს მოხდა გუშინ, ეს იყო წუხელ, ელდა დამეცა ყაჩაღ ლეკსავით და ვით კახეთში თამარის ციხე, დაინგრა ფიქრი გაულექსავი. სრიალებს თოვლზე პატარა ციგა, ვიგონებ ჯავრით დახეულ წერილს და ახალ დარდებს მომაყრის ციდან გაქურდულ გულზე, შხამით დასერილს. /ნინო თარიშვილი/
|