“მე გეძახოდი ცხრა მთის გადაღმა ვინ მოგაწვდინათ ეს ხმა ნეტავი? კი მოგიხმობდით, მაგრამ ხმადაბლა, ხმამაღლა ვერც კი გაგიბედავდით. იქნებ სულები მართლაც დაჰქრიან იდუმალი და სწრაფი მარხილით.. და თვით უწყიან, უფრო ადრიან ვის მიაწვდინონ ვისი ძახილი. თორემ სხვა აბა რას დავაბრალო ჩემი ხმა როგორ მოგწვდათ ნეტავი.. გეძახდით, მაგრამ ჩემთვის, ხმადაბლა, ხმამაღლა ვერც კი გაგიბედავდით. "