წუხელ თოვდა, ნეტავ ჩემთან რად არ გაჩნდი, გენახე და ძილში თბილად დაგეხურე... მე ავდექი პირველ თოვლზე განთიადში და ვეძებდი შენს პატარა ნაფეხურებს. დაეყარა სახლებზე და ვერის გზაზე თოვლი, თეთრად დასახული, ასე თეთრად, გულუბრყვილოდ ჰყვავის ასე იმერეთში ტყემლის ხეზე გაზაფხული... /ირ. აბაშიძე/
|