მე არც კი ვიცი რას დავარქმევ იმ უღვთო ტკივილს, შენ რომ ადგე და წახვიდე მართლა... მე ვიცი მხოლოდ არ დავიწყებ მოთქმას და ტირილს და ვერ დაგიშლი ვერაფრით წასვლას... შენი დანახვა რომ უდრიდეს ჩემთვის სიცოცხლეს, ვერ დამჯაბნიან, ვერ დამცემენ მაინც ვნებები, მე მეყვარები ისე, როგორც არავის არსად, მაგრამ ქუჩაში არასოდეს დაგედევნები. შენ რომ წახვიდე მე დამრჩება ულევი სევდა, კისერზე მაინც მუდარით ვერ დაგეკიდები, მე ვერ დაგიშლი ვერაფრით წასვლას, თუმცა არ ვიცი რას დავარქმევ იმ უღვთო ტკივილს შენ რომ ადგე და წახვიდე მართლა...