Home » 2007»April»26 » gazafxulamde albat didxans momicevs mocda
gazafxulamde albat didxans momicevs mocda
8:54 AM
გაზაფხულამდე ალბათ დიდხანს მომიწევს მოცდა, ცივმა ზამთარმა სევდა მომცა ლხინი წამგვარა, აღარ მიყვარხარ ღმერთო ჩემო ეს რა წამომცდა, ხომ შეიძლება შენც იფიქრო ჩემზე ამგვარად. გათენებამდე მთვარეა და მთელი ღამეა, მღერის ქარი და პაემანზე ტყისაკენ მიქრის, ისევ მახსოვხარ ღმერთო ჩემო რა სიამეა, ხომ შეიძლება შენც გაივლო ამგვარი ფიქრი. ვერ შეველევი ოცნებებს და ვარდისფერ ფიქრებს, თუმცა ტკივილმა უნუგეშოდ მტანჯა და მთენთა, მე გელოდები,ღმერთო ჩემო ვინ იცის იქნებ მელოდებოდე...ავდგები და წამოვალ შენთან...