შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ, ეგ ტუჩები დასალევად მენანება, ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები... გზას მიბნევს და... ეს სიბრმეავე მენატრება... ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა, გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა.