დროს ვერაფერი ვერ შეაჩერებს ვერსც შენ და ვერც მე, წუთებს ვერავინ ვერ შეანელებს, მერწმუნე, მენდე, მხოლოდ ოცნება გაირინდება საათებს შორის, და სუნთქვა ორის შეაკრთობს ვერხვებს. დროს ვერაფერი ვერ შეაჩერებს, ოცოდე ჩემო, გადაეცლება მარტსაც მოტკბო ზმანების გემო, მოდი სანამდე მზე გადავა ამ მთების ქვემოთ, მოდი მანამდე, სანამ ამ სულს სწყურია ჩემო, აფრენა ცამდე და შეხება ცის ლურჯი ფერის, მოდი, სანამდე გათენება მხოლოდ შენ გელის. დროს ვერაფერი ვერ შეაჩერებს იცოდე ჩემო. . .