"შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ რომ ჩავახედო შენს ლამაზ სულში შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი გიფრიალებდეს ნისლისფერ მერდინს გაიხსნას უცებ სამოთხის კარი მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი რა სჯობს სიმღერა თუ წყვილი ცრემლი სად ჯობს მიწაზე თუ მიწის გარეთ მზე მზეზე უფრო დიდი და ცხელი მთვარე მთვარეზე ლამაზი მთვარე და ცა ღმერთების ცისფერი ზოლი ძლივს რომ აუდის მომსვლელს და წამსვლელს მაღალი ბიჭი ლამაზი ცოლით მოდიან მაგრამ მიდიან წამსვე ბოლოს და ბოლოს ერთი აქვს ბოლო ლომსა და თინუსს ნაძვსა და ღოლოს სიყვარულისთვის კარგო ჩვენ მხოლოდ, სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცოცხლობთ!
უხერხულია შენ გერქვას ცოლი, შენ უნდა ცისფერ ღრუბლებთან იწვე აჰა დამბაჩა და სველი თოვლი- მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ! "