დამიძახე და ნაგვიანევი შემოდგომის სევდად მოვალ, მკვდარი ფოთოლი იქნება, ჩვენი გრძნობის ჭირისუფალი, და გარდაცვლილი სიყვარულის მძორს დაიტირებს ეს შემოდგომა, უტეხიც და თავისუფალიც....... ყვითელი ელდა ფოთოლცვენის დაგვადგამს გვირგვინს შენ –– სადღაც შორს მყოფს, მე კი –– ცოცხლად ფიქრების მთოველს, ზეცას ღვთის რისხვად ცრემლი ღაწვზე დაუგორდება ნეტა, მის მპოვნელს!!!! პირბაცი დილა.... კვლავ შემიკრავს ველურ თაიგულს ნარინჯისფერი მკვდარ ფოთოლთა უღმერთო თოვა სულს დამიბერებს...... აღელვებულს მაინც მომისწარ, ყვითელ თოვაში დამიძახე, უთუოდ მოვალ!!!!!!!