ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც თვითონ არ ჰყვარებია!... ასეთი ვინმე ბრმა სარკეა! რაც არ უნდა ლამაზი იყო, არ გამოჩნდები... ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც ბევრჯერ ჰყვარებია!... ასეთი ვინმე ცხრაკარიანი სახლივითაა... ყველა შედის და გამოდის... რაც მოხვდებათ გააქვთ-გამოაქვთ... შენს სიყვარულსაც გააყოლებენ, ისე, შემთხვევით... ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც უყვარს!... თუ შენ უფრო ბედნიერი ხარ არ დაგიჯერებს... და თუ ის უპრო ბედნიერია, ვერ მოგისმენს... ნუ მოუყვები სიყვარულზე ვინც არ იცის სიყვარული!... მოეწონება და წაგართმევს... და ვინც იცის ნურც იმას ნუ მოუყვები!!!... მხოლოდ პირველი თოვლის ფიფქი როცა შეგხვდება, ან პირველი ყვავილის ფიფქი, უთხარი ვისთან მივიდეს და ფიფქი არსად დაეცემა, სანამ არ მივა და არ ეტყვის... გაზაფხულობით არ დაგინახავს რა კორიანტელია? ფიფქები როგორ გარბი-გამორბიან?... გჯეროდეს მათი!!! იმედი გქონდეს!!! სხვას ნუ ენდობი!!! ნუ მოუყვები სიყვარულზე ნურსად ნურავის ნუ მოუყვები!!!...
|