vici rom agar gemaxsovreba | 2:02 PM |
ვიცი, რომ აღარ გემახსოვრება, მეც აღარ მახსოვს შენი სხეული, შენ დაგრჩეს წიგნი- ჩემი ცხოვრება, სამი დღე როა ამოხეული. შენ დაგრჩეს ჩემი თეთრი სამოსი და მზის ამოსვლაც ჩემი შენ დაგრჩეს, შენ დაგრჩეს ჩემი ათას სამასი სიტყვა, რომელიც არის „მე და შენ„ ვიცოდი არც მე, არც შენ და არც მან, სად მივიდოდა გზა გასაკვირი. შენ იცი მართლა მინდოდა ჯვარცმა, ოღონდ მარცხნივ და ავაზაკივით!
|
Views: 780 |
Added by: shockunia
| Rating: 0.0 |
|