გამომიქროლე როგორც ალალი და გადამაგდე მართალი გზიდან ქალო ქალი ხარ თუ ქარიშხალი გულმა აქამდე ან როგორ გზიდა. დატოვე გულში შენი ხანჯალი რომ დავიცალო მე ამ ბრაზიდან ხარ ანგელოსი მოსული ციდან ზეცას გაგატან სულს კარმენსიტა. დღეს ცის მარადი ყოველი წამი მე შენი ტანის ცეცხლის ალი მწვავს მომკალ ბარემღა, რისთვის მიზოგავ დასწვი რაც დაგრჩა და არ დაგიწვავს. ვერ დაბრუნდება ხომ აწი წაღმა ბედი რაც უნდა ბევრი ვიწვალო, მე ხომ უშენოდ თავს არ ვიცოცხლებ შენ სიყვარულით მკვდარი ვარ ქალო. სტირიან სულში ათასი ხმებით გადამტვრეული სალამურები სულში ვაშლის ხე ვიღაცამ დარგო სიყვარულისთვის ნუ მემდურები. ვერ დავემალე მე შენს სიყვარულს ვერა საშველით, ვეაფერ გზითა შენი ხანჯალით გჰავიფატრავ გულს, ზეცას გაგატან სულს კარმენსიტა.
|