ზღვისფერი გაქვს თვალები და თავათ ჰგავხარ ზღვას, თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას, მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას, გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს, ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს-ქარს და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს... ზღვისფერი გაქვს თვალები და თავათ ჰგავხარ ზღვას... ^ ^ ^ პასუხი კონსტანტინე ბატონს ^ ^ ^ ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ, ისევ შორიდან მელაციცები, ისევ შორიდან მკლავ. ო. რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს, შენი სიფიცხე, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს. ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას, სხვის წისქვისლ ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი საფქვავით ვფქვავ. მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები, ვისაც რა უნდა, თქვას!!!
|