არ მიყვარხარ! მაპატიე, შემეშალა! არ მიყვარხარ ჩემი გრძნობა შემეშალა მაპატიე რომ ეს გრძნობა უცებ გაქრა მაპატიე, მაპატიე არ მიყვარხარ! თოვლის ფანტელს ჩამოვარდნილს შევედრები და ამ სულის გადარჩენას ვევედრები, როგორც დნება გაზაფხულის ნაზი თოვა ისე დნება მოვარდნილი უცებ გრძნობა! მაპატიე უგულობა, მაპატიე, ეს დღეები გამოცდაა ჩემი გრძნობის როცა გხედავ მგონია რომ მარტო შენ ხარ როცა არ ხარ უამრავი აზრი მოდის! მაპატიე ეს სიტყვებიც მაპატიე იქნებ ვცდები და მიყვარხარ, იქნებ ვცდები! მაპატიე თუ ოდესმე დაგივიწყო, მაპატიე თუ გაიყო ჩვენი გზები!