მარეკები შლიდნენ ბანაკს ქარი ჩამი-ჩუმით ჰქროდა, ვიწექ, რომელიღაც ბალახს უცბად - ქალის სუნი ჰქონდა. თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა - ათას სურნელოვან შვავში ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა. სუნი ჰქონდა არა დალის, ლალის, - ცისფრის ანუ თეთრის, - სუნი - საზოგადოდ ქალის, სუნი - საზოგადოდ მდედრის... ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს - შენ მაცოცხლო ვინძლო სანამ ვიცნო ეს სურნელი, სანამ ეგ სურნელი ვიგრძნო!