იწყება ახალი კარნავალი, ძველი ზღაპრები ქრება, დღეს ჩემი ბავშვობის დედოფალი; სხვისი დედოფალი ხდება, ნუთუ ოცნებების სასაკლაოდ გაჩნდნენ ლაჯვარდი იები, ნუთუ ნაპირს შერჩა ჩემი ფლოტი, ზღვაში გაფანტული გზებით, ნუთუ ამდენი ხნის დონ კიხოტი უცებ სანჩო პანსა ვხდები, მაგრამ ნუ იდარდებთ ლამაზებო, წმინდა შემოქმედის ნებით, თუმცა სხვის ცოლებად იარსებებთ, ჩემში დედოფლები რჩებით!