მეკოცნა მაინც წასვლისას როგორ უკოცნოდ გაგიშვი... ამ უშნო ბუტიაობას ვერც ვეჩვევი და არც მიშლი... მეკოცნა ნეტა წასვლისას ეხლა ცრემლებში ვბანაობ, და სისხლი არ გამომივა გულში, რომ დამკრა დანაო... როგორ გაგიშვი სულელმა ან როგორღა ვძლებ უშენოდ, ვზივარ და ვფიქრობ ყოველ დღე ამ საქმეს რითი ვუშველო?? ჩამოდი, ჩემთან ჩამოდი არ შემიძლია მოცდაო... ცალკე უშენოდ ყოფნა მკლავს თან გაბუტული კოცნაო!