ქარი ხომ არ ვარ, საიდუმლო რომ ვერ გამანდო, მზე ხომ არ ვარ, სიბნელეში რომ ვერ გაგათბო, ფიქრი ვარ ალბათ ,თუ კი სველი გაგიხდა ღაწვი, დარდი ვარ ალბათ, თუ კი ღამის ფიქრებში გაწვიმს...
დათოვლილ ქედებს ნაკვალევი შენი აწვალებს, მივყვები ბგერებს, ზოლებს, ნაძვთა ნაწნავებს
ფიქრი ვარ ალბათ, რაკი ჩემი არ გესმის მღერა, ჩრდილივარ ალბათ, რომ ვერ შესძელ ჩემთან მოფრენა, ქარი ვარ ალბათ,საიდუმლო რომ ვერ გამანდე, ვარდი ვარ ალბათ, მომეფერე და გადამაგდე...