გაბეზრებული ლოდინი, ავადმყოფური ღამე, მიტოვებული ლოგინი, დაკიდებული მთვარე. ტკივილნარევი ღიმილი, ცრემლით დამბალი თვალი, აუხდენელი სურვილი, ღამენათევი ქალის! ვნება ცეცხლივით მწველი, გრძნობა ხმამაღლა თქმული, სიტყვა სათქმელად ძნელი, ფიქრი მძივებად სხმული. შიში უმწყემსოდ არა, ვერ მონახული ცოლი, ქალის ჯიუტი "არა" ვაი "დაგიბრმა თოლი". უარს ნამსხვერპლი ღამე, სევდით მოცული დღე, გაღიმებული მთვარე, გაწბილებული "მე", კვლავ და კვლავ გრძელი ლოდინი, ცრემლით ნაბანი თვალი, გაუხედნავი სურვილი, ღამენათევი ქალის...
|