შენ ნაწამები მისდევდი ბილიკს და სიმწარისგან კვნესა აღმოგხდა... ვინმემ რო გკითხოს _ღირს ტანჯვად განა? _დედობისათვის?! ჰმ! _მერე რა მოხდა?! ტკივილისაგან ფერდაკარგული სიმწრის ცრემლები სახეს გილბობდა; შენი ცხოვრება, ვით ყველა ქალის, დედობისაკენ წმინდად ილტვოდა... უფალმა მადლით აგავსო ისევ! შვილისთვის დედას შვენის ქვითინი... თვით ღვთისმშობელმა დაგადგა თავზე შენ, გმირო!.. _დედის წმინდა გვირგვინი. შენი თვალები სხვაგვარად ბრწყინავს, მათში მე ახლა სხვა რამეს ვხედავ; შენი ღიმილით გამხნევებული ასე მიმართვას თამამად ვბედავ _ულამაზესი სიცოცხლის მშობო, შენ... ჩემო ლხინო დაჩემო სევდა დე გიხაროდეს ჩემო ლამაზო და მადლით სავსე პატარა დედავ!..
|