ტკივილო ჩემო ქცეულო სიტკბოდ მე შენგან უკვე ბევრ რამეს ვითხოვ, ვითხოვ, რომ ვიყო უცეცხლო ალი, ჭკვიანის და თან სულელი ქალის... მინდა, რომ ვიქცე შენი სიზმრების ანდა მიზნების, თუნდაც ფიქრების თანაზიარად... გამაჟრიალა ეხლა ამ წამს გამაჟრიალა.... შენ ხომ მოხვედი უკვე ბრძენი? მომართვი ძღვენი... რომელი? ხელი, კიდევ სუნთქვა, და კიდევ დღენი ... ფერადი, როგორც ბავშვების მიერ ნახატი ეზო, და ეხლა მინდა ეს ორი დღე უშენოდ შევძლო, გადავიტანო, გადავლახო, არ დავარღვიო, არ გამაგიჟო ამაზე მეტად არ გადამრიო!!!! ეს მყოფნის მე და თან მგონი ასე ვართ სავსე და თან ვივსებით კვლავაც და რომ შემეძლოს შენს მკერდზე დავდგამ გავიშლი კარავს ვიღაცას ვპარავ ამ ყველაფერს, მხოლოდ ეს მზარავს, მაგრამ ეს გრძნობა ამ საფიქრელს ერევა ფარავს, რა უნდა მექნა მე უშენოდ? ანდა უხელოდ ან უენოდ? უწერილოდ? ნეტა ვის გავხარ???? რა სულელი ვარ!!!! თან ჭკვიანი!!!! რომ გიპოვნე და რომ შემიძლია დაგიწერო მე შენ მიყვარხარ!!!!!