ვარ მათხოვარი ხელგამოწვდილი მეფე ვარ ლირი, გვირგვინს და შიმშილს ერთდროულად დაღლილი ვტირი, ვარ კალიგულა,ბალთაგარი ნერონი თავად, მაინტერესებს ყველაფერი, რადგან ვარ ევა და არ მადარდებს თუ ედემში ვერავინ შევა. ვარ თავად ლამა უცნაური, ცოცხალი ღმერთი, და ჩემს სამყაროს მე განვაგებ მე ერთადერთი, ვარ ანგელოზი, ხან ეშმაკი მაცდური თავად, და ჩემს უმსგავსო მოქმედებას სულ ვუწრ ფრიადს! მაგრამ არავარ ეჭვებისგან მოკლული მავრი და სიყვარულის არ დამყვება ნიადაგ ჯავრი. ვერ შევიცოდე კალიგულა , ნერონი,ლირი.... დეზდემონასთან ერთად ისევ სიყვარულს ვტირი, მათხოვარივით გამიწვდია ორივე ხელი, და ეჭვებისგან გაგიჟებულ ოტელოს ვტირი!....