ქუჩას მისდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მიჰქონდა, ისეთი იყო.. აგიხსნათ როგორ? მოგონებაა მასთან ჯოკონდა... გაქვავებული ბიჭები იდგნენ, და ქანდაკებას ჰგავდნენ ყველანი, ვერ პოულობდა სიტყვას ვერცერთი, ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ. და როდის, როდის ერთმა მათგანმა იმ გაქვავებულ ბიჭებთა შორის ძლივს ამოღერღა ყველას სათქმელი: "ჩემს მტერს ასეთი ლამაზი ცოლი....."