ისეთი ვინმე რომ შემხვდებოდეს, გამიღვიძებდეს წამით იმედებს, ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე ერთ აპრილს მაინც წამიკიდებდეს... მასულდგმულებდეს, მიბნევდეს თავგზას მისი თვალების ჩუმი ბრძანება, გოშიასავით ატეხდეს წკავწკავს ჩემი ლომური ამპარტავნება... არ დავირცხვენდი, გითხრათ სიმართლე, არა და არა! არ დავირცხვენდი... ოღონდ მიყვარდეს... მართლა მიყვარდეს... გახელებამდის... თავდავიწყებით....
|